1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ონლაინ განვადება „მეგატექნიკასგან“!

21–ე საუკუნეში მსოფლიო მაქსიმალურად გამარტივებული პროცესებისკენ მიისწრაფვის, შესაბამისად საქართველოშიც სხვადასხვა კომპანიები ცდილობენ მხარი აუბან დროს და მეტი კომფორტი შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს ამა თუ იმ სერვისში.  

ქვეყანაში ონლაინ შოპინგი დიდი ხანია პოპულარულია, მაგრამ თითქმის არ არსებობს ქართული ვებგვერდები, სადაც მუდმივად განახლებული პროდუქცია, ფასები და მითუფრო ონლაინ–განვადების სერვისი შეგხვდებათ.

კომპანია „მეგატექნიკა“ იმ კომპანიების სათავეში დგას, სადაც ტექნიკაზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებია. თუმცა ამის გარდა „მეგატექნიკა“–ს ვებგვერდი ერთადერთია საქართველოში, სადაც ნებისმიერი პროდუქციის ზუსტ ფასს სახლიდან გაუსვლელად გაიგებთ. ინფორმაცია ყოველდღიურად განახლებადია და მომხმარებელს საშუალება აქვს, ცდომილების გარეშე ნახოს ფასი და რაც მთავარია, ადგილზე, სახლიდან გაუსვლელად გააკეთოს პროდუქციის განვადება.

სიახლე, რომელსაც ონლაინ–განვადების სახით კომპანია „მეგატექნიკა“ გთავაზობთ დაგიზოგავთ დროს, ენერგიას და შეგიქმნით მაქსიმალურ კომფორტს ფინანსური კუთხით.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევუქმნათ კომფორტი მათ, ვისაც არ აქვთ  საკმარისი დრო სამსახურიდან გამომდინარე, რომ იარონ მაღაზიაში და არჩიონ სასურველი ნივთი, ასევე იმ დიასახლისებს, რომლებსაც შვილები ჰყავთ და ხშირად მარტო ვერ ტოვებენ, ან კიდევ მათ ვინც უბრალოდ ონლაინ–შოპინგს ანიჭებს უპირატესობას.“ – კომპანია „მეგატექნიკა“–ს წარმომადგენელი.

 „მეგატექნიკა“–ს მთავარ მესიჯად მაინც რჩება „ვყიდით ხარისხს, რომელიც უძლებს დროს“, თუმცა, გარდა ამისა კომპანია მუდმივად ზრუნავს კლიენტების კომფორტზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები