1 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,შეშა ჩაარტყა თავში და მაკრატლით ყელი გამოჭრა“- მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ჩამოტვირთვა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული დემნა კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დემნა კ-მ სოფელ კახათში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ მამას - 1939 წელს დაბადებულ ჯამბულ კ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ჯამბულ კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები