1 2 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. მაგრამ სანამ ახალ საქმეს წამოიწყებდეთ, რცევა სპეციალისტებსა და მეგობრებს ჰკითხეთ. 

კურო 
დღეს ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, გარშემო მყოფების დახმარების გარეშე სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, მობილიზებულად და ყურადღებით იმოქმედოთ. 

ტყუპი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას; ნუ შეასრულებთ სხვების საქმეებს. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას. 

კირჩხიბი
რაც უფრო ხშირად მოახვევთ გარშემო მყოფებს საკუთარ აზრს და ეცდებით მათ დახმარებას, მით მეტ მტერს გაიჩენთ. თუ ძალიან არ გთხოვენ, რჩევას ნურავის მისცემთ. 

ლომი
მეტი ყურადღება გმართებთ ოჯახისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. დახუჭეთ თვალი მცირე უსიამოვნებებზე და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. 

ქალწული
კოლეგებთან და მეგობრებთან მშვიდობიანად მოაგვარეთ მცირე უსიამოვნებები. მომავალში ვერც თქვენ ვერ გაძლებთ მათი დახმარების გარეშე და ვერც ისინი თქვენ გარეშე. 

სასწორი 
დღეს გარშემო მყოფების ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ და შეიძლება ამის გამო საკუთარი საქმეები ცოტათი დააზარალოთ. მეტი დრო დაუთმეთ ნათესავებთან ურთიერთობას, სახლში ოჯახური სიმყუდროვის შექმნას. 

მორიელი 
მეტად აქტიური და მიზანმიმართული ხართ. კარგი დღეა საქმეების მოსაგვრებლად, იდეების განსახოციელებლად, მაგრამ ეცადეთ ისე იმოქმედოთ, რომ გარშემო მყოფებში რეპუტაცია არ შეგელახოთ. 

მშვილდოსანი
საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების მიუხედავად ნურც გართობაზე იტყვით უარს. მეტი დრო დაუთმეთ პირადი საკითხების მოგვარებას. 

თხის რქა
დაიცავით საკუთარი მოსაზრებები და იბრძოლეთ გამარჯვების მოსაპოვებლად. 
ნურავის დაუთმობთ პირველობას. არა აქვს მნიშვნელობა სამსახურის საქმეს შეეხება ეს თუ პირად ცხოვრებას. 

მერწყული
კარგი დღეა იდეების, პროექტების განსახორციელებლად. თუმცა, ვერც საოჯახო საქმეები მოგვარდება თქვენი ჩარევის გარეშე. 

თევზები
მნიშვნელოვანი საქმეებისგან ცოტათი უნდა შეისვენოთ. მეტად დაფიქრდით ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები