0 8 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

17 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღის პირველ ნახევარში ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. წარმატების მისაღწევად მეტად უნდა იშრომოთ. 

კურო
კარგი დღეა დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მუშაობისას განსაკუთრებით ყურადღება მართებთ მომსახურებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს. 

ტყუპი
უმნიშვნელო შეცდომამაც კი შეიძლება მატერიალური ზიანი და გარშემო მყოფებთან უთანხმოება მოგიტანოთ. 

კირჩხიბი
წარმატებას მხოლოდ შრომითა და მიზანსწრაფულობით მიაღწევთ. მეტი დაკვირვება გმართებთ მუშაობისას. 

ლომი
კარგი დღე ელით სტუდენტ და კულტურის სფეროში მოღვაწეებს. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი იდეების განსახილველად, სამომავლო გეგმების შესადგენად. 

ქალწული
მოერიდეთ ემოციების გამოვლენას. უმნიშვნელო შეცდომის გამო ნუ გაწყვიტავთ ურთიერთობას დიდი ხნის მეგობრებთან, პარტნიორებთან. 

სასწორი
მეტი ყურადღება გმართებთ, რათა მოშურნეების მიერ ოსტატურად დაგებულ მახეში არ გაებათ. 

მორიელი 
დაასრულეთ ძველი საქმეები, ნუ წამოიწყებთ ახლებს. ნუ მოგერიდებათ, საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მეგობრებსა და მშობლებს მიმართეთ. 

მშვილდოსანი
გახსოვდეთ, რომ გარშემო უამრავი მოშურნე გახვევიათ და თქვენი წარმატება თქვენსავით ყველას არ გაუხარდება. მოერიდეთ კამათას, განსაკუთრებით უფროსთან. 

თხის რქა
კარგი დღეა საქმეებში შეცდომების გამოსასწორებლად, სიკეთის საკეთებლად. გარშემო მყოფების მიმართ დადებითად განეწყვეთ. 

მერწყული
მეგობრების მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. თუ საჩუქრის ყიდვას აპირებთ იმას ნუ შეიძენთ, რაც თავად მოგწონთ, არამედ ის, რაც ადრესატს მოეწონება. 

თევზები
კარგი დღეა შეხვედრებისა და საქმების დასასრულებლად. გამოავლინეთ მეტი ინიციატივა; მოითხოვეთ ხელფასის მომატება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები