0 8 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

31დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეტი ყურადღება გმართებთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. 

კურო
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ახლობლებთან და მეგობრებთან კონტაქტი კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. დღეს სიურპრიზები გელით. 

ტყუპი
მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებსა და გარშემო მყოფების მოტყუებას. ეცადეთ, არ გაცივდეთ და გარშემო მყოფები თქვენმა ნათქვამმა არ გაანაწყენოს. 

კირჩხიბი
საოჯახო და სამსახურის საქმეების მიუხედავად არ დაგავიწყდეთ დასვენებაც. საღამოს სიურპრიზი და მოულოდნელი სტუმრიანობა გელით. 

ლომი
არ გადატვირთოთ კუჭი. მეტად ყურადღებიანი უნდა იყოთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ. კარგი დღეა საყიდლებისთვის, მაგრამ ძვირფასეულობას ნუ შეიძენთ. 

ქალწული
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეგობრების მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. ოჯახის წევრები საჩუქრებითა და მზრუნველობით გაგანებივრებენ. 

სასწორი
საქმეების მიუხედავად დაისვენეთ ხოლმე. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. სიყვარული და მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. 

მორიელი 
სამსახურის საქმეები გვერდზე გადადეთ და მთელი დღე საოჯახო საქმიანობას  მოანდომეთ. საყვარელი ადამიანები საჩუქრებითა და მზრუნველობით გაანებივრეთ. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ პროვოკაციებსა და ავანტიურულ ქმედებებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. შემოირიგეთ განაწყენებული მეგობრები. 

თხის რქა
სასიამოვნო სიახლეების, შეხვედრებისა და სიურპრიზების დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანისა და შვილების გვერდით. 

მერწყული
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, თუმცა, ნურც საკუთარ თავზე მზრუნველობასა და დასვენებას დაივიწყებთ. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

თევზები
შეიძლება დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს შეხვდეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს ოჯახში. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს და ფული მოზომილად ხარჯეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები