0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ფლეიბოის" ვარსკვლავის თამო ვაშალომიძის ტრაგიკული ისტორია "პროფილში"

რუსული „ფლეიბოის“ ქართველმა მოდელმა თამუნა ვარშალომიძემ თოქ-შოუ "პროფილში" სკანდალური განცხადება გააკეთა,მან საზოგადოებას ოჯახთან დაპირისპირების შესახებ უამბო.  როგორც თამუნა ვარშალომიძემ მაია ასათიანთან საუბრისას განმარტა, დედა მოზარდობის პერიოდში საშინლად ექცეოდა და მუდმივ სტრესში ამყოფებდა. თავის მხრივ აღსანიშნავა ისიც,რომ თამუნას დედა მის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს,ხოლო მამინაცვალმა კაკო ვარშალომიძემ კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვა.( ვიდეო იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=rqZTZes-6Mc)

"მე რომ დავიბადე ბებიასთან დამტოვა დედამ, ბებიას უთხრა მაღაზიაში ჩავდივარ და ამოვალო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ამოსვლა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მე მახსოვს, რომ დედა გავიცანი როცა ვიყავი 3-4 წლის, ის მეუბნებოდა, რომ არ უშვებდნენ ჩემს სანახავად. ცხრა წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ მამა არ იყო კაკო. დღემდე ვერ გავერკვიე, ვინ არის ჩემი ნამდვილი მამა, დაბადების მოწმობაში სხვა წერია, როგორც მითხრეს სინამდვილეში სხვა არის, უკვე აღარც მაინტერესებს.
ერთხელ ვცადე თავის მოკვლა, ცამეტი წლის ვიყავი, ვერაფერი გამოსავალი ვერ ვნახე. დედა ხელში იღებდა ბრიტვას და მემუქრებოდა, რომ თავს დაიჭრიდა, მეჩხუბებოდა, რადგან ვიყავი მახინჯი. ერთხელ მახსოვს, სკოლაში წასასვლელად ტონალურის წასმა დამჭირდა, ისე გამისწორდა ფიზიკურად. თავის მოკვლის მცდელობის შემდეგ დავიწყე ეკლესიაში სიარული. 
ერთ დღეს ჩემმა მასწავლებელმა დამირეკა და მთხოვა, რომ მამაოსთან მეგალობა, მაგრამ დედამ არ გამიშვა, რის გამოც მეჩხუბა.
ცოტახანში სახლში გაისმა ზარი, შემოვიდნენ ექიმები, რომელთაც გამიკეთეს დიაზეპამი, შემდეგ ცხრა საათზე იმავე საღამოს მოვიდა პატრული ექიმებთან ერთად და გადამიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხუთი დღით, ამ დროს ვიყავი 15 წლის. ექიმი დამემუქრა, რომ თუ არ მოვაწერდი ხელს დოკუმენტს, რომელშიც ეწერა, რომ ჩემი ნებით ვრჩებოდი, ერთი თვით დამტოვებდნენ იქ". - განაცხადა თამუნა ვარშალომიძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები