0 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

აი როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები,როცა მათ კარი ეკეტებათ

სახლიდან ნაგვის გამოტანის დროს, როცა ორპირი ქარი კარს ჩაკეტავს, გასაღები თან არ გაქვთ და რჩებით გარეთ ნაგვის ყუთით ხელში, მაშინ: 

ვერძი
დიდხანს არ იფიქრებს, გადადებს ნაგვის ყუთს გვერდით, გამოექანება და... მთვარია, ბეჭი იყოს ძლიერი და კარი არ იყოს რკინის...

კურო
საშინლად გაბრაზდება ორპირ ქარზე და საკეტზე, არც კუროების რთულ კარმას დაივიწყებს. შემდეგ ჩამოუვლის მეზობლებს, ყველასთან კარზე დააკაკუნებს და ნაჯახს მოსთხოვს. შეიპყრობს ძლიერი სურვილი მოხვდეს საკუთარ სახლში, რადაც არ უნდა დაუჯდეს. და კიდევ, მთვარია მეზობლები არ შეაშინოს თავისი არამიწიერი გარეგნობა-გაბრაზებით.

ტყუპები
უცებ გაიხსენებს, თუ რომელი მეგობარი ცხოვრობს ყველაზე ახლოს და გაიქცევა მასთან, რათა დაელოდოს ოჯახის წევრების დაბრუნებას...მაგრამ არც ის იქნებოდა ურიგო, რომ მეგობარი შინ დახვედროდა.

კიბო
დაძაბავს თავის ფენომენალურ მეხსიერებას, გაიხსენებს გასაღების კონფიგურაციას და ამოტვიფრავს თაბაშირში, რომლისგანაც გააკეთებს გასაღებს თვითონ და გააღებს კარს.

ლომი
გაეშურება მეზობლებისკენ და გაბუქებულად მოუყვება თავისი გასაჭირის შესახებ. შემდეგ მოითხოვს გაუშვან აივანზე. ბოლოს დაითანხმებს შეშინებულ მეზობლებს. გადაძვრება აივნიდან. მას არ შეაშინებს არც სიმაღლე და არც ის, რომ შეიძლება კიდევ ერთი კარი დახვდეს ჩაკეტილი - თავისი აივნის კარი...

ქალწული
გადადგამს ნაგვის ყუთს გვერდით, ჩამოჯდება, მიიღებს ჩაფიქრებულ პოზას და წავა ღრმა მედიტაციაში. მოქმედებას დაიწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიმუშავებს რამდენიმე ბრწყინვალე გეგმას და შემდეგ მათ შორის აარჩევს ყველაზე რაციონალურს. მაგრამ პანიკაში არასდროს ჩავარდება. 

სასწორი
გაემართება მაშველების საძებნელად. ის დარწმუნებულებია, რომ ერთი თავი კარგია, მაგრამ რამდენიმე (განსაკუთრებით თუ ეს რადენიმე კარგი მეგობარია) - უკეთესია!

მორიელი
დაეყრდნობა მხოლოდ თავის შესაძლებლობებს. ის არ გაიქცევა არც ნაჯახის და არც ბურღის მოსაპოვებლად, არც აივანს მიაშურებს, როგორც დამწყები ალპინისტი. მორიელი გაიხსენებს მის ყველა პარაფსიქოლოგიურ შესაძლებლობას და შეეცდება ტელეპორტაცია გააკეთოს პირდაპირ ბინაში.

მშვილდოსანი
დაივიწყებს ჩაკეტილ ბინას და წავა სასეირნოდ. „რატომ უნდა შევამტვრიო?“ - ჩაილაპარაკებს თავისთვის და მართალიც იქნება, ოჯახის წევრებიც მალე დაბრუნდებიან თავიანთი გასაღებებით. ნაგვის ყუთი კი, თავისუფლად შეიძლება დაუტოვო რომელიმე კეთილ მეზობელს.

თხის რქა
წავა, მეზობელს გამორთმევს თმის სამაგრს, შემდეგ გაიხსენებს ფილმებს, სადაც მთავარი გმირები დიდი ოსტატობით აღებენ სეიფებსა და კარებებს და საქმეს შეუდგება. თხის რქა აქაც არ ივიწყებს მისთვის დამახასიათებ თვისებას, თუმცა კარიც გაუჯიუტდება... თმის სამაგრის ჩხიკინის პროცესი კი შეიძლება გათენემადეც გაგრძელდეს...

მერწყული
წავა ნაცნობ ხელოსანთან და მას არც თუ ისე მარტივ დავალებას მისცემს - კარი უნდა გაიღოს ისე, რომ საკეტი არ გატყდეს. მას ხომ ისეთი სასწაულების ჯერა, რაც ყოველგვარ ლოგიკას და ფიზიკას ეწინააღდეგება.

თევზები
ჩამოჯდება ფეხის საწმენდ ხალიჩაზე, მიიდგამს გვერდით ნაგვის ყუთს და დაიწყებს: „მე აქაური არ ვარ. დამეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ. გასაღები დამავიწყდა, კარი ჩაიკეტა და დავრჩით მე და ურნა სულ მარტო, სულ გარეთ...“ ჯერა, რომ მის ძახილს ვიღაც აუცილებლად გაიგონებს და კარის გაღებაში დაეხმარება. მთავარია, სანამ ვინმეს გააგონებს, მეზობლებმა პოლიცია არ გამოიძახონ...
geoastro.ge (ასტრო იუმორი)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები