1 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დეკემბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

დეკემბერი ვერძებისთვის ფუსფუსსა და მოუსვენრობაში ჩაივლის. გაგანერვიულებთ ის გარემოება, რომ სიტუაციაზე თქვენთვის სასურველი მიმართულებით გავლენას ვერ ახდენთ. ასევე ადამიანები, რომლებსაც ეს შეუძლიათ, საქმის დეტალებში არ გახედებენ. ეს ისევ და ისევ იმიტომ ხდება, რომ ზედმეტად ვარდებით პანიკაში – ჩაკეტილი წრეა. აკეთეთ თქვენი საქმე, კონცენტრაცია მოახდინეთ ყოველდღიურობაზე და შეეცადეთ ადამიანებს პირველივე ნათქვამიდან გაუგოთ, რათა მეორედ და მესამედ გამეორება აღარ დაჭირდეთ.

ლურჯი თხის წლის დეკემბერში ვერძებს შეიძლება სირთულეები იქ შეექმნათ, სადაც საჭიროა იმპროვიზაცია და სწრაფი რეაქციის გამოვლენა. თუ მომზადების საშუალება გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ: ჩამოწერეთ მოკლედ, რაზე გინდათ ყურადღების შეჩერება ან წერილობით გაეცით პასუხი.

ეს თვე ხელსაყრელია მგზავრობისთვის, სიტუაციის ცვლილებისთვის. ამის წყალობით საკუთარ თავსაც უკეთ გაუგებთ და სხვებსაც. გახსოვდეთ, რომ გვერდიდან ყველაფერი უკეთ ჩანს.

კურო

კუროები დეკემბერში გამოთვლებსა და თეორიებში სათანადო სიმაღლეზე ვერ იქნებიან, ამიტომაც გეგმების რეალიზების პარალელურად თანდათან აღმოაჩენენ ხარვეზებს, თანაც ისეთ ხარვეზებს, რომელთა გამოსასწორებლად დაუყოვნებლივ ჩარევა მოუწევთ. ნუ გექნებათ დღის სტაბილური გრაფიკის იმედი. მუდმივად დაძაბულად ყოფნა მოგიწევთ, მათ შორის, არასამუშაო დროსაც. თუმცა თქვენი ძალისხმევა სათანადოდ დაფასდება: თქვენი ამბიციები სრულად იქნება დაკმაყოფილებული.

რაც შეეხება დაბრკოლებებსა და სირთულეებს, ლურჯი თხის წლის  დეკემბერში კუროები ყველაფერში თავად იქნებიან დამნაშავე. მაგალითად, მეგობართან ჩხუბის შემთხვევაში: თქვენ მისგან ზედმეტს მოითხოვთ და გავიწყდებათ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა და თანაც უფრო მეტად თქვენ გჭირდებათ იგი, ვიდრე მას თქვენ. ან მიზნები, რომლებსაც ისახავთ: ყურადღებას არ აქცევთ, რომ ამ საქმეში პროფესიონალიზმისგან შორს ხართ, დღე-ღამეში კი სულ რაღაც 24 საათია. იმიჯის შეცვლისა და გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარებისთვის საუკეთესო დრო ნამდვილად არ არის. ახალ პარიკმახერთან გაკეთებული სტანდარტული ვარცხნილობაც კი უკმაყოფილოს დაგტოვებთ.

ტყუპები

2014 წლის დეკემბერი ტყუპებმა შესაძლოა თავიანთთვის არახელსაყრელ თვედ მიიჩნიონ, მაგრამ განსაკუთრებული რომ არაფერი ხდება? შეიძლება ის არ გაწყობდეთ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრება გიხდებათ, რომ თქვენი ტალანტები საკმარისად ვერ რეალიზდება, რომ გიწევთ დაკმაყოფილდეთ არა იმით, რასაც თქვენ თავად იღებთ, არამედ რასაც გაძლევენ.

ლურჯი თხის წლის დეკემბერში ტყუპები თავს იმ ბავშვებად იგრძნობენ, რომლებსაც მშობლები ხან ყიდულობენ სასურველ სათამაშოს, ხან კი არა, უთითებენ, რა და როგორ აკეთონ. ასე ცხოვრება იოლია, მაგრამ ნაკლებად საინტერესო. შეიძლება თუ არა სიტუაციის შეცვლა? კი, მხოლოდ არა ამ თვეში. ცვლილებების დრო მომავალ წელში დადგება, ახლა იმაზე იფიქრეთ, ამას როგორ გააკეთებთ. პასუხი, რომელიც მთლად ზედაპირზე ტივტივებს, მისი შრომატევადობის გამო თქვენთვის მიუღებელი იქნება. საბედნიეროდ, სხვა ვარიანტებიც არის.

თუ ოფიციალურ ინსტანციებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა დაგჭირდებათ, მზად იყავით იმ ფაქტის აღიარებისთვის, რომ ყველაფერი არ იცით. მაგალითად, შეიძლება კანონმდებლობა შეიცვალა და თქვენგან სრულიად სხვა დოკუმენტაციას ითხოვენ, ვიდრე თქვენ მოამზადეთ.

კირჩხიბი

თუ თავს ზედმეტად მორცხვად ან ემოციურად მიიჩნევთ, 2014 წლის დეკემბერში არა მხოლოდ ამ შეგრძნებების დამარცხებას მოახერხებთ, არამედ თავის მშვიდად და ცივად დაჭერასაც ისწავლით. სხვათა შორის, ასეთი განწყობა დაგეხმარებათ მოიშოროთ ყველაფერი, რაც ზედმეტია და სარგებელი არ მოაქვს. ნუ შეგაშფოთებთ, თუ საუბარი ახლახანს გაკეთებულ შენაძენზე იქნება (მატერიალურზე, სულიერზე თუ ახალხანს შეძენილ ადამიანზე – სულერთია). უბრალოდ, ეს სათქვენო არ არის და რაც ადრე გაიგებთ, მით უკეთესი იქნება.

კირჩხიბები ამ წლის დეკემბერში გარეგნულადაც შეიძლება შეიცვალონ. თანაც უკეთესობისკენ, რაც გარშემომყოფებზე შესაბამის შთაბეჭდილებას დატოვებს. მათზე გავლენის მოხდენას კირჩხიბები არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ თავიანთი ტალაზნტითაც მოახდენენ. გგონიათ, ეს ტალანტები არ გაქვთ? ე.ი. ისინი სწორედ ახლა გამოვლინდება, თუნდაც ჩანასახოვან მდგომარეობაში და ნათელი იქნება, რომ სამომავლოდ განვითარების პერსპექტივა აქვს.

ლომი

2014 წლის დეკემბერი ლომებისთვის რთული თვეა. საკმაოდ ბევრი და სანერვიულო პრობლემებით დაიხუნძლებით. გარემოებები იმდენად უცნაურად, ხანდახან ლამის შემაშინებლად შეიძლება ერთმანეთს წაეწყოს, რომ ცრუმორწმუნეობისადმი მიდრეკილება და ნიშნებისადმი ინტერესი გაგიჩნდებათ, ან თქვენში რაიმე მივიწყებული კომპლექსი გამოიღვიძებს. გამორიცხული არ არის, მნიშვნელოვანი არაფერი მოხდეს, რადგან ამისი ძალიან გეშინიათ. კატეგორიულად არ გირჩევთ სასიყვარულო მაგიური პრაქტიკისა და ტექნიკის გამოყენებას – შედეგი სხვისთვის იქნება გარანტირებული და მავნე რეზულტატების განეიტრალება ძალიან გაგიჭირდებათ.

ამასთან ლურჯი ხის თხის წლის დეკემბერში ლომები ელვის სისწრაფით ითვისებენ ინფორმაციას, ამუშავებენ და საუკეთესო მიზნებისთვის იყენებენ. მართალია, ასევე მალე შეიძლება დაგავიწყდეთ, მაგრამ თუ უკვე გამოყენებული გაქვთ, არაფერია. თავს ყველაზე უკეთ მონოტონურ, ერთგვაროვან საქმიანობაში გამოავლენთ, რომლის დროსაც პარალელურად საკუთარ საქმეებზე ფიქრი შეგიძლიათ. სწორედ ამ გაფანტულობის გამო შედეგი მოსალოდნელს საგრძნობლად გადააჭარბებს. ნუ შეგეშინდებათ დაგვიანებების, სიტუაცია ისე აეწყობა, რომ მაინც ყველაფერს მოასწრებთ.

ქალწული

ამ წლის დეკემბერი ქალწულებისთვის დაკავშირებული იქნება სკანდალურ ისტორიებთან, ინტრიგებთან (გამორიცხული არ არის, რომ თქვენ ავტორი ან მსხვერპლის „დამცველი“ აღმოჩნდეთ), რომლებსაც გარკვეული საზოგადოებრივი რეზონანსი მოყვება. ეს თქვენს პატივმოყვარეობას ერთგვარად მიესალბუნება კიდეც. თუმცა სინამდვილეში საამაყო შეიძლება არც არაფერია და არც საზოგადოებრივი რეაგირება  მოყოლია, მაგრამ გესიამოვნებათ იფიქროთ, რომ ყველაფერი სხვაგვარადაა. შეიძლება ითქვას, რომ თავს უფრო მნიშვნელოვან და ყველასთვის საინტერესო ადამიანად მიიჩნევთ, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

2014 წლის დეკემბერში ქალწულებს შესაძლოა რაიმე სამართლებრივი ან კანონთან დაკავშირებული სირთულეები შეექმნათ. ამ საქმის მოგვარებას მთელი ძალისხმევა უნდა მოახმაროთ და თუ თქვენი სიტყვა არ ეყოფა, სხვისი დახმარებით მაინც მოაგვაროთ სიტუაცია ისე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მთლიანობაში, კონსერვატიზმს შეინარჩუნებთ და ჩვეული ბილიკიდან გადახვევას არ მოისურვებთ. ეს ბილიკი თქვენივე გაკვალულია, ამიტომ გეგონებათ, რომ ესაა ნოვატორული მიდგომა და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ის რამდენიმე წლისაა. დაბრკოლებები ამ თვეში ვერ შეგაშინებთ, მით უფრო, თუ ზუსტად გეცოდინებათ, რასთან გაქვთ საქმე.

სასწორი

2014 წლის დეკემბერში ვარსკვლავები გაბედულ საქციელს გირჩევენ. არაფერს გარგებთ სხვისი მოსაზრებების გათვალისწინება და იმაზე ფიქრი, თქვენი ქცევა სხვებზე რა შთაბეჭდილებას მოახდენს. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ყველას არ მოეწონება და გამორიცხული არაა, რომ უარყოფითი რეაგირებაც გამოიწვიოს. მაგრამ თუ არ ეცდებით, მომავალში ეს სილაჩრე სანანებელი გაგიხდებათ. მით უფრო, თუ ამ ნაბიჯს პარალელურად ვინმე სხვა გადადგამს და არა თქვენ. მეორე მხრივ, ახლობლებსაც კი არ მოთხოვოთ მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მთავარია, თქვენს საქმეში არავინ ჩაერიოს და ყველაფერი შესანიშნავად იქნება.

თქვენს ხასიათში სიბეჯითე და გულმოდგინება გამოიკვეთება – საუკეთესო თვისებები, რაც საქმეებშიც და ურთიერთობებშიც წესრიგის დამყარებისთვის არის საჭირო. ასევე დარწმუნებით ზოგიერთი ადრე გაგონილი ნათქვამის სიმართლეში, რაც აქამდე არ გჯეროდათ. შეიძლება ადამიანმა, რომლითაც ადრე აღფრთოვანებული იყავით, იმედი გაგიცრუოთ ან წამოწყებამ,რომლის წარმატებულობაში ეჭვი არ გაეპარებოდათ. ამ თვის მინუსი ისაა, რომ საკუთარი თავისადმი არასაკმარისად მომთხოვნი იქნებით. შეიძლება იფიქროთ, რომ რაც გააკეთეთ, საკმარისია და როდის და რის ხარჯზე მოახერხეთ ეს, საკმარისად მნიშვნელოვნად აღარ მოგეჩვენებათ.

მორიელი

2014 წლის დეკემბერი მორიელებისთვის სწავლისა და ინფორმაციის მიღების თვეა. თქვენი განწყობა მიმართული იქნება რაც შეიძლება ბევრის შემეცნებისკენ და ეს გამოგივათ კიდეც. თუ არჩევანი გასაკეთებელი გაქვთ დამოუკიდებელ ან ჯგუფურ სწავლასა და სტაციონარულ თუ დისტანციურ სწავლას შორის, ჯობს თვითგანათლება აირჩიოთ. ნახეთ, რა და როგორ გამოდის, დააკვირდით და გადაწყვიტეთ, ნამდვილად ეს გჭირდებათ თუ არა.

სხვათა შორის, თუ ჯგუფურ მეცადინეობას აირჩევთ, სწავლისას პრობლემები თქვენმა ბევრი ლაპარაკისადმი მიდრეკილებამ შეიძლება შეგიქმნათ. სხვებსაც ხელს შეუშლით და საკუთარ თავსაც. და თუ რამე ისე არ წავა, როგორც თქვენ გინდათ, ეცდებით ბრალი ვინმე სხვას დასდოთ.

თუ ლურჯი თხის წლის დეკემბერში მოერიელები გზას დაადგებიან , უნდა გაითვალისწინონ, რომ ბევრი ხლაფორთი და გაუგებრობა შეიძლება შეემთხვეთ. თუ რაიმე მიზეზით მოგზაურობისკენ გული არ გიწევთ, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სახლში დარჩით.

მშვილდოსანი

2014 წლის დეკემბრის ძირითადი პრობლემა მშვილდოსნების ან მათი გარემოცვიდან ვინმეს წინდაუხედავობასთან იქნება დაკავშირებული. თქვენც დაზარალდებით ან სულ მცირე სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნვა მაინც მოგიწევთ. საზოგადოებრივი მხარდაჭერა კი ან არ იქნება ან არასაკმარისი და შესაბამისად, აზრსმოკლებული იქნება. თანაგრძნობა კარგია, მაგრამ საქმით  დახმარება არავის შეუძლია, ამიტომ ყველაფრის მოგვარება საკუთარი ძალებით მოგიწევთ.

ლურჯი ხის თხის წლის დეკემბერში მშვილდოსნებს ურჩევნიათ ახალი წამოწყებებისგან თავი შეიკავონ, რადგან მათ ბოლომდე მიყვანას მაინც ვერ მოახერხებენ და სადღაც შუაში გაიჩხირებიან. მიხვდებით, რომ თავს ვერ ართმევთ, სიტუაციას ვერ აკონტროლებთ და იმასაც ვერ დაადგენთ, ასე რატომ ხდება. სასწრაფო საქმეები კი, სანამ მათ კეთებას შეუდგებით, ყურადღებით შეამოწმეთ. სავარაუდოდ, მათი ნაწილი ან ყველაზე მეტად შრომატევადი საქმეები სავალდებულო და სასწრაფო სულაც არ აღმოჩნდება.

შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ჯანმრთელობა  ამინდის მსხვერპლი გახდეს, ამიტომ ამინდის პროგნოზებსა და წნევის ცვალებადობას გულდასმით ადევნეთ თვალი.

თხის რქა

2014 წლის დეკემბერში თხის რქებს რაიმე ერთი მიმართულების, ერთი მიზნის შერჩევა მოუწევთ. ყველაფერი დანარჩენი ამ მიზნის მიღწევას უნდა დაუქვემდებარონ. მზაკვრობა კი ისაა, რომ თქვენი შესაძლებლობები ამ თვეში იმდენად ბრწყინვალე იქნება, რომ წინადადებები და თუნდაც საკუთარი იდეები მრავლად გექნებათ, ზოგიერთზე უარის თქმა კი გაგიჭირდებათ. შეიძლება უბრალოდ შეგეშინდეთ, რომ სხვა შესაძლებლობა აღარ მოგეცემათ. ამას განიცდით, ინერვიულებთ და თქვენს უკმაყოფილებას ახლობლებს დაატეხთ თავს. მიუხედავად ყველაფრისა, ზოგიერთ წინადადებასა თუ ვარიანტზე უარის თქმა მოგიწევთ, თანაც სამუდამოდ. და ეს სასტიკი, მაგრამ ეფექტური გადაწყვეტილება იქნება.

ამ თვის ზოგიერთი მოვლენა თხის რქებმა გამოუვალადაც შეიძლება აღიქვან. სინამდვილეში კი ეს თქვენთვის მხოლოდ დიდი მოულოდნელობაა და დიდი სხვაობა თქვენს შთაბეჭდილებებს (რაც საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებით დაგიგროვდათ) და მომხდარს შორის. გონს დროულად რომ მოეგოთ, ეცადეთ მომხდარში ლოგიკის მცირე მარცვალი მაინც აღმოაჩინოთ და შემდეგ გასაგები გახდება, რა მოხდა და მომავალში საით უნდა გააგრძელოთ სვლა.

მერწყული

2014 წლის დეკემბერი მერწყულებისთვის მიცემული ერთგვარი ავანსია. მოგეცემათ ბევრად მეტი, ვიდრე იმსახურებთ და თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ბედის საჩუქარია. თუმცა არა, ამის საფასური მომავალში გექნებათ გადასახდელი. ჯერ ბედის ასეთ საჩუქრებს არ იმსახურებთ, მაგრამ თუ ძალიან შეეცდებით, შეიძლება დაიმსახუროთ კიდეც. ასე რომ, ძალისხმევა არ დაინანოთ.

შესაძლებელია, ლურჯი ხის თხის წელიწადში მერწყულებისთვის აქტუალური გახდეს რელიგიის სფეროსთან ან საზღვარგარეთის ქვეყნებთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. დათანხმდით. ასეთი შესაძლებლობა შეიძლება დიდხანს აღარ მოგეცეთ და ამიტომაც აუცილებლად სცადეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი ქცევა თქვენს წესებში არჯდება და რაიმე მნიშვნელოვან საქმეზეც მოგაცდენთ. ყველაფერი მოგვარდება, ადამიანის შესაძლებლობებს ხომ საზღვარი არ აქვს.

კონფლიქტებში ჩარევას კი არ გირჩევთ, განსაკუთრებით ოჯახურ დაპირისპირებებში. ვისი მხარეც უნდა დაიჭიროთ, გარანტია არ გექნებათ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ყოფილი მტრები თქვენ წინააღმდეგ არ გაერთიანდებიან. და მაშინვე არ გაიხსენებენ, ვისზე რას ამბობდით, ხელს ვის უშლიდით  და ვის ეხმარებოდით.

თევზები

2014 წლის დეკემბერში გარემოებებს უნდა მოერგოთ. თვის დასაწყისში ასეთი ქცევა მაინცდამაინც ბევრ სარგებელს ვერ მოგიტანთ, თუმცა რეზულტატები დროთა განმავლობაში გამოჩნდება. ყურადღებით დააკვირდით, რას რამდენი დრო ჭირდება, რადგან საკუთარი ძალების შეფასებაში იმთავითვე გადაჭარბებისკენ ხართ მიდრეკილი. ამიტომაც შეიძლება ყველგან დაგაგვიანდეთ, ვერაფერი მოასწროთ და საბოლოოდ რეპუტაცია გაიფუჭოთ. ასევე გადაამოწმეთ, ზედმეტს ხომ არაფერს აკეთებთ. ეს სრულიად შესაძლებელია, თუ კარგად არ გესმით, თქვენგან რას ითხოვენ.

ლურჯი თხის წლის დეკემბერში თევზებს შეიძლება რაიმე ძველმა ჩავარდნამ და წარუმატებლობამ შეახსენოს თავი, თანაც ისეთ მოულოდნელ რაკურსში, რომ ეს თქვენს ახლანდელ მდგომარეობაზე იქონიებს გავლენას. ბრალდებების უარყოფას მთელი ძალები უნდა დაახარჯოთ. გაჩუმება – გამოსავალი არ არის.

თქვენდამი შეიძლება ინტერესი გაიზარდოს ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელისუფლებო ორგანიზაციების მხრიდან. შეიძლება გარკვეულ ღონისძიებებში ჩაგრთონ, თუმცა უარის თქმაც თავისუფლად შეგეძლებათ და ალბათ აჯობებს, ასეც თუ მოიქცევით.

friday.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები