0 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ცვლილებები გელით, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. აკონტროლეთ სიტყვაც და საქციელიც. 

კურო
გაიხსენეთ ვის აწყენინეთ, ვის გაუფუჭეთ საქმეები და მიხვდებით ვინ გმტრობთ. გაფრთხილდით, არავის გაუმხილოთ საიდუმლოებები და საკუთარი გეგმები. 

ტყუპი
კარგი დღეა თქვენ გარშემო არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად. სიამოვნებას მოგანიჭებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. 

კირჩხიბი
კარგი დღეა ვაჭრობისთვის, ახალი პროექტების განსახილველად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

ლომი
თუ საქმე თქვენს ჯანმრთელობას ეხება, მოერიდეთ ექსპერიმენტებს; აგრეთვე - კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან. სხვა დღისთვის გადადეთ მივლინება და მგზავრობა. 

ქალწული
დაძლიეთ შიში და მეტად აქტიურად იმოქმედეთ. წარმატება ნებისმიერ საქმეში გელით და ვერც ვერავინ შეგიშლით ხელს. 

სასწორი
ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფების უხეშობას; ნუ წამოეგებით პროვოკაციას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და ეცადეთ, არ მოექცეთ არავის გავლენის ქვეშ. 

მორიელი 
თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება ფინანსური საკითხები. კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან. 

მშვილდოსანი
საქმეებთან, პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება გაგიჭირდებათ. ამიტომ, ერთგულ მეგობრებთან და გამოცდილ კოლეგებთან ერთად უნდა იმოქმედოთ. 

თხის რქა
განსაკუთრებული წარმატება ელით სახელმწიფო სამსახურში მყოფ, პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ სფეროში მომუშავე თხის რქებს. კარგი დღეა კონკურენტებთან საბრძოლველად. 

მერწყული
შეიძლება საყვარელმა ადამიანმა თავისი ქცევით ან სიტყვით გული გატკინოთ, მაგრამ ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. 

თევზები
ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები