0 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ასე მიულოცა შალვა ნათელაშვილს მეუღლემ დაბადების დღე

დღეს შალვა ნათელაშვილს დაბადების დღე აქვს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 57 წლის გახდა. ბელა ალანიამ მას დაბადების დღე სოციალური ქსელიდანაც მიულოცა: 

როცა რაღაც გიხარია, მეც გულში ნათურა მენთება და სულს მიკაშკაშებს... 
როცა რაღაც გწყინს, მარწუხები თითქოს გულს ევლებიან და მის გამოწურვას ცდილობენ. ასე მგონია, სითხისგან ვიცლები მაშინ... 
როცა იღლები, ბეჭებზე დიდი ლოდი მედება და მეც მიჭირს მისი ზიდვა. ისეთ უძალობას ვგრძნობ, სად დავიხარჯე, არ ვიცი... 
ვიცი, რომ დიდ გუნდას ეჭიდები. ეს გუნდა ბევრნაირია: თოვლის, ტალახის, წვიმის... გინდა, რომ გადააგორო. აღმართზე მარტოკა ეწევი, ეწევი... სველდები, ტალახში ისვრები.... დაღმართში კი უამრავი გამოჩნდება და დაედევნება ხოლმე ამ გუნდას, დაღმართში უკვე ადვილია, ძალისხმევა არ სჭირდება, თავისითაც მიგორავს... მერე უშენოდ ზეიმობს უამრავი გამარჯვებას. შენ კი, დგახარ მაღლობზე და დასცქერი. ამასობაში მზე გიშრობს სისველეს, ტალახი ხმება და სცვივა შარვლის ტოტებიდან... 
როცა ასეთი ალალი ხარ, მეცოდები ამ სასტიკი სამყაროსთვის. 
ხან მინდა, ისეთი იყო, როგორც ყველა. ეგებ მარტივად სჯობდეს ცხოვრება, რომ არაფერი გაართულო. 
მე ვიკარგები შენთან, შენში და შენს გარეშეც. ხან მგონია არც კი ვარსებობ... 
ეგ არ მაწუხებს, მთავარია, რომ ბოლოში გახვიდე მშრალი.
*
როგორი სუფთა ხარ, როგორი მართალი, 
როგორი მიმნდობი, გულწრფელი, ალალი 
ხალას იუმორში ხომ არ გყავს ბადალი, 
როგორ არ მიყვარდე, საშველი არ არის. 
შენი სიყვარულის ტყვედ ისე მაქციე, 
ვეღარ დაგეხსენი, სხვა გზა არ არის.
თუმცა ერთგულება კი იცი მაგარი, 
მაინც ვეჭვიანობ, ნეტა ეს რა არის?! 
შენი საქმის გამო (პოლიტიკის გამო) ხშირად მიტირია 
ვითომ ძლიერი ვარ, ეს ასე არ არის,
მინდა, იმედები აღარ გაგიცრუვდეს, 
გულს ნუღარ გაიტეხ, ეს არის რაც არის...
უნდა ვიჩქაროთ, რომ ბევრი რამ მოვასწროთ, 
ხომ ხედავ, ვბერდებით, სრულდება ზღაპარი. 
მადლიან ლოცვებში ხშირად გიხსენიებ, 
ვიცი, შეგეწევა უფალი მაღალი, 
დიდი სიყვარულიც ტკივილი ყოფილა, 
ცხოვრება ესაა, ადვილი არ არის. 
***
რას გადაგეკიდე? მე გადამეკიდე? 
ამის გარჩევის დრო, დღეს სულაც არ არის_ გილოცავ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები