1 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სიცოცხლის ხე სტუმრად ფოლკსვაგენ ჯორჯიაში

საქართველოს ბანკის საქველმოქმედო ფონდის „სიცოცხლის ხის“ და იბერია ბიზნეს ჯგუფის ორგანიზებით ფოლკსვაგენ ჯორჯიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს უმასპინძლა. შეხვედრამ ძალიან თბილად და ნაყოფიერად ჩაიარა.

სიცოცხლის ხის ელჩი იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო, რომელმაც თავისი პირადი გამოცდილება გაუზიარა ახალგაზრდებს. დიალოგი მეტად აქტიურად წარიმართა, ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ამ ახალგზრდებს ყველაზე მეტად აწუხებთ: საზოგადოების დამოკიდებულებაზე მათ მიმართ, პანდუსების არ ქონაზე ქალაქის სხვადასხვა ადგილებში და არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე, მათთვის განკუთვლილი ტრანსპორტის არარსებობაზე. ახალგაზრდები, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ საჭიროებენ მეტ კომუნიკაციას ხალხთან, მეტ მზრუნველობას და მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან.

„ჩვენ დღეს საქართველოს ბანკის დამსახურებით დიდი პატივი გვხვდა წილად, გვემასპინძლა ამ ძალიან ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდებისთვის. მათი სახით დღეს ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებსაც საზოგადოებისგან დახმარება და თანადგომა ჭირდებათ. ბევრი ვისაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ მათ სურთ განათლების მიღება, დასაქმება, მაგრამ არაადაპტირებული გარემოს გამო დღესდღეისობით სამწუხაროდ ამ სურვილების რეალიზებას ვერ ახდენენ.

იბერია ბიზნეს ჯგუფი გახლავთ მსხვილი დამსაქმებელი, მისი საქმიანობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ეხება, რაც მთლიანობაში მას ბაზრის ერთერთი მნიშვნელოვან მოთამაშედ ხდის. რაც შეეხება ჯგუფის სოციალურ ფუნქციას, ჯგუფის სხვადასხვა წევრები ჩართულნი არიან საქველმოქმედო აქციებში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლბთ ფონდ იავნანასთან და ასევე აქტიურად ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას „სიცოცხლის ხის „ მონაწილეებთან და ორგანიზატორებთან. ჩვენ აუცილებლად შევუწყობთ ხელს ამ ახალგაზრდების დასაქმებას და მათთვის სრულფასოვანი განათლების მიღებას. კარგი იქნება თუ ამ გამოწვევას სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან“ განაცხადა ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა – იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტმა.


ფონდ სიცოცხლის ხის ყველა მონაწილე დაკავებულია სხვადასხვა სპორტის სახებით, ერთ-ერთი მათგანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება მშვილდის სროლაში, ზოგი დაკავებულია შტანგის აზიდვითა და ჩოგბურთის თამაშით, ზოგიც ცეკვავს, წიგნს წერს. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ აქტიური ცხოვრებით დაკავდნენ და ჩვენი ყველას ვალია გავხდეთ მხარი დავუჭიროთ ამ ახალგაზრდების ინტეგრირებას საზოგადოებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები