1 0 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ლეპსის კონცერტზე წასვლა არაა პრობლემა!

რუსთავი 2"-ის მარკეტინგის მენეჯერი  გეგა ფალავანდიშვილი გრეგორი ლეპსის კონცერტზე შექმნილ აჟიოტაჟს ფეისბუქის გვერდიდან გამოეხმაურა, itv.ge "სტატუსს" უცვლელად გთავაზობთ.

"ლეპსის კონცერტზე წასვლა არაა პრობლემა!

პრობლემაა მიზეზები, რატომაც მიდიან!

1. პრობლემაა, რომ ბოლო 25 წელია არცერთ მთავრობას არ აინტერესებს რამე საერთაშორისო ღირებულების ხელოვნების ნიმუშის შექმნის ან შექმნილის წახალისება, მხარდაჭერა, დაფინანსება, საზღვარგარეთ გაშვება, სწავლება.

2. პრობლემაა თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მაგივრად ცოცხალ მკვდარი ბებიაჩემისდროინდელი გადავიწყებული მომღერლების იაფად ჩამოყვანა და ადგილობრივი უხარისხო და დროს და სივრცეს მოწყვეტილი ესტრადის პოპულარიზაცია.

3. პრობლემაა გაუნათლებლობა. ბავშვებს კი არ უნდა მოუყვე იქ (ნორმალურ ქვეყნებში) როგორაა, არამედ უნდა გაუშვა რაც შეიძლება მეტი და ასწავლო იქ, სადაც უკეთესია. თვითონ მიხვდებიან ყველაფერს.

4. პრობლემა არა ის, რომ არ აინტერესებს ხალხს რა ხდება ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში, არამედ - რატომ არ აინტერესებს. იმიტომ, რომ მინიმუმ 80%-ს არ აქვს თურქეთის იქით წასვლის საშუალება, რადგან ბოლო 25 წელია ეკონომიკის მაგივრად გვაქვს ვინმე “განსაკუთრებულად ნიჭიერის” მიერ მოპარული ფულის უკანალის მლოკავებით დაკომპლექტებულ ვიწრო წრეში გადანაწილების მექანიზმი.

5. პრობლემაა, რომ განსხვავებული აზრის მქონეების მტრებად და გონებასუსტებად შერაცხვა გვირჩევნია, სხვანაირად აზროვნების მიზეზში გარკვევას.

6. და დიდი პრობლემაა საბავშვო სიმღერებიდან დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული, ხელის და ტვინის განძრევის მაგივრად “ოცნების” “იმედად” ყოფნა.

P.S. სულ ეს არაა, პრობლემებს რა გამოლევს! :D " -წერს ფალავანდიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები