1 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

იოსებიძის ქუჩაზე 20 წლის გოგონა მძარცველებმა ჯერ აწამეს,წასვლამდე კი ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვეს

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე  სააკიანების ოჯახი დააყაჩაღეს.  ყაჩაღობის დროს სახლში 20 წლის გოგონა იმყოფებოდა , რომელიც ბოროტმოქმედებმა დააბეს და აწამეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 
მეზობლების ინფორმაციით, მძარცველებმა წასვლამდე ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვეს. გოგონას გადარჩენა სახლში მისულმა მშობლებმა შეძლეს. ჯერ უცნობია, რისი წაღება მოახერხეს მძარცველებმა. 
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოჯახს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს. 
მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.  წასვლამდე ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები