1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველად საქართველოში კანის დაავადებების დიაგნოსტიკა უახლესი ინოვაციური აპარატით

საქართველოში გაიხსნა დერმატოლოგიური კლინიკა „კანი“ რომელიც გვთავაზობს კანის დაავადებების დიაგნოსტიკა უახლესი ინოვაციური აპარატით.

რამდენად უსაფრთხოა, ვის შეუძლია დიაგნოსტიკის ჩატარება, კონკრეტულად რისი დადგენა შეიძლება აპარატით, ამ და სხვა კითხვებზე დეტალური ინფორმაციისთვის მივმართეთ კლინიკა “კანი”-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან  ურთერთობის მენეჯერს – სანდრო ბოჭორიშვილს.

როდის გაიხსნა კლინიკა “კანი” და სად მდებარეობს?

კლინიკა კანი გაიხსნა 2014 წლის 25 სექტემბერს , მდებარეობს ჭავჭავაძის 7 ნომერში.

რატომ გადაწყვიტეთ ამ აპარატის ჩამოტანა ? 

მოსახლეობას ყოველთვის აინტერესებდა გამონაყრის სახეობა და ხალის არსებობა  არის თუ არა გარკვეული პრობლემა, აქვს თუ არა განვითარების რისკები, კანზე რა ზემოქმედებას ახდენს სოლარიუმის სხივები, მზის სხივები და სხვა ბევრისთვის უცნობი ფაქტორები რომელიც რეალურ ზიანს აყენებს კანის ზედაპირს. ამის გარკვევაში გვეხმარება აპარატი, რომელიც გერმანიაში შეიქმნა. ეს არის ინოვაცია მთელი მსოფლიოსთვის კანის სრულყოფილ გამოკვლევაში. აპარატი უღებს მთელ სხეულს ფოტოს და ამუშავებს სპეციალურ პროგრამაში, რაც დიდი სიახლეა ამ დარგში და კონკურენტი არ ჰყავს. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს პროცესი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, ქართველი მოსახლეობისთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

რატომ არის ეს აპარატი ინოვაციური და რას შეისწავლის ის ? რისი დიაგნოსტირებაა შესაძლებელი ?

“FotoFinder bodystudio” აპარატი ინოვაცურია მთელ მსოფლიოში, რომელსაც იყენებს ევროპის წამყვანი კლინიკები. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აპარატი მთელს ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენ გვაქვს. აპარატი მთლიანად უღებს სხეულს ფოტოს და აფიქსირებს თავის პროგრამაში, აღიქვამს ყველა სახის გამონაყარს და ხალს, რომელიც ჩვეულებრივად თვალით არ არის შესამჩნევი თუმცა ეს შეიძლება დიდ პრობლემად გარდაიქმნას რისი შემჩნევაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. აპარატი და მისი პროგრმა საშუალებას გვაძლევს დინამიკაში ვაკონტროლოთ კანზე მიმდინარე ყველა ცვლილება, რასაც ფიზიკურად ერთი ექიმი ვერ გააკონტროლებს. აპარატის აღჭურვილია მაღალი ხარისხის დერმატოსკოპით, რომელიც ადიდებს პროფესიონალურ დონეზე რაც უბრალო აპრატებისგან განსხვავებით გვეხმარება მაქსიმალურად სწორი დიაგნოზის დასმაში. ონლაინ კონსილიუმების დროს, როცა ჩვენ პარტნიორ კლინიკებს ვუგზავნით ფოტოს, ისინიც განიხილავენ პაციენტების კანის მდგომარეობას. ამ ფოტოს საშუალებით ექიმს უფრო კარგად შეუძლია დიაგნოზის დასმა, ვიდრე პაციენტთან პირადად ყოფნისას. დიაგნოსტირება სრულიად ავტომატურია, რა დროსაც ექიმი არ ერევა.

სხვა კლინიკებში არსებობს ჩვეულებრივი ფოტოაპარატით და მობილური ხელსაწყოთი კანზე დიაგნოსტირება, რომელიც ადაპტირებული მეთოდია საქართველოში, თუმცა ეს არის დაბალი ხარისხის და დიდი გადიდების შემდეგ გარჩევადობას კარგავს, რა დროსაც დიაგნოზის დასმა რა თქმა უნდა ბევრად რთულდება.

შეუძლია თუ არა ნებისმიერ მსურველს  ჩაიტაროს დიაგნოსტიკა ამ აპარატის საშუალებით ? როგორ ხდება მათი მიღება ? 

ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს და ჩაეწეროს ვიზიტისთვის, მხოლოდ ერთი ზარით.

დიაგნოსტიკის ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ მეთოდებით მკურნალობა მიმდინარეობს ევროპის ქვეყნებში, სადაც ეს მომსახურება საკმაოდ ძვირია. ჩვენ გავაანალიზეთ ქართული მოსახლეობის შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოსახურება უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან ეს მომსახურება მთელ მსოფლიოში ყველაზე იაფია, მიუხედავად იმისა რომ არანაირი განსხვავება არ არსებობს ჩვენ და ევროპულ კლინიკებს შორის. ასევე, კლინიკა გეგმავს თვეში ერთხელ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების უფასო გამოკვლევას, რომელიც ჩვენი მხრიდან თანადგომა იქნება მოსახლეობის ყველა ფენისთვის.

არის თუ არა აპარატით სარგებლობა უსაფრთხო ? 

კანის გამოკვლევა სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რადგან ის არ იყენებს ლაზერულ სხივებს და მხოლოდ ფოტოს გადაღებით შემოიფარგლება, ამის შემდეგ იწყებს ამ მაღალი ხარისხის ფოტოს პროგრამულად დამუშავებას.

აქვს ტუ არა გარკვეული შეზღუდვები ინოვაციურ აპარატს ? 

დიაგნოსტირებისთვის ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორია სიმაღლე,  პაციენტი არ უნდა იყოს 1.30ზე (მეტრი და ოცდაათი) სმ-ზე დაბალი, ამ შემთხვევაში აპარატს არ შეუძლია მთლიანი დიაგნოსტიკის ჩატარება, თუმცა ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია კონკრეტული ადგილები გადავიღოთ და ამის შემდეგ ავაწყოთ სრული ფოტო და დაამუშაოს პროგრამამ.

სხვა რომელ დაავადებებზე სთავაზობს გამოკვლევებს თქვენი კლინიკა ?

კლინიკაში შესაძლებელია ყველა კანის დააავადების მკურნალობა, კლინიკას ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობა აქვს პეტერბურგის კათედრის პროფესორებთან, ასევე ახლო ურთიერთობა გვაქვს ფრანგულ კლინიკასთან, რომლებიც ჩართული არიან დიაგნოზის დასმის და მკურნალობის პროცესში. პაციენტები ხშირად საზღვარგარეთ მიდიან მსგავსი გამოკვლევისთვის, დღეს კი იგივე მომსახურებით შეუძლიათ საქართველოში ისარგებლონ ყველაზე დაბალი ფასით. ასევე, ყოველდღიურად მიმდინარეობს ექიმების კონსილიუმი, სადაც განიხილავენ ყველა პაციენტის მდგომარეობას და ერთობლივად იგეგმება მკურნალობის პროცესი. ასევე ეს პროცესი ონლაინ მიმდინარეობს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რაც პაციენტისთვის არ წარმოადგენს დამატებით ხარჯებს.

video

კომენტარები

მსგავსი სიახლეები