1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

WWF -ის ინიციატივით გამართული „ტყის კვირეული“ ზოოპარკში ეკო გაკვეთილით 23 ნოემბერს დასრულდა

WWF -ის ინიციატივით  გამართული „ტყის კვირეული“  ზოოპარკში სპეციალური შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით  დასრულდა. გაიმართა „ეკო გაკვეთილი“, რომლის ფარგლებშიც მოხდა ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. მოსულ სტუმრებს სპეციალისტმა გააცნო თუ როგორ ხდება ხის ნერგის  დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს.

 სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწვეულმა მხატვრებმა ბავშვებს და სხვა მსურველებს სახეზე  პანდა-ტატუ მოახატეს, შესაბამისად, ისინი ავტომატურად გახდნენ „ტყის კვირეულის“ მონაწილენი. პატარები მოწვეულმა „ქუჩის თეატრის“ მსახიობებმა, ოჩოფეხიაბიანმა კლოუნებმა და ანიმატორებმა გაართეს.

 „ტყის კვირეულის“ ფარგლებში ზოოპარკში  გამართულ ღონისძიებაში, რომლის  მხარდამჭერიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროც იყო, მონაწილეობა მიღეს  SOS ბავშთა სოფლის აღსაზრდელებმა. ღონისძიებას  მინისტრის მოადგილე  მაია ბითაძეც ესწრებოდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა   მოწვეულ ბავშვებთან ერთად  წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე 50 ხის ნერგი დარგეს.

 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის აქციაში მონაწილეობა, რომელიც ემსახურება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯებოსებას. განსაკუთრებით როცა ჩართულია ახალი თაობა და აქციას საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს. დიდი მადლობა wwf-ს ასეთი ღონისძიებისთვის. გარემოს დაცვის სამინისტრო მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს ანალოგიურ ინიციატივებს,“ – აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინსიტრის მოადგილემ მაია ბითაძემ.

 „გადავწყვიტეთ „ტყის კვირეულის“ დასასრულს, დასკვნითი ღონისძიება პატარებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილას - ზოოპარკში ჩაგვეტარებინა. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა თავიდანვე იზრუნოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაზე, გაუფრთიხლდეს გარემოს, ხეს, ბუნებას. „ეკო გაკვეთილების“ სახით ჩვენ შეძლებისდაგვარად მივაწოდეთ მათ აუცილებელი ინფორმაცია,“ – განმარტავს  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კავკასიის რეგიონში გიორგი სანდარიძე.

შეგახსენებთ, რომ  WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით  „ტყის კვირეული“  15 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. კვირეულს  მასპინძლობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი  „კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“. 4 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 150 ჰექტარის ტერიტორიაზე დაირგო 100 ათასი ხის ნერგი  და დაიხარჯა 1, 5 მილიონი ლარი.

 

კვირეულმა სტარტი  წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ  საცდელ სატყეო უბანზე   აიღო. ღონისძიება   2012-2014 წწ-ში  გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს  WWF -ის წარმომადგენლები უწევდნენ. მედიის გარდა,  ტურში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად   სერთიფიკატი გადაეცათ.

„ტყის  კვირეული“ ასევე მოიცავდა  სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს.  „ტყის კვირეულს“  ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ და ბუკიას ბაღმა უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც  მოსწავლეებისთვის  ეკო-გაკვეთილი გაიმართა. მათ WWF-ის წარმომადგენლები  ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასწავლეს როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასასრულს,  ბავშვებმა  ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

 

„ტყის კვირეულს“ ხაშურმაც უმასპინძლა. ქალაქის სატყეო საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ტური გაიმართა. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ტურის ყველა მონაწილემ სპეციალურ ტერიტორიაზე  ხე დარგო. დასასრულს, აღნიშნულ ადგილს მიენიჭა სიმბოლური სახელი „ტყეს იცავს მედია“ და „ბლოგერების ტყე“. მადლობის ნიშნად ყველა სტუმარს  ტურში მონაწილეობისთვის  სერტიფიკატი გადაეცა.

 „ტყის  კვირეულის“  პარტნიორია თბილისის მერია. საინფორმაციოა მხარდამჭერები არიან „პალიტრა მედია“, „ITV ჯგუფი“,  გაზეთი „Caucasian Business Week”, „ფოკუს ტვ“ და ჟურნალი „ფოკუსი“. საკომუნიკაციო კაპმანიას უზრუნველყოფს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“.

WWF მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი კონსერვაციული ორგანიზაციაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და მოღვაწეობს 100–ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენი მისიაა, შევაჩეროთგარემოსთვის ზიანის მიყენება და შევქმნათ მომავალი, სადაც ადამიანი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს.

 

რეგიონალური პროექტი „კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით . პროექტის განხორციელების პერიოდია 2011-2015 წწ-ბი.

 ზემოაღნიშნული რეგიონალური პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებისადმი ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ზოგადი მიზანი უკავშირდება ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიც არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების გავლენის შედეგად ბიომრავალფეროვნების კარგვა და ამავე ფაქტორების გავლენის შედეგად ტყის ეკოსისტემების (ტყეების) სასარგებლო და დაცვითი ფუნქციებისშესუსტება. თავის მხრივ, ბიომრავალფეროვნება და ტყეების სასარგებლო და დაცვითი ფუნქციები ხელს უწყობს ადგილობრივი (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები) მოსახლეობის საარსებო პირობებისშემოსავლების წყაროების შენარჩუნებას


კომენტარები

მსგავსი სიახლეები