0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიციას პატიმარი სასამართლო დარბაზიდან მას შემდეგ გაეპარა,რაც პატიმრობა შეუფარდეს

21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებს სასამართლო დარბაზიდან გაეპარათ. შემთხვევა გუშინ, 2 თებერვალს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოხდა. მას შემდეგ პოლიცია გაქცეულ პატიმარს ეძებს, რის გამოც კახეთის რეგიონში რეიდებია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სასამართლო დარბაზიდან გაქცეული დიმა ხაჩიაშვილი საპატრულო პოლიციამ გუშინ, გვიან საღამოს, საგარეჯოს რაიონში, კახეთიდან თბილისისკენ მიმავალ ტაქსში აღმოაჩინა, მაგრამ ბრალდებულმა გაქცევა მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 წლის დიმა ხაჩიაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაზუსტებული ინფორმაციით, ვიდრე მოსამართლე პოლიციას განჩინებას გადასცემდა, პოლიციის თანამშრომლებმა პატიმარი სასამართლო დარბაზში, რკინის გისოსში ჩაკეტეს, გასაღები კი იქვე მაგიდაზე დადეს და დარბაზიდან გარეთ გავიდნენ. პატიმარმა გასაღების აღება, გისოსის კარის გახსნა და ფანჯრის გავლით გაპარვა მოახერხა. სასამართლო დარბაზში დაბრუნებულ პოლიციის თანამშრომლებს პატიმარი დარბაზში აღარ დახვდათ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები