1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად და სამომავლო გეგმების შესადგენად. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო. ნაკლებად ჩაახედეთ საკუთარ საქმეებში გარშემო მყოფები. ვიღაცამ შეიძლება ხელის შეგიშალთ ჩანაფიქრის განხორციელებაში. 

კურო 
დღეს ყველასთვის შეუცვლელი დამხმარე გახდებით, მაგრამ ათასად გაყოფას ვერ შეძლებთ. ამიტომ, რამდენიმეს უნდა მიანიჭოთ პრიორიტეტი. კარგი დღეა საცხოვრებელი საკითხის მოსაგვარებლად, ბინის მოსაწყობად. ზოგიერთს მოულოდნელი შემოსავალი ელის. 

ტყუპი
მოსალოდნელია ან ძველ მეგობრებთან შეხვედრა, ან ახალ ნაცნობებთან დამეგობრება. აგრეთვე – ხარჯი. საღამოს სამომავლო გეგმები შეადგინეთ. 

კირჩხიბი
ფინანსური ოპერაციები თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. კარგი დღეა საბინაო საკითხის მოსაგვარებლად. სახლისთვის დაცვის გასაძლიერებლად. 

ლომი 
აქტიურობის მიუხედავად სამსახურის საქმეებში იმ შედეგს ვერ მიაღწევთ, რასაც ელოდით. თუმცა, ცოტა ხანში ყველაფერი უკეთესობისკან შეიცვლება. ზოგიერთს ახალ სამსახურს შესთავაზებენ. კარგი დღეა პატიებისა და ქველმოქმედებისთვის. 

ქალწული 
დღის პირველ ნახევარში დაგროვილი საქმეების, საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურნეებს, ნუ ჩაერთვებით დისკუსიებში და განაგრძეთ თქვენი საქმეების კეთება. 

სასწორი 
ეს დღე მშვიდად გაატარეთ. მოერიდეთ სიახლეებსა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ახალი პროექტების დაწყება ორშაბათისთვის გადადეთ. 

მორიელი 
ეს დღე მაქსიმალურად უკონფლიქტოდ და ფრთხილად უნდა განვლოთ. მოსალოდნელია უსიამოვნებები, ტრავმები. მოთოკეთ ემოციები. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. 

მშვილდოსანი 
გამოიჩინეთ ინიციატივა და საქმეებს სათავეში ჩაუდექით. თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, მყარად დაიცავით საკუთარი პოზიცია. საღამო ან საყვარელ საქმიანობას დაუთმეთ, ან მეგობრებთან (პარტნიორთან) ერთად გაატარეთ. 

თხის რქა
მთელ დღეს დაგროვილი საქმეების, პრობლემების მოგვარებას მოანდომებთ. დაკვირვებულად იმოქმედეთ. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ უმნიშვნელო უსიამოვნებებს, რათა არ მოცდეთ ძირითად საქმიანობას. 

მერწყული
მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ნუ გარისკავთ, ყველა საქმიანი შემოთავაზება კარგად გაანალიზეთ. გარშემო მყოფების მიმართ მეტი ტაქტი და მოთმინება გმართებთ. 

თევზები
საკუთარი ნიჭით (გარეგნობით) გარშემო მყოფების კეთილგანწყობას ადვილად მოიპოვებთ. კარგი დღეა მცირე საქმეების მოსაგვარებლად. ახალი პროექტების განხორციელებას დღეს ნუ ეცდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები