1 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. მთავარია, არ მოცდეთ ტყუილ საუბრებსა და მეორეხარისხოვან საქმეებზე. აგრეთვე კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის. 

კურო 
დღეს მეტად უნდა იაქტიუროთ, ფიზიკურად ივარჯიშოთ. ნუ იქნებით თვითკრიტიკული და მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. 

ტყუპი
სიყვარულის, მიტევების დღეა. კარგი დროა, ახალი საქმეების დასაწყებად. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. 

კირჩხიბი
საქმეებშიც და პირად ურთიერთობებშიც მეტად უნდა იაქტიუროთ. დღეს მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომლის მიმართაც წარსულში გულგრილი არ იყავით. 

ლომი 
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. თუმცა, ყურადღებით უნდა იყოთ, კოლეგებმა ან არაკეთილმოსურნეებმა შეიძლება საქმეები გაგიფუჭოთ. 

ქალწული 
რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ უსიამოვნო დეტალებს, მით უკეთესი თქვენთვის. კარგი დღეა მიტევებისა და სიყვარულისთვის. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. 

სასწორი 
დღე მოულოდნელი შეხვედრებითა და ნაცნობობით იქნება აღსავსე. მამაკაცმა სასწორებმა მეტი ყურადღება და მზრუნველობა უნდა გამოიჩინონ ქალი ნათესავების მიმართ. 

მორიელი 
მოერიდეთ ძვირად ღირებულ საყიდლებს, ფულის ხარჯვას. მეტი დრო დაუთმეთ საქმეებს, ოჯახს, შვილებს. თორემ თუ ფიქრებმა გაგიტაცათ, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ. 

მშვილდოსანი 
სანამ მიმდინარე პროექტებს არ დაასრულებთ, ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ. მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს. მამაკაცები ნუ გასცემთ დაუფიქრებელ დაპირებებს. 

თხის რქა
საკუთარი მიზნების ასასრულებლად უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მცირე უსიამოვნებებს სამსახურსა და პირად ცხოვრებაში. 

მერწყული
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, ზოგიერთს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. 

თევზები
დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. მეორე ნახევარი – ოჯახსა და შვილებს. მოუწყვეთ პატარებს ოჯახური დღესასწაული, კონკურსებითა და გართობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები