1 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ შეცვალა „X ფაქტორმა“ სალომე ტეტიაშვილის ცხოვრება და როდის გადავა დედა შვილი ნანუკას ნაჩუქარ ბინაში ?

 სალომე, „X ფაქტორმა“ რადიკალურად შეცვალა შენი ცხოვრება. 

სალომე: ამოტრიალდა, არ ვიცი, რამდენი გრადუსით. ყველაფერი სხვანაირად არის. „X ფაქტორიც“ რომ დაიწყო, მაშინაც არ ჰგავდა ჩემი ცხოვრება ჩემს რეალურ ცხოვრებას. არ მიფიქრია სცენაზე დადგომა. რამდენჯერმე ვცადე, არ გამოვიდა და ხელი მქონდა ჩაქნეული. ეს იყო ბოლო ცდა, ისიც დედის თხოვნით. ამ წელს ყველაფერი კარგად მიდის, ყველაფერი ახალი და კარგი ხდება – უკეთესობისკენ შეიცვალა და ძალიან მინდა, ასე გაგრძელდეს. სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება მინდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი. ხალხის მხრიდან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ეს მახარებს. ეს დიდ ძალას და სტიმულს მმატებს. ფინალში გადასვლას არ ველოდებოდი, მეგონა, შანსები მცირე გვქონდა, რადგან ლევანი ძალიან ძლიერი კონკურენტია და ზურგს უმაგრებდნენ ძლიერი ლობისტები. მაგრამ, ჩემმა ლობისტებმა შანსი არავის დაუტოვეს. 

ქეთა: ჩვენ უნდა გავიმარჯოთ, მაგრამ ოთო ნემსაძეა ძლიერი, გიორგი ბერიძე.

გიორგი: კიდევ სტვენია, რომ არის. 

– მახსოვს, „ნანუკას შოუში“ ბინა გაჩუქეს, გადახვედი უკვე?

სალომე: რამდენიმე დღეში გადავსახლდებით. ასე ჯერ არაფერი გამხარებია. დედა მეუბნება: ერთი შენი დაბადება გამიხარდა და მეორე სახლის ამბავიო. ოცნებები რომ ხდება, აქამდე არ მჯეროდა, წელს დავიჯერე  და მინდა, სულ ასე იყოს. ახალმოსახლეობაზე გიორგის და ქეთასაც დავპატიჟებ 


ნათია უტიაშვილი "თბილისელები"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები