0 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნინი ბადურაშვილი სოციალური ქსელით ქართველ მომღერლებს არიგებს

„სწორია ქალბატონი მაცაცო, უნდა გაკეთდეს ქართული სიმღერის კონკურსი! დაიწეროს ბევრი ქართული სიმღერა, რათა მომღერლებს ჰქონდეთ საკუთარი ქართული სიმღერა რეპერტუარში!

ინგლისური ქოვერებით მომღერლად ვერ შედგება ვერავინ!

მომღერლებს საკუთარი ქართული სიმღერა უნდა ჰქონდეთ რეპერტუარში! სხვაგვარად დაიშტამპება და "ქოფი ფეისთ" არ ნიშნავს მომღერლობას...

მესმის, რომ თანხაა საჭირო, იმისთვის, რომ ახალი სიმღერა იყიდო, ჩაწერო, მაგრამ სხვაგვარად ვერ განვითარდები... ვერაფერს დატოვებ!

Beyonces-ს და whitney-ის ვერ ვაჯობებთ და არ ჯობია, საკუთარი შევქმნათ? თუნდაც გაგვაკრიტიკონ, მთავარია, სულ ძიებაში იყოს მომღერალი და აუცილებლად გამოვა, ერთ კარგ სიმღერას მაინც დატოვებს )).

რა თქმა უნდა, მომღერალი არ უნდა გაკიცხო, შეიძლება უკეთ გამოსდიოდეს უცხოენოვანი, მაგრამ რადგან ქართველი გქვია და საქართველოში გაქვს პრეტენზია მოღვაწეობის, ქართული უნდა იმღერო, თუნდაც ევროპული, ან ამერიკული სტილის სიმღერა, მაგრამ შენი და ქართული.

რაც შეეხება ჰიტს, ჰიტები მსოფლიოში აღარ იწერება, კრიზისია, მაგრამ მაინც უნდა ეცადო, რაღაც გამოვა)))

გვყავს კომპოზიტორები და შეიძლება მდგომარობის გამოსწორება, მთავარია მოტივაცია!)

თანამედროვე ქართული დაიწეროს, ოღონდ ერქვას, რომ ეს კონკრეტული სიმღერა მათია, მათთვის დაიწერა! მომღერალი გქვია მაშინ, როცა ახალს ქმნი, ახალ სიმღერას შენებურად აკეთებ და აწვდი მსმენელს და არა ვიღაცის ნამღერს გადაამღერებ იგივე მელიზმებით და ყველაფრით ))"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები