1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა,შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მკვლელობა მოხდა. 1956 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, თ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი მეუღლე, 1978 წელს ე.მ. დაბადებული ცივი იარაღით დაჭრა. ქალი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მეუღლის დაჭრის შემდეგ თ.ა.-მ თვითმკვლელობა სცადა. ამჟამად ის დაკავებულია, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თელავის საავადმყოფოში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები