0 6 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნაკლებად ჩაერიეთ გარშემო მყოფების საქმეებში. მოერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

კურო
თუ საქმეებში დაბრკოლება შეგექმნათ, ნუ ჩავარდებით პანიკაში. ტაიმ-აუტი აიღეთ და სიტუაციის დასტაბილურებას დაელოდეთ. 

ტყუპი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. ფულის საეჭვო საქმიანობაში დაბანდებას. მეტი ყურადღება გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. 

კირჩხიბი
თუ დიდხანს არ იყოყმანებთ, ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. კარგი დღეა მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. 

ლომი
მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. მოერიდეთ ვალისა და კრედიტის აღებას. 

ქალწული
მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა. სწორად დაგეგმეთ ბიუჯეტი. 

სასწორი
ეცადეთ, ემოციებმა აზრის სწორად ჩამოყალიბებაში არ შეგიშალოთ ხელი. სამაგიეროდ, კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 

მორიელი 
ახლა გაჩუმება არ ღირს, პარტნიორებთან ერთად წვრილად და ყურადღებით განიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მოერიდეთ დაპირისპირებას ფულის გამო. 

მშვილდოსანი
პირადი გამოცდილებისა და ახლობლების დახმარებით ნებისმიერ საკითხს თქვენს სასარგებლოდ მოაგვარებთ. 

თხის რქა
მოუწყვეთ საკუთარ თავს დღესასწაული, გახალისდით. ნაკლები დრო გაატარეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანების გარემოცვაში და ყურადღება არ მიქციოთ მათ ლაპარაკს. 

მერწყული
ნუ შეუშინდებით სირთულეებსა და დაბრკოლებებს. პირიქით, მეტად გაძლიერდით და აქტიურად იმოქმედეთ.

თევზები
არ გადაიღალოთ. არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად. მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ სარისკო საქმიანობებს, განსაკუთრებით - ფინანსურს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები