1 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

TBC ბანკი PayPal-თან თანამშრომლობას იწყებს

თბილისი, 2014 წლის 11 დეკემბერი - TBC ბანკი შემდეგი თაობის ინოვატორულ ფინანსურ ინსტიტუციას ახორციელებს გლობალურ საგადასახადო მიმწოდებელთან, PayPal-თან პარტნიორობით. თანამშრომლობა გუსლისხმობს TBC ბანკის მომხმარებლებისთვის PayPalანგარიშის სწრაფად და მარტივად შექმნას. 

PayPal-ის მეშვეობით ამიერიდან TBC ბანკის ყველა მომხმარებელს საკუთარი ონლაინ ბანკის გვერდიდანვე უმარტივესად შეეძლება PayPal-ის ანგარიშის გახსნა. შესაბამისად, მასზე  ექნება სრული წვდომა. აღნიშნული მომსახურება ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან სერვისის მარტივად გამოყენების შესაძლებლობის საშუალებას იძლევა. 

ურთიერთთანამშრომლობის აღნიშნული გზა კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორი კომპანიის შესაძლებლობებს. ამჟამად PayPal-ის ონლაინ მომხმარებელთა რაოდენობა 203 სხვადასხვა სახის ბაზარზე 157 მილიონს აღემატება. TBC ბანკთან დაწყებული თანამშრომლობის საფუძველზე კი ეს რიცხვით მილიონით გაიზრდება. 

PayPal-ისა და TBC ბანკის ურთიერთშეთანხმების შედეგად, მომხმარებლისთვის PayPal ანგარიშის გახსნა კიდევ უფრო მეტად გამარტივდება. გამარტივებული პროცედურა კი შემდეგში მდგომარეობს. TBC ბანკის ონლაინ მომხმარებლისთვის წინასწარ შევსებული პირადი ინფორაცია PayPal-ზე ერთ წუთში დარეგისტრირების საშუალებას იძლევა. 

" PayPal-ი ონლაინ და მობილური საშუალებების გამოყენებით გადახდის კიდევ უფრო მეტად ამარტივებს და დაცულს ხდის ფულის გადახდის ან მისი გაგზავნის პროცედურას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ მოხარულები ვართ, რათა საშუალება გვაქვს უკეთესი სერვისის განსავითარებლად ჩვენი გამოციდლება გავუზიაროთ TBC ბანკის წარმომადგენლებს",- აცხადებს PayPal-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განა იევტუშენკო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები