0 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

" მე ხომ ასოს უნახავი არ ვარ!" - მარი ბაბეტა

გახსოვთ მარი ბაბეტა ან ის ემოციები, რაც "იქს ფაქტორში" მის გამოსვლას მოყვა? (იხილეთ აქ:https://www.youtube.com/watch?v=d_t_QEwKZVU) თურმე ეს გოგო,რომელსაც სცენაზე სითამამე არ აკლია, საკმაოდ გულახდილი რესპოდენტიც ყოფილა.

- სექსისას რომელია შენი საყვარელი პოზა? 
- ქართველებისთვის 69 ასოცირდება ბაბეტასთან. "გია ჯაჯანიძის შოუს" გასვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პოზა მიყვარს, რაც სიმართლეა. გამუდმებით ვიღებ წერილებს: "ბაბეტ, მეც მევასება 69 და დავკავდეთ რა!" ან "ბაბეტ, მასწავლი 69-ს?". ამ პოზას მე გავაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ საყვარელ ადამიანთან. აგრეთვე, მომწონს პოზიცია, რომელშიც ქალი დომინანტია. სექსისას კაცს უნდა ვაკონტროლებდე და ვმართავდე.

- კაცს დაშორდები იმიტომ, რომ პატარა მამაკაცური ღირსება აქვს ან იმპოტენტია?
- თუ მიყვარს, არა, მე ხომ ასოს უნახავი არ ვარ!

- კაცის გამო ქალი გიცემია?
- არა. ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ჩემთვის მიუღებელია ქალების ცემა-ტყეპა, მით უმეტეს კაცის გულისთვის. ხშირ შემთხვევაში სხვა ქალი დამნაშავე არ არის. უმეტესწილად კაცებს აქვთ მოღალატე ბუნება. აგრეთვე, ხშირად თავად ვართ დამნაშავეები. ეტყობა, სათანადოდ ვერ დავაკმაყოფილეთ კაცი და ამიტომ გაუწია გულმა სხვისკენ. ხოლო თუ ვინმე წყვილის ბედნიერების დარღვევას ცდილობს, ბოროტება ბუმერანგივით დაუბრუნდება. 

- საყვარელ მამაკაცთან ერთად პორნოგრაფიული ვიდეო გადაგიღია?
- კი, ბევრჯერ. თან არა მარტო ვიდეო, სურათებიც. ჩემს ბოიფრენდთან ერთად სექსის დროს ვიდეოებს ვიღებდი და მომდევნო ინტიმური აქტისას ჩვენივე პორნოს ვუყურებდით.

- რომელია შენი ეროგენული ზონები?
- კისერი და ბეჭები. მაწერია კიდეც ტატუდ Kისს. ეს ერთგვარი მინიშნებაა.

- ანალური სექსი შენთვის მისაღებია?
- არა, არაჰიგიენურად მიმაჩნია. 

- ორგიაში მონაწილეობა მიგიღია?
- არა და არც ვაპირებ.

- ლესბოსელი მეგობარი გყოლია ან გყავს?
- კი, ლესბოსელიც და გეიც. ეს არანაირად არ გვიშლის მეგობრობაში ხელს. მათ თავიანთი პირადი ცხოვრება აქვთ, რომელშიც მე არ ვერევი. მთავარია, ადამიანი იყოს ერთგული და უბოროტო, თორემ ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს.

- ძალიან დიდი თანხის სანაცვლოდ იმ მამაკაცთან სექსს დათანხმდები, რომელიც საერთოდ არ გიზიდავს?
- არა. ხშირად მთავაზობენ დიდი თანხის სანაცვლოდ მათთან დაწოლას, მაგრამ მე არ ვიყიდები. ქვეყნად ბევრი რამეა, რასაც ფულით ვერ მოიპოვებ. მაგალითად, სიყვარული და ჰუმანურობა. 

- სექსუალური, თამამი ქალის იმიჯი იმიტომ მოირგე, რომ პოპულარული გამხდარიყავი?
- არა, ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობაა. ბევრი საშუალება არსებობს, რომ სექსუალური ვიზუალი შეიქმნა: ოპერაციები, შესაბამისი სტილი და მაკიაჟი. მაგრამ, პირველ რიგში, ყველაფერი დამოკიდებულია ბუნებაზე. სექსუალურობა მოდის თვალებიდან, მიმიკიდან, ხმიდან. 

- შენი თავი ლამაზ ქალად მიგაჩნია?
- "მჯობნის მჯობნი არ დაილევაო", ამიტომაც არ მივიჩნევ, რომ ყველაზე ლამაზი ვარ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფიზიკური ნაკლი მაქვს. დღესდღეობით ქართულ შოუბიზნესში ბევრი სასიამოვნო გარეგნობის ქალია. მომწონს, როდესაც ტელევიზიით მოვლილ ქალებს ვხედავ. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველები არაფრით ჩამოუვარდებიან სხვა ეროვნების ქალებს.

- შენზე უმცროს კაცთან (ბიჭთან) ინტიმური ურთიერთობა გქონია?
- კი, აქ დასამალი არაფერია. ოცდასამი წლის იყო. მან დამანახვა, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ბევრი ბიჭი უფრო შეგნებულია, ვიდრე მასზე ასაკით უფროსი მამაკაცი.

- როგორ გგონია, კაცები რატომ ინტერესდებიან შენით?
- პირველად სურათებს ათვალიერებენ. ჩემი თავისუფალი ცხოვრების სტილი არასწორ წარმოდგენას უქმნის მათ. როგორც იტყვიან, "ლოგინისთვის ვუნდები", მაგრამ როცა პირადად მხვდებიან, მათთან საუბარს ვიწყებ და სხვადასხვა შეხედულებას ვუზიარებ, წარმოდგენა ეცვლებათ. ისინი რწმუნდებიან, რომ მე არც ლამაზი ბუტაფორია ვარ და არც თოჯინა, ინდი-ვიდუალური გემოვნების, აზრებისა და მიზნების გარეშე. აღნიშნავენ, რომ ჩემი სულიერი სილამაზე ფიზიკურს არაფრით ჩამოუვარდება. ეს მახარებს.

- საკუთარი თავი გარყვნილად მიგაჩნია?
- ცოტათი. 

თათული ღვინიანიძე 
ჟურნალი "რეიტინგი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები