0 8 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სამსახურში შესაძლებელია ახალი საქმე დაგავალონ და მოგთხოვონ უარი თქვათ შვებულებაზე. შვებულება არსად გაგექცევათ, ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილხართ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ უარი არ თქვათ ხელსაყრელ წინადადებაზე

კურო 
დღეს თავს სუსტად იგრძნობთ, თუ რამის გაკეთებას გადაწყვიტავთ დაიხმარეთ ახლობლები. თქვენი სისუსტე დიდხანს არ გაგრძელდებ 

ტყუპი
დღეს მოგეცემათ იმის საშუალება, რომ გამოავლინოთ საკუთარი პოტენციალი, ყველაფერი იმდენად კარგად წავა რომ გაგიჭირდებათ დაჯერება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, წვრილმანებზე არ დახარჯოთ ენერგია. დღის ბოლოს ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. 

კირჩხიბი
თუ თქვენი გეგმების განხორციელება აქამდე ვერ შეძელით მიზეზი მხოლოდ თქვენშია. შეიცვალეთ იმიჯი, მუშაობის სტილი, ცხოვრების წესი. იყავით უფრო მხიარული ადამიანი და გვერდიდან არავინ მოგიცილებთ. 

ლომი 
დღეს დიდი ალბათობაა იმისა, რომ საკუთარ ილუზიებში გაეხვიოთ. სწორედ დღეს შეიძლება მოგიწიოთ პირადული ცხოვრების მოგვარება. ცდა იმისა რომ რამე ახალი წამოიწყოთ არასახარბიელოდ დამთავრდება, ეცადეთ არაფერი დაგეგმოთ დღეს. წარმატებით გაარკვევთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

ქალწული 
ეცადეთ, გარშემომყოფები არ გააღიზიანოთ. მოსალოდნელია ხასიათის ცვალებადობა. მოზღვავებული ენერგია სასარგებლო საქმეს მოახმარეთ. ეცადეთ კარგი განწყობა შეიქმნათ.

სასწორი
განვლილ დღეებზე გული არ დაგწყდეთ. მთავარი ხიფათი უკვე მოიშორეთ. ახალ სიყვარულს ფრთხილად მოეპყარით. ეს არ არის ის, რაზეც ოცნებობდით. ცხოვრება ისევ გრძელდება. ოპტიმისტურად შეხვდით მომავალს. დღეს გელით არაჩვეულებრივი შეხვედრა. 

მორიელი 
პირადი ცხოვრებისა და სამსახურებრივი პრობლემების ერთმანეთისაგან გამიჯვნა ძალიან გაგიჭირდებათ. ეს დღე წარმატებული აღმოჩნდება პოლიტიკაში დასაქმებული ადამიანებისათვის. სასიყვარულო ურთიერთობები ამ შემთხვევაში მეორე პლანზე უნდა გადასწიოთ.. 

მშვილდოსანი 
დღეს გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგაწუხებთ. თუ დიეტის დაცვა გჭირდებათ ნუ გადადებთ. შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, შეიარეთ სილამაზის სალონში და შეიცვალეთ ვარცხნილობა. 

თხის რქა
დღეს დაგპირდებიან ოქროს მთებს. ახალ საქმეებს, ახალ პერსპექტივებს, ახალ ბინებს და ბევრ ფულს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდ თანხაზე იქნება საუბარი მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. 

მერწყული
ეს დღე ხანგრძლივი პროექტების განხორციელებას დაუთმეთ. საქმიან ცხოვრებაში აქტიურობა გამოიჩინეთ. ერიდეთ ახალ სასიყვარულო თავგადასავლებს.

თევზები
მართალია დღეს თქვენში ენერგიული განწყობა და შრომისუნარიანობა ძალზე მაღალია, მაგრამ შესაძლოა ამგვარმა გადამეტებულმა აქტიურობამ, პროფესიულ ასპარეზზე, საკმაოდ არასახარბიელო შედეგებიც მოგიტანოთ. საკუთარი უპირატესობის ბრმა რწმენა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის, რეალური არსის დანახვაში შეგიშლით ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული შეცდომის დაშვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. შეეცადეთ ემოციები დაიოკოთ და საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები