1 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2015 წლის სიყვარულის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ლურჯი თხის წელი სიყვარულისთვის ისე არ განგვაწყობს, როგორც სასურველი იქნებოდა, რადგად თხას ურჩევნია მას აღმერთებდნენ, ვიდრე თავად უყვარდეს, ამიტომ ერთი უკიდურესობიდან მუდმივად მეორეში ვარდება და თითქოს წინასწარგაზრახულად გაურბის ოქროს შუალედის მოძებნას. ის შეპყრობილივით ეძებს სიყვარულს და თუ ვერ პოულობს, რაც ხშირად ხდება, ამ გრძნობას ახლობლებზე ზრუნვით ანაცვლებს და ხანდახან ეს ზრუნვა თავსმოხვეულს ემსგავსება, რადგან თხა ხშირად სიყვარულის სანაცვლოდ მადლიერებას ელის.

ვერძი

ვერძებისთვის თხის წელს სიყვარულში ყველაფერი თავდაყირა დადგება. თუ 2014 წელს დამოუკიდებლობას შეხაროდით, 2015 წელს ოჯახის შექმნა მოგინდებათ. ხოლო თუ მშვიდ ოჯახურ ცხოვრებაზე ოცნებობდით და თანამგზავრიც უკვე შერჩეული გყავდათ, ამ წელს მოგეჩვენებათ, რომ თქვენს პატრნიორთან ურთიერთობაში მთლად ყველაფერი იდიალურად არ არის და ამის შემდეგ გადაწყვეტთ, რომ შედარების საშუალებით შეამოწმოთ, კიდევ გინდათ ოჯახის შექმნა თუ ცოტა ხანს კვლავ თავისუფლებით დატკბებით. სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს შვებულებამ – ან ახალ პარტნიორს შეხვდებით, ან ნათლად დაინახავთ, რომ თქვენს გრძნობებში ცდებოდით. დაოჯახებული ვერძები ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ და გამოუვათ კიდეც! რაც მთავარია, 100%-ით უნდა იყოთ დარწმუნებული, სინამდვილეში რა გინდათ.

კურო

კუროებს ლურჯი თხის წელს სიყვარულზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ექნებათ არჩეული, თუმცა პირადი ცხოვრების სულ დავიწყება მაინც არ ღირს. მიუხედავად ამისა, მათთვის პარტნიორის შეძენასა თუ შენარჩუნებაზე უფრო მნიშვნელოვანი, ფინანსური კეთილდღეობის მოპოვება იქნება. თუ გაუმართლებთ და პარტნიორს სამსახურეობრივ წრეში იპოვიან, პირადი და საქმიანი ცხოვრების მეტად ხელსაყრელად შეხამებას შეძლებენ და აქედან დამატებით სარგებელსაც მიიღებენ. გადახედეთ თქვენს კოლეგებს, იქნებ რომელიმეს დიდი ხანია უყვარხართ? დაოჯახებულ კუროს კი მთელი წლის განმავლობაში ენდომება, რომ ცხოვრების თანამგზავრმა მუდმივად ერთგულება და სიყვარული უმტკიცოს. თუ მეუღლე კუროს კაპრიზისადმი შეუწყნარებლობას გამოიჩენს, შესაძლოა ურთიერთგაგებაში პრობლემები შეექმნათ. შემოდგომაზე კუროებს გასართობი თავგადასავლები ელით, რომელიც ცოტა ხნით მაინც ფულსა და ამბიციებზე ფიქრს დაავიწყებთ.

ტყუპები

ტყუპები თხის წელიწადში იმდენად ხშირად იქნებიან ხალხის თვალწინ, რომ უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდებათ. მათ მხოლოდ ის დარჩენიათ, თავიანთი გემოვნების, განწყობისა თუ მიზნის – ოფიციალური ქორწინებისა თუ უპასუხისმგებლო ურთიერთობებისთვის იდეალურად შესაფერისი პარტნიორი შეარჩიონ. ნუ დამალავთ თქვენს სურვილს, რომ ყველას მოწონდეთ, დაე, თქვენგან მომდინარე ფლუიდები საწინააღმდეგო სქესისთვის საცდური გახდეს. ტყუპების პირადი ცხოვრება წელს სასიკეთოდ მოეწყობა. დაოჯახებული ტყუპებიც ხელიდან არ გაუშვებენ პირად ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანის შესაძლებლობას – ისინი ან რაიმე სიახლეს შეიტანენ მეორე ნახევართან ურთიერთობაში, ან თავბრუდამხვევ რომანს გააჩაღებენ, რაც მეუღლესთან კვლავინდებურ იდეალურ ურთიერთობაში ხელს არ შეუშლით.

კირჩხიბი

კირჩხიბებს სიყვარულის მოთხოვნილება ამ წელს შეიძლება გადაჭარბებულ მომთხოვნელობასა და იდეალური პარტნიორის მოლოდინში გადაეზარდოთ. თუ მეორე ნახევარი უკვე გყავთ, ურთიერთობების შესანარჩუნებლად, შესაძლოა, მისი ხასიათის  ზოგიერთ შტრიხთან შეგუება მოგიხდეთ, განსაკუთრებით თუ იგი რომელიმე ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენელია. საწინააღმდეგო შემთხვევაში კონფლიქტები და სკანდალები გელით, რადგან თქვენი მხრიდან გადამეტებული მოთხოვნების წამოყენებას შესაძლოა იგი საპასუხო მოთხოვნებით შეეგებოს, ან რაიმეს შეცვლა არ მოისურვოს. თავისუფალ კირჩხიბებს კი, ახალი ნაცნობებისთვის დაუსაბუთებელი პრეტენზიების წამოყენებით, მხოლოდ მოკლეხნიანი და არასერიოზული ურთიერთობის შანსი რჩებათ, რადგან ასეთი საქციელით პოტენციურ მეუღლეს თავადვე დააფრთხობენ. ნუ იქნებით მეტისმეტად მომთხოვნი და ნურც მოვლენებს გაასწრებთ წინ. რაც მეტ მოთმინებას გამოიჩენთ სხვისი ნაკლოვანებებისადმი ამ წელიწადში, მით ნაკლებია შანსი, რომ მარტოხელად დარჩეთ. ხშირად იქონიეთ ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, სიყვარულს თუ ვერ იპოვით, კარგად გაერთობით მაინც.

ლომი

ლურჯი თხის წელს ლომები კუთვნილ და ღირსეულ სიმაღლეზე არიან, მხოლოდ არა სიყვარულში. დიდია მუდმივი პარტნიორით იმედგაცრუების საფრთხე, რადგან მან შესაძლოა ლომის ამბიციები ვერ დააკმაყოფილოს. ლომს თხის წელიწადში გართობა და ახალი შთაბეჭდილებების მიღება უნდა და თუ მეორე ნახევარი არ აყვება, ლომი მას დაუნანებლად მიატოვებს. და შესაძლოა, ახალ ურთიერთობებს ძებნა არც დაუწყოს. მას ემოციები სამსახურშიც ეყოფა, რომელიც გაართობს კიდეც და ახალ შეგრძნებებსაც მოუტანს. თუმცა თუ რომელიმე გასართობ საღამოზე გულში ვინმე გამოკვეთილად ნათელი პიროვნება ჩაგივარდებათ, შემდგომ ურთიერთობაზე უარი არ თქვათ. შესაძლოა საინტერესო და მხიარულ ადამიანთან ნაცნობობით თქვენ არა მარტო მოწყენილობამ მიგატოვოთ, არამედ ბოლოს და ბოლოს პირადი ცხოვრებაც აიწყოთ. თავისუფალ ლომებს კი შეუძლიათ „ფაფარი გაიშალონ“, თუმცა არა მაინცდამაინც ოჯახის შექმნის მიზნით, არამედ თაყვანისმცემელთა კოლექციის შესავსებად. ნუთუ ეს ცუდი გართობაა?!

ქალწული

ქალწულებს ლურჯი თხა ერთი ნახვით შეყვარებას პირდება. ქალწულმა თავი ისე შეიძლება დაკარგოს, რომ თუ როდესმე ცივსისხლიანი და ანგარიშიანი იყო, აღარც გაახსენდეს. თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენი რჩეული იპოვეთ, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით, იქნებ სხვა ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყანაშიც გაემგზავროთ. კარგად ანაზღაურებადი სამსახური და ყოფილი მუდმივი პარტნიორიც ვერ გადაგაფიქრებინებთ ამ ავანტიურული ნაბიჯის გადადგმას. თუმცა არის ალბათობა, რომ იმპულსური გადაწყვეტილების მიღება ძალიან მალე სანანებელი გაგიხდებათ, რადგან, მაგალითად, „ქოხი“, სადაც იდიალური ბუდის  მოწყობა განიზრახეთ, შხაპითა და სარეცხი მანქანით არ არის აღჭურვილი. ამიტომ სანამ საღი აზრის კარნახის საპირისპიროდ მოიქცევით, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით, ხომ არ მოგიწევთ პირველივე თვითმფრინავით უკან დაბრუნება და უკან დასაბრუნებელი ადგილი კი აღარსად დაგხვდებათ. მიეცით საკუთარ თავს დაფიქრების დრო და თუ სიტუაციის კარგად აწონ-დაწონვის შემდეგაც არ შეიცვლით გადაწყვეტლებას, ჯერ ახალ საცხოვრებელ ადგილზე ღირსეული პირობების შექმნაზე იზრუნეთ და მხოლოდ მერე დაწვით უკან დასაბრუნებელი ხიდები.

სასწორი

ლურჯი თხის წელს სასწორებს დიდი შანსი აქვთ სულიერი წონასწორობა მოიპოვონ და ბოლოს და ბოლოს, შეხვდნენ ადამიანს, ვის გვერდითაც თავს დაცულად იგრძნობენ. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში, როგორც ზღაპარში, მოვიდეს ვინმე, მოგაშოროთ ყველა პრობლემა და გასაჭირი და დღესასწაული და ჰარმონია გაჩუქოთ. ბედნიერების შანსზე უარი არ თქვათ. თქვენმა მუდმივმა ეჭვებმა ხელი არ შეგიშალოთ იმის მიღებაში, რაც მუდამ გჭირდებოდათ და იმსახურებთ კიდეც. ამ წელიწადში შეგიძლიათ ცოტა ეგოისტებიც იყოთ, საკუთარ თავზე იფიქროთ, მოეშვათ და ყველას ანახოთ, რომ თქვენც გაქვთ "კლანჭები" და საჭირო დროს – თუ ვინმე თქვენს არჩევანს ან სიყვარულის მოპოვების სურვილს შეეხება, მისი კარგად გამოყენებაც შეგიძლიათ. დაოჯახებულმა სასწორებმა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ და ბოლოს და ბოლოს, დაამტკიცონ, ვინ არის ოჯახში უფროსი.

მორიელი

ლურჯი თხის წელს მორიელი „სიყვარულის მოსიარულე თილისმაა“. მათაც კი, ვინც ადრე მორიელის მომხიბლავობას ვერ ამჩნევდა, მძაფრი რეაქცია ექნებათ. თხა ყველაფერს გააკეთებს, რათა მორიელებს სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლდეთ. თუმცა თავად თქვენ ეს მაინცდამაინც არ გაგაკვირვებთ, რადგან მაგნეტიზმი ისედაც მოჭარბებულად გაქვთ, უბრალოდ, 2015 წელს არა მხოლოდ ისეთ პარტნიორს შეხვდებით, ვინც გაგაღმერთებთ, არამედ იგი თქვენს ფინანსურ პრობლემებსაც მოაგვარებს, რათა სიყვარულისთვის მეტი დრო დაგრჩეთ. რა გაეწყობა, მოწყალედ მიიღეთ საჩუქრები და აქეთ-იქითაც შეგიძლიათ გაიხედოთ, უფრო ღირსეული პარტნიორის მოსაძებნად. დაოჯახებულ მორიელებს წელს ერთგულების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. იმდენად დიდი ყურადღებიც ცენტრში მოექცევით, რომ ახალი რომანის დაწყების ცდუნების გაძლება გაგიჭირდებათ.

მშვილდოსანი

თავისუფალ მშვილდოსნებს თხისგან გულუხვი საჩუქარი ელოდებათ – საყვარელი ადამიანი, რომელიც თქვენსავით ფიქრობს, მოქმედებს და თქვენს რიტმში სუნთქავს. თქვენი მომხიბლავობა და ენერგეტიკა ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ და შესაბამისად, ნაცნობობის წრეც გაფართოვდება, მაგრამ თუ ნამდვილი სიყვარულის პოვნა გინდათ, შემთხვევით კავშირებზე ნუ დახურდავდებით, რადგან თქვენი პოტენციური მეორე ნახევარი მეტისმეტად ეჭვიანი შეიძლება გამოდგეს და სულ გონის დაკარგვამდეც რომ უყვარდეთ, თქვენ ვინმესთვის განაწილებას არ შეეგუება. მეტად წარმატებული შეიძლება გამოდგეს მივლინება ადამიანთან ერთად, ვისაც სულ ახლახანს დაადგით თვალი, თუ იგი მართლაც თქვენი თანამოაზრეა – თუმცა თქვენი ურთიერთობის პირველ ნაბიჯებს ეროტიკული ქვეტექსტი არ უნდა ქონდეს, რათა აჩქარებამ არაფერი გააფუჭოს. დაოჯახებული მშვილდოსნები ოჯახის მატერიალური კეთილდღეობის გამყარებით იქნებიან დაკავებული, ამიტომ ზედმეტი „სისულელეების“ დრო არც დარჩებათ. თუმცა თუ თქვენი მეუღლე რომელიმე ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენელია, თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა და უფრო ვნებიანი გახდება.

თხის რქა

თხის რქები ლურჯი თხის წელიწადში თავს სიმაღლეების დამპყრობად და გამარჯვებულად იგრძნობენ. წლის განმგებლის ნაჩუქარი ბობოქარი ენერგია საშუალებას მოგცემთ მოიპოვოთ ყველა და ყველაფერი, ვისზეც და რაზეც თვალი გქონდათ დადგმული. თამამი და მტკიცე იქნებით, სიყვარულის მოპოვებისთვის ნებისმიერი მეთოდი და ხერხი გამოგადგებათ. თუმცა თუ უკანასკნელ მომენტში უკან დაიხევთ, შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ, რასაც ასე ესწრაფვოდით. ამიტომაც სანამ სასურველი ობიექტის მოსაპოვებლად „შეტევას“ წამოიწყებთ, კარგად დაფიქრდით, გინდათ თუ არა ეს ნამდვილად, რათა შემდეგ გამარჯვებამდე ორი ნაბიჯით ადრე არ შეჩერდეთ. დასანანი იქნება დროის, ძალებისა და ემოციების დაკარგვა, თუ შედეგს ვერ მიაღწევთ.  სიმშვიდით დაოჯახებული თხის რქებიც ვერ დატკბებიან. შეიძლება მეტოქეს შეეჯახოთ, რადგან თქვენი მეორე ნახევარი დაპირებების შესრულებას აღარ დაუცდის და უბრალოდ სხვას მოძებნის, ვისაც თქვენზე მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა ექნება და მეტ ყურადღებასაც გამოიჩენს. ამიტომაც თუ ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებებს არ გეგმავთ, დროულად გაიხსენეთ, რას დაპირდით საყვარელ მეუღლეს და მისი შესრულება დააჩქარეთ.

მერწყული

ლურჯი თხა მერწყულებს სიყვარულით დაასაჩუქრებს, თუ ისინი ამისთვის მზად იქნებიან. ამიტომაც ეცადეთ წლის დასაწყისში წარსულთან დაკავშირებული ილუზიები თავიდან მოიშოროთ, არ ელოდოთ მის დაბრუნებას, ვინც უკვე წავიდა – ეს თქვენ მომავალ ბედნიერებას შეუშლის ხელს. ეცადეთ ყოველთვის განუმეორებელი და სასურველი იყოთ, თუნდაც თავიდან ეს თქვენთვის მხოლოდ თამაში იყოს. აჩვენეთ თქვენი საუკეთესო და მომხიბლავი მხარეები ადამიანებს, შეარჩიეთ ახალი გარდერობი, რომელიც თქვენი ფიგურის ღირსებებს დახვეწილად გაუსვამს ხაზს. დიდ მომთხოვნელობას ნუ გამოიჩენთ ადამიანისადმი, ვინც თუნდაც ზომაზე მეტი ყურადღება მოგაქციათ. თქვენთვის მთავარია, იყოთ ისეთი, როგორ საკუთარ თავზეც მუდამ ოცნებობდით, თხა კი ხალისით აგიბამთ  მხარს და ყველაფერში დაგეხმარებათ. დაოჯახებული მერწყულები მეორე ნახევრისგან მხარდაჭერას იგრძნობენ. შესაძლოა მეუღლესთან ერთად საერთო საქმისა თუ პროექტის წამოწყებამ, ერთმანეთის ახალი მხარეები დაგანახოთ.

თევზები

თევზები ლურჯი თხის წელიწადში არა მხოლოდ პირად ბედნიერებას მოიპოვებენ, არამედ ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავშიც გაერკვევიან. ჰარმონიის მისაღწევად სწორედ ეს აკლდათ. უბრალოდ გარშემომყოფებს ხელს ნუ შეუშლით უყვარდეთ, ხელის გულზე გატარონ, სერენადები გიმღერონ და დღესასწაულები გაჩუქონ. ზედმეტად მორცხვები და ჩაკეტილები ნუ იქნებით – გაცილებით მეტს იმსახურებთ, ვიდრე დღეს გაქვთ. ეს წელიწადი მოქმედების და არა სინამდვილისა და საკუთარი სურვილებისგან დამალვის დროა. თუ მეორე ნახევარი უკვე გყავთ, მიღწეულზე ნუ გაჩერდებით, განავითარეთ და სრულყოფილებამდე მიიყვანეთ თქვენი ურთიერთობა. წლის მეორე ნახევარში დაგჭირდებათ ყველა ადამიანი, ვისაც უყვარხართ და თქვენდამი ლოიალურადაა განწყობილი, რადგან თქვენი გრანდიოზული გეგმების რეალიზაციას თანამოაზრეები და დამხმარეები ჭირდება, ამიტომაც წინასწარ განაწყეთ თქვენი მეორე ნახევარი. დაე, იგი მზად იყოს, არა მხოლოდ უყვარდეთ, არამედ თქვენს გეგმებშიც მხარი დაგიჭიროთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები