1 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანია’’ ტალინში - „Tallinn Food Fest 2014“

1 ნოემბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ყოველწლიური კვებისა და სასმელი პროდუქტების გამოფენა Tallin Food Fest გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქართულ და უცხოურ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილი იყო ს.ს "ქართული ლუდის კომპანიის’’ პროდუქცია .

ლუდსახარში "ზედაზენის’’ მიერ წარმოებულმა ლუდმა და ლიმონათმა მაღალი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით დიდი დაინტერესება გამოიწვია ბალტიისპირეთის კომპანიების მხრიდან.

ამჟამად ს.ს "ქართული ლუდის კომპანიამ’’ გააფომრა ხელშეკრულება GEO EAST COMPANY–სთან, რომელიც გახდება კომპანია "ზედაზენის’’ სავაჭრო პარტნიორი ესტონეთში. ამასთან, აღნიშნული პარტნიორი განახორციელებს პროდუქციის ექსპორტს და ესტონეთის მაღაზიათა ქსელებში მის განთავსებას.

Tallinn Food Fest კვებისა და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები იღებენ მონაწილეობას.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, Tallinn Food Fest 2014 პირველი გამოფენაა ევროკავშირის სივრცეში, რომელშიც საქართველომ მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, აღნიშნული გამოფენა ესტონეთის და, შესაბამისად, ევროკავშირის ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქციის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები