0 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ივანიშვილის იდეას აკრიტიკებს:"ზოგადად დავცინებ ყველა ასეთ ფილმს!"

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ბიძინა ივანიშვილის იდეას გაიაიღოს "ნაციონალური მოძრაობის" მართველობაზე დოკუმებნტური ფილმი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ზოგადად დასცინის ასეთ ფილმებს". 

 პრემიერის მეუღლესთან დაახლოვებული კობახიძე წერს, რომ „მისი თმენის ვალდებულებასაც ემართება რაღაც“. 

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე აღნიშნავს, რომ დასცინოდა „აგვისტოს ხუთ დღეს“.

 "ზოგადად დავცინებ ყველა ასეთ ფილმს! პლიუს მტერმა უყურა ნაცებზე ფილმს, დოკუმენტურ მასალას, სიუჟეტს... მომბეზრდა 9 წლის ხსენებაც და პლიუს ზემოდან მსახიობების რჩევების დისკუსიაც!... ბოდიში მაგრამ ჩემს თმენის ვალდებულებასაც ემართება რაღაც",- დაწერა მან, თუმცა გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ეს სტატუსი „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან წაშალა. 

 ნინო კობახიძე საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნინუკა თამაზაშვილის ახლო მეგობარია. ის ყველა მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს ახლავს პრემიერ ღარიბაშვილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები