1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მთავარია, პოზიტიურ განწყობაზე იყოთ და კოლეგების მხარდაჭერა გქონდეთ. ზოგიერთს სარისკო ქმედებებშიც კი მოემართება ხელი. ზოგიერთი პრობლემის მოსაგვარებლად კი არასტანდარტულად უნდა იმოქმედოთ. 

კურო 
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და დაგროვილი პრობლემების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. ზოგიერთებს ახალ, საინტერესო საქმიანობას შესთავაზებენ. კარგად დაფიქრდით, ნუ იტყვით უარს, თქვენ წარმატება გელით. 

ტყუპი
ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა სიტყვამ გარშემო მყოფებს გული არ ატკინოს. მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება კოლეგებთან. შეიძლება უფროსი თქვენი მუშაობით უკმაყოფილო იყოს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, კარგია ფიზიკური აქტივობა. ნუ გადაღლით თვალებს და მოერიდეთ სარკეში ყურებას. 

კირჩხიბი
ახალ შემოთავაზებებზე ნუ იტყვით უარს. თავდაპირველად შეიძლება საქმე რთულად შესასრულებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს და წარმატებას მიაღწევთ. საღამოს ახლობლებთან შეხვედრა კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

ლომი 
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. ახალი იდეების, ჩანაფიქრების რეალიზებას შეძლებთ. ზოგიერთ მამაკაცს დაწინაურება ელის. ქალებმა სამსახურის საქმეებს საოჯახო მოვალეობები უნდა შეუთავსონ. შვილებს ნუ მოაკლებთ ყურადღებას. 

ქალწული 
შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც ვარაუდობდით, მოსალოდნელია მსხვილი თანხის ხარჯვა. მაგრამ იმუშავეთ და იბრძოლეთ მიზნის მისაღწევად. მოერიდეთ არაფრისმომცემ საუბრებს, კამათს. საღამო უმჯობესია შინაურულ გარემოში გაატაროთ. 

სასწორი 
დღეს ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა მოგინდებათ, მაგრამ ნუ აჩქარდებით. კარდინალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დროა. შეიძლება ძველმა სიყვარულმა გაგახსენოთ თავი. 

მორიელი 
კარგი დღეა ბიზნესის გასაფართოებლად, პარტნიორები ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებენ და დაგეხმარებიან კიდეც. ნუ გაუშვებთ ასეთ შანსს ხელიდან. ზოგიერთებს ძველ მეგობრებთან შეხვედრა ელით. 

მშვილდოსანი 
კარგი დღეა საკუთარი ნიჭის, ტალანტის გამოსავლენად. ზოგიერთები მშვიდად შეხვდით თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, შენიშვნებს. შრომით ყველაფერს გამოასწორებთ. 

თხის რქა
მოერიდეთ ხარჯს, ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. სამსახურში შეცდომების თავიდან ასაცილებლად მეტად ყურადღებით უნდა იმოქმედოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განწყობას. 

მერწყული
მშვიდად და წყნარად უნდა განვლოთ ეს დღე. აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და განსაკუთრებით სიტყვები, რათა გარშემო მყოფებს გული არ ატკინოთ. ზოგიერთს ცვლილებები ელის ოჯახში. 

თევზები
მოერიდეთ კამათს, გაურკვევლობას ურთიერთობაში. შეეგუეთ იმ აზრს, რომ რომანტიკული პერიოდი მთელი ცხოვრება ვერ გაგრძელდება. ეცადეთ, თავად იყოთ ყურადღებიანი საყვარელი ადამიანის მიმართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები