0 8 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,პატრულები ხშირად გოიმდებიან, ეტყვი რომ ცინარიძის ან სხვას ურეკავ,ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრჯელ მქონდა"

"პატრულებს ხშირად ვაგოიმებ, ვაგინე და გამიშვეს რა,"-  ეს განცხადება ეკა ყუშიტაშვილმა "კურიერთან" საუბრისას სკანდალური ვიდეოების გავრცელების შემდეგ გააკეთა.

ყუშიტაშვილი აცხადებს, რომ ის არ იცნობს საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებს და ტყუილს ამბობდა ამ ვიდეოშიც და სხვა დროსაც. 

"აი, მართლა მომეშალა ნერვები და მომაწვა. პატრული მაიძულებს, რომ აგინო და მე გამოვედი ცუდი. დასაცინი გამოვედი ამ ვიდეოთი. ყველა, ვინც უსამსახუროდ დარჩა, პატრულში მუშაობს. ხშირად ვაგოიმებ ხოლმე, რომ ვეუბნები, ცინარიძეს ვურეკავ-მეთქი, იჯერებენ. ამ დროს ძმაკაცს ვურეკავ ხოლმე," - განაცხადა ეკა ყუშიტაშვილმა.  

კითხვაზე, თუ ის არ იცნობდა ყუშიტაშვილს, მაშინ როგორ გაიგეს მისი სატელეფონო ზარის შესახებ სადისპეტჩეროში, მას პასუხი არ აქვს და იცინის. 

"არ ვიცი, როგორ და რანაირად გაიგეს. უბრალოდ, გავრცელდა. ეტყობა, გულმა უგრძნოთ. ფაქტია, გამომიშვეს. პროსტა, ძაან ვაგინე და, ეტყობა, იფიქრეს გიჟიაო," -  განაცხადა ყუშიტაშვილმა. 

ვიდეო იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=pQZFB2v8e54

მსგავსი სიახლეები