0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ. მშვიდად გაატარეთ ეს დღე. ეცადეთ, არავის დაუპირისპირდეთ და არც დინების საწინააღმდეგოდ გაცუროთ. 

კურო 
ზოგიერთს კარიერული წინსვა ელის, ზოგს - ხელფასის მომატება. ეცადეთ, საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები.

ტყუპი
არავის ენდოთ, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. ნუ შეეჭიდებით რთულ და დიდხნიან პროექტებს. მშვიდად დაელოდეთ მოველენების განვითარებას. 

კირჩხიბი
ნუ შეგაშინებთ მცირე შეფერხებები. უმჯობესია, უკან დაბრუნდეთ და დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. ნუ დაგავიწყდებათ მოგების პარტნიორებისთვის განაწილება. 

ლომი 
ორშაბათი წარმატებას მოუტანს მათ, ვინც გამოცდის ჩასაბარებლად, ახალი საქმიანობის დასაწყებად ემზადება. კარგი დღე ელით პოლიტიკოსებსა და სპორტსმენებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. 

ქალწული 
შეეგუეთ იმ აზრს, რომ დილიდან უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. მოერიდეთ კამათს, დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

სასწორი
დღეს სწრაფად და ყურადღებით უნდა იმოქმედოთ. კარგი დღეა ვაჭრობისა და მშენებლობისთვის. აგრეთვე, უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, მაგრამ მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს. 

მორიელი
ენერგიული და აქტიური ხართ. არ გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება, ახალი საქმეების დაწყება. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას, მათთვის სამაგიეროს გადახდას. 

მშვილდოსანი 
შეცდომების თავიდან ასაცილებლად გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. ნურავის ენდობით. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. 

თხის რქა
თუ თავად უხასიათოდ იქნებით, გარშემო ვერავის გაახალისებთ. საკუთარი ბედნიერების, წარმატების მოსაპოვებლად მცირე, მაგრამ მყარი ნაბიჯებით უნდა წაიწიოთ წინ. 

მერწყული
განაახლეთ ურთიერთობა მივიწყებულ მეგობრებთან. მიზნების მისაღწევად ბევრი შრომა მოგიწევთ და ეცადეთ, სხვათა დაუხმარებლად მიაღწიოთ წარმატებას. 

თევზები
ნუ დაისახავთ რთულ მიზნებს. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს. საღამო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები