1 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პატრიარქის განცხადება რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე

საქართველოს კათილიკოს-პატრიარქი,  უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე  რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე განცხადებას ავრცელებს. 

"რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან (და მომავალში, ალბათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მმართველ ძალასთანაც) ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს და ერთმანეთისაგან აშორებს ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს. მინდა საზოგადოების ყურადღება ორ მომენტზე შევაჩერო: 
ამ ხელშეკრულებით უგულებელყოფილ იქნა საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნება ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობისა. ყველამ იცის, რომ ჩვენს შემთხვევაში, ამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 20 წელზე მეტია იძულებით არის გადაადგილებული და, ბუნებრივია, მონაწილეობას ვერ იღებდა ტერიტორიის ბედის განსაზღვრაში.
უკვე მერამდენედ აღვნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია არ გვეძლევა საშუალება აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს ეკლესიის მრევლის რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, რაც, ასევე, საერთაშორისო კანონების დარღვევაა და სხვა.
რა თქმა უნდა, მომხდარი ფრიად სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ჩვენ, ვერასოდეს შევეგუებით. მე ადრეც ვამბობდი და კვლავაც გავიმეორებ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისათვის ეს დროებითი განსაცდელია. 
საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ძმურ ურთიერთობას ადრე თუ გვიან აღადგენს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან სიმართლე და სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები