0 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ასე ანებივრებს ახალგათხოვილ ქართველ მოდელს მდიდარი ქმარი

ულამაზესი ქართველი მოდელი თათა ქენქაძე ლაშა კახნიაურზე დაქორწინდა. წყვილმა ნიშნობის დღეები მალდივიზე გაატარა. თათა ჯურნალ "გზასთან" ინტერვიუში მის სასიყვარულო ისტორიას ყვება. 

 

თათა:
- ერთმანეთი 6 წლის წინ გავიცანით. ჩემი გამზრდელი ბებიის მეზობელი და შესაბამისად, ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარი ლაშას კლასელი იყო და სწორედ მის ერთ-ერთ დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს. დღემდე არ ვაღიარებდი, მაგრამ თქვენ გამოგიტყდებით, რომ პირველად მე მივწერე (იცინის). ლაშა ჯერ ინგლისში, მერე - ამერიკაში სწავლობდა - ეს ყველაფერი მეგობრისგან ვიცოდი. ამ ადამიანით დავინტერესდი და მივწერე. თუმცა, შეხვედრაზე არ ვთანხმდებოდი, ვაწვალებდი. თან, თვითონ ვუგეგმავდი: დღეს არა, ხვალ გნახავ-მეთქი, მერე გადაუდებელ საქმეებს ვიმიზეზებდი და არ მივდიოდი (იცინიან). ერთი წლის შემდეგ კი შევხვდი.

 

მალდივის ასეთი კაბა მოუხდა, მაგრამ ეს ქორწილი არ იყო, იქაური ჯვრისწერა გახლდათ. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რათა ქორწილში ფოტოკოლაჟი ვუჩვენოთ სტუმრებს. ულამაზესი ადგილებია. 9 დღე გავატარეთ ამ კუნძულზე და დღემდე მომყვება შთაბეჭდილება. ეს ლაშას დედის საჩუქარი, ნიშნობის აღსანიშნავი მოგზაურობა იყო. 

 

- ალბათ, ჭორაობენ, რომ თათამ არჩევანი შენზე სწორედ იმიტომ შეაჩერა, რომ მატერიალურად ძლიერი ხარ...

თათა:
- ამას გაბოროტებული ბიჭები ამბობენ და ის ადამიანები, ვინც არ მიცნობს. ვინც მიცნობს და ჩვენი სიყვარულის ამბავიც იცის, ამის თქმას არ იკადრებს. გაჭირვებული ოჯახიდან არც მე ვარ. დედისერთა გახლავართ და მშობლები ყოველთვის მათამამებდნენ, ყველა სურვილს მისრულებდნენ. 

- თუ საიდუმლო არ არის, რა დაჯდა ეს 9-დღიანი სიამოვნება?
- 30 ათასი ევრო.

 

- სიურპრიზების გაკეთება რომელს უფრო გიყვართ?
- თათას არ უყვარს სიურპრიზები. ყოველთვის უნდა იცოდეს, რას ყიდულობ მისთვის.

 

ლაშა:
- ამას წინათ, დაბადების დღეზე "არმანის" მაღაზიაში შევედი. ახალი კოლექცია ჰქონდათ. ორი ჩემოდანი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ვუყიდე. მანქანის საბარგული გავავსე და მივუტანე. დღემდე ყუთებში აწყვია, არ იცვამს. არადა, მაგარი კოლექცია ჰქონდათ. ფასდაკლებით ფეხსაცმელში 800 ლარი მივეცი, მაგრამ არ მოსწონს. მას მერე ვცდილობ, სიურპრიზი აღარ გავუკეთო. 

 

თათა:
- 2 თებერვალს დაბადების დღე მაქვს და უკვე წინასწარ ვიცი, მანქანა უნდა მიყიდოს.

ლაშა:
- დიდი ჯიპები მოსწონს. ვნახოთ, მანამდე როგორ მოიქცევა, როგორ მოუვლის ქმარს. იცი, რით ვკაიფობ? იმით, რომ თათა ბედნიერია. ვიდრე ცოლად მოვიყვანდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა მეყიდა საკუთარი თავისთვის, ახლა იმაზე ვფიქრობ, ცოლს როგორ ვასიამოვნო და ჩემი აზრით, სწორედ ეს არის სიყვარული. 

gzapress.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები