1 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პროექტის შუალედური შედეგების პრეზენტაცია (“LRED-Net”)

2014 წლის 25 დეკემბერს 14:00 საათზე კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის შეხვედრების დარბაზში გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ადგილობრივი/რეგიონული ეკონომიკური განვითარების ქსელები,  როგორც  კონკურენტუნარიანობის ზრდის გადამწყვეტი ფაქტორი  შავი ზღვის აუზის რეგიონში" აქტივობების პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 

პროექტის ძირითადი მიზანი, ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და უცხოეთის ბაზრების ათვისების ხელშეწყობაა. 

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში 2014 წლის აგვისტოსა და ოქტომბერის თვეებში სამტრედიის, დმანისის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევების (ე.წ. PACA მეთოდოლოგიით) შედეგები. რომელთა მიხედვით თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ იქნა ის კონკურენტუნარიანი საწარმოები, რომლებიც ზრდის მაღალი პოტენციით გამოირჩეოდნენ:

მარტივილში - მცირე საწარმო, ღვინის მარანი - „ღვინო მარტვილი“

სამტრედიაში - თხილის წარმოება

დმანისში - ყველის წარმოება.

პროექტის შემდგომი აქტივობა ითვალისწინებს სამი რეგიონის მიხედვით ანალიტიკური სახელმძღვანელოს ინგლისური ვერსიის გამოცემას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები