1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბედნიერი წყვილის 10 საიდუმლო

ზოგიერთი წყვილი 2-3 წელიც ვერ ძლებს ერთად, სხვები იძულებით ინარჩუნებენ ქორწინებას, თუმცა არიან ბედნიერი წყვილებიც, რომლებიც ათწლეულების განმავლობაშიც სიამტკბილობით ცხოვრობენ და მათი სიყვარული სულ უფრო ძლიერდება. რა არის მათი საიდუმლო? მათაც ჰქონდათ ცხოვრებაში პრობლემები და განსაცდელები, თუმცა ერთად გადალახეს ყველაფერი. ურთიერთობები ხომ წვრილმანებისგან შედგება. დღეს გაკეთებული პატარ-პატარა საქმეები მომავალში ამყარებს ურთიერთობებს. მეორე ნახევარს ყოველთვის სჭირდება იმის შეგრძნება, რომ შენ აფასებ თქვენს ურთიერთობას, ქალია თუ მამაკაცი, არ აქვს მნიშვნელობა – ეს ყველას სიამოვნებს. ამ სიაში ის დეტალებია, რომლებიც ბედნიერ წყვილს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ უნდა აკლდეს.

1. ყურადღება
არ დაგავიწყდეს, ყურადღებით მოუსმინო, რასაც პარტნიორი ამბობს. სხვა ადამიანის მოსმენა და გაგება ხანდახან ურთიერთობების სხვა ასპექტებზე უფრო მნიშვნელოვანია. შეუდარებელია გრძნობა, როცა იცი, რომ შენი ესმით და გვერდში გიდგანან.

2. შეხება
შემთხვევითი სენსორული კონტაქტი არანაკლებ აახლოვებს, ვიდრე სექსი. მოეფერეთ, შეეხეთ ერთმანეთს, თითქოს შემთხვევით ან უმიზეზოდ (არა მხოლოდ იმის გამო, რომ მადლობა გამოხატოთ რაღაცისთვის, ან დაღამდა და საწოლისკენ მიიჩქარით) – ასეთი ალერსი და მოფერება კავშირს ამყარებს.

3. თავაზიანობა
ეს ბუნებრივი რამაა, რომ თავაზიანი იყო პარტნიორთან მიმართებაში. თუმცა ხშირად ვივიწყებთ ამას. დროულად ნათქვამი "მადლობა" და "თუ შეიძლება", უანგაროდ გაკეთებული პატარა დახმარებები ჩხუბის გარეშე ცხოვრების საფუძველია.

4. მადლიერება
ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის გადაიხადო მადლობა იმ კარგისთვის, რასაც საყვარელი ადამიანი გიკეთებს. არც ერთი პატარა საქმე თუ დეტალი არ უნდა იყოს დატოვებული უყურადღებოდ. იყავი მადლობელი იმის გამო, რომ ეს ადამიანი ყოველდღე გირჩევს სწორედ შენ.

5. ურთიერთობა
იმისათვის, რომ სხვადასხვა თემაზე ისაუბროთ ან უბრალოდ გაიგოთ, როგორ აქვს საქმეები ახლობელ ადამიანს, არ არის საჭირო განსაკუთრებული მიზეზი. თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ ურთიერთობები მხოლოდ იძულებითი საჭიროებების დონეზე ხდება, ერთობლივი შოპინგების თუ ბავშვების ექიმთან წაყვანის პერიოდებში. არადა, აუცილებელია, ისე, ყოველდღე, უმიზეზოდ იურთიერთოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ კვლავ გაინტერესებთ ამ ადამიანთან ერთად ყოფნა, მისი აზრებისა და ემოციების გაგება და ეს მასაც უნდა აგრძნობინოთ.

6. ფლირტი
არ შეწყვიტოთ პარტნიორთან ფლირტი, მისი მოხიბვლა, რა დროც არ უნდა იყოს გასული თქვენი ერთად ყოფნიდან. შემთხვევითი ღიმილი, თვალის ჩაკვრა თუ კომპლიმენტი თქვენი ურთიერთობის პირველ დღეებს გაგახსენებთ, იმას, რა გიზიდავდათ ადრე ერთმანეთში.

7. გუნდური მუშაობა
გააკეთეთ ერთად რამე, სულ ერთია, რა. მოამზადეთ კერძი, ისეირნეთ, აირჩიეთ რაიმე ერთობლივი ჰობი – ეს ყველაფერი გაგაერთიანებთ და მოგანიჭებთ შეგრძნებას, რომ დიდ საერთო გზაზე ერთად მოაბიჯებთ.

8. იუმორი 
ოხუნჯობა, იუმორი, ხუმრობა, პრობლემებისადმი მსუბუქი მიდგომა შეუფასებელია. ბევრი ადამიანი იიოლებს ამით ცხოვრებას და მეორე ნახევარსაც უმსუბუქებს ყოფას. იცინეთ ერთად, იხუმრეთ. თუ მიჩვეული ხართ ერთად სიცილს, ვერაფერი დაგემუქრებათ.

9. პატიება
დიდი წყენა პატარა წყენების ნაკრებია. წვრილმანების გამოც უნდა შეგეძლოთ ერთმანეთის პატიება და ბოდიშის მოხდა, რომ ეს წყენა არ დაგროვდეს და არ გაიზარდოს. ძალიან მარტივია პატიების თხოვნა და ასევე – მიტევება, მათგან მიღებული სარგებელი კი უზარმაზარია.

10. ოცნებები
საერთო მიზნები და ოცნებები მომავლისკენ მიმავალი გზაა. მხარში დაუდექით მეორე ნახევარს მის წამოწყებებში, გაუმყარეთ იმედები. იყავით ერთად, ოღონდ არ შეუზღუდოთ ერთმანეთს არჩევანის, ოცნებების თავისუფლება. 
mshoblebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები