1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნოემბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ნოემბერი ვერძებისთვის საკმაოდ რთული თვე იქნება. ვარსკვლავები მათ სიმშვიდესა და ნერვების დაზოგვას ურჩევენ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ნოემბერში ვერძებმა ყველა საქმის კეთება და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ. ახლა სხვების ჯერია. ამ ნიშნის წამომადგენლები 22-მდე, ანუ ახალმთვარეობის დაწყებამდე ჩრდილში უნდა დარჩნენ. ეს მიდგომა მათთვის არა მხოლოდ უფრო ეფექტური, არამედ უსაფრთხოც იქნება. ჯერჯერობით კი ჩაატარეთ წინასწარი მოლაპარაკებები სამომავლო ინვესტიციებზე, მოემზადეთ მივლინებისთვის, რომელიც თვის ბოლოს ან ცოტა კიდევ მოგვიანებით შეიძლება შედგეს. დაქირავებული ვერძები ყურადღებით უნდა მოეკიდონ ხელმძღვანელობის განკარგულებებს და დიპლომატიის მაქსიმუმი გამოავლინონ, რადგან ნოემბერში უფროსობასთან პრობლემების შექმნის ალბათობა მაღალია. განსაკუთრებული სიფრთხილე ნოემბრის მეორე დეკადაშია საჭირო. ვერძის მატერიალური მდგომარეობა ნოემბერში სტაბილური იქნება. ამ თვეში საკმაოდ ბევრი ხარჯის გაწევა მოგიხდებათ პირადი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ახლობლები დახმარების ხელსაც გამოგიწვდიან.  ამ პერიოდში დიდია შანსი მიიღოთ სასურველი კრედიტი ან ბიზნეს ინვესტიცია.

რომანტიულ ურთიერთობაში მყოფ ვერძებს გარკვეული სირთულეები შეექმნებათ. თითქოს თქვენი პარტნიორი შეგნებულად ამბობს უარს, თქვენს მდგომარეობაში შემოვიდეს და გაგიგოთ. ეცადეთ ზეწოლა შეამციროთ და თითოეულ საქციელზე ანგარიშის ჩაბარება არ მოსთხოვოთ. ნოემბერში ვერძმა გაგება და მორიდება უნდა გამოიჩინოს, ასეთ შემთხვევაში ბევრი პრობლემა თავისით აუვლის გვერდს. თვის ბოლოსკენ სიტუაცია ნელ-ნელა ნორმალურ კალაპოტში ჩადგება და დეკემბერში სრულყოფილად მოგვარდება. სხვათა შორის, ნოემბერში ამ ნიშნის წარმომადგენლები საყვარელ ადამიანთან ერთად ერთობლივ მოგზაურობაში შეიძლება წავიდნენ, რაც მათ ურთიერთობას გაამყარებს. დაოჯახებულ ვერძებს საკმაო თანხების დახარჯვა მოუწევთ შვილების პრობლემების აღმოსაფხვრელად. მომჭირნეობის გამოჩენა არ ღირს, რადგან რასაც ახლა დახარჯავთ, თქვენი ბავშვების მომავალ კეთილდღეობაში ჩადებული ინვესტიცია იქნება. ნოემბრის პირველ ორ დეკადაში ვერძის ენერგეტიკული პოტენციალი დაბალ ნიშნულზე იქნება, რის გამოც მას სერიოზული დაავადებებისგან ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება თუ გადაარჩენს. სავსე მთვარის დადგომის – 22 ნოემბრის შემდეგ კი ვერძი კვლავ ენერგიით აღივსება, დეკემბერს კი შესანიშნავ ფორმასა და განწყობაზე შეხვდება.

კურო

ეს თვე კუროებისთვის პრობლემების გარეშე არ ჩაივლის, თუმცა გულთან ახლოს ნურაფერს მიიტანთ – ნოემბრის ბოლოსთვის ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგება. თვის პირველ ორ დეკადაში პრობლემები შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ბიზნეს პარტნიორებთან შეგექმნათ. უთანხმოების მიზეზი ერთობლივი ბიზნესი ან ქონების გაყოფა შეიძლება გახდეს. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი დროებითია და კედელს ჯიუტად ნუ დაეტაკებით, ეცადეთ მოუსმინოთ რისი თქმა უნდა პარტნიორს და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ. ამ შემთხვევაში დეკემბერში უკვე ყველაფერი მოგვარებული იქნება და ერთობლივ საქმიანობასაც განაგრძობთ. გაუგებრობები მოსალოდნელია საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქში მომუშავე პარტნიორებთანაც, თუმცა მთლიანობაში საქმე მაინც წარმატებულად კეთდება. თვის მეორე ნახევარში ყველა პრობლემის მოგვარების გასაღები მოინახება. მესამე დეკადაში სიტუაცია უკვე თქვენ სასარგებლოდ შეიცვლება. ნოემბერში კუროს ფინანსური მდგომარეობა შესაშური არ იქნება, ხარჯები იზრდება, შემოსავლები კი პირიქით, მცირდება. ეცადეთ ქამარი შემოიჭიროთ და აუცილებელი პუნქტების გარდა ყველა სხვა ხარჯის გაღებას მოერიდოთ. რაც მთავარია, არავის მისცეთ თქვენს საფულეში ჩაძრომის უფლება.

კურო ვერც პირად ცხოვრებაში ასცდება პრობლემებს. ამ ნიშნის დაოჯახებულ და რომანტიულ ურთიერთობებში მყოფ წარმომადგენლებს გარკვეული უთანხმოება შეექმნებათ პარტნიორთან, ერთ-ერთის მშობლების გამო. შესაძლოა რაიმე საყოფაცხოვრებო საკითხზე ვერ შეთანხმდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ უსიამოვნებას ძალიანაც ნუ განიცდით, რადგან ის მალე გაივლის. მოუსმინეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს. ნოემბრის შუაში შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია შეგექმნათ მეუღლის ნათესავებთან, ამავე დროს რაღაც არც ისე სასიამოვნო სიახლე შეიტყოთ. ამ უკანასკნელით ნოემბრის თვის ყველა უსიამოვნება დასრულდება და დეკემბერში თქვენს პირად ცხოვრებაში სრული ჰარმონია დაისადგურებს. ამ პერიოდში კუროს ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც მაღალი არ იქნება, ამიტომ ძალების ნაკლებობას იგრძნობთ. უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები და ეცადოთ პრობლემებს მშვიდად შეხვდეთ. ივარჯიშეთ და იმუშავეთ თქვენი ორგანიზმის გაკაჟებისთვის.

ტყუპები

ნოემბერში ბიზნესმენი ტყუპების ცხოვრებაში პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგება. შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად ტყუპებს ირგვლივმყოფთა – დაქვემდებარებულებისა თუ თანამშრომლების დახმარება დაჭირდება. სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მომუშავე კონტრაგენტებთან ურთიერთობაში გარკვეული სირთულეები შეიძლება შეიქმნას, რომლებსაც ახალმთვარეობის დადგომამდე, ანუ 22 ნოემბრამდე უნდა მიხედოთ. დაქირავებულ თანამშრომლებად მომუშავე ტყუპებს ვარსკვლავები ორგანიზაციის შიდა წესებისა და დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულებას ურჩევენ, რადგან ამ პერიოდში ხელმძღვანელობა მათ კონტროლს გააძლიერებს. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ საკითხებს უნდა მიაპყროთ. არ არის საჭირო თანამშრომლებთან კონფრონტაციაზე წასვლა. ნოემბრის ბოლო დეკადაში ტყუპები ამ თვეში შექმნილ ბევრ პრობლემას მოუღებენ ბოლოს და დეკემბერში მათი პროფესიული ცხოვრება შეუდარებლად მშვიდი იქნება. მიმდინარე თვეში ტყუპებს განსაკუთრებული ფინანსური შეფერხებები არ ელოდებათ. პირიქით, მათი შემოსავლები გაიზრდება კიდეც.

რომანტიულ ურთიერთობებში მყოფი ტყუპებისთვის ნოემბრის დასაწყისი და შუა პერიოდი ძალიან რთული დრო იქნება. შეიძლება თქვენი პარტნიორი არ იყოს მზად თქვენი მუდმივად სამსახურში ყოფნისთვის და ამ ურთიერთგაუცხოებამ გამუდმებულ კონფლიქტებთან მიგიყვანოთ. თუ შერიგება შეუძლებელი აღმოჩნდება, ტყუპები მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას და არც ახალი რომანის გაჩაღებას დააყოვნებენ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის თვის ბოლოს მოსალოდნელია ახალი, ძალიან პერსპერქტიული ურთიერთობის დაწყება. ნოემბერში ტყუპებს სასიცოცხლო ძალების კლება დაეწყებათ, ამიტომ საჭიროა ზომიერების გამოჩენა და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. მძღოლი ტყუპები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ.

კირჩხიბი

რასაკვირველია, სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხანდახან მაინც უნდა დაისვენოთ. და რატომაც არა ნოემბერში? შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ კირჩხიბმა დროის უმეტესი ნაწილი ოჯახურ საზრუნავს ან რომანტიულ პაემნებს დაუთმოს. ამ თვეში კირჩხიბისთვის კარიერაზე მნიშვნელოვანი პირადი ცხოვრება იქნება, ყოველ შემთხვევაში თვის პირველი ორი დეკადა მაინც, ამიტომ აჯობებს მცირე შვებულება აიღოთ და ცოტა დაისვენოთ. თუ სამსახურის გარეშე მაინც არ გამოდის, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დოკუმენტების, მით უფრო, ფინანსური საბუთების ხელმოწერისას, რადგან უყურადღებობის ან გაუგებრობის გამო ფულის დაკარგვის ალბათობა მაღალია. თვის მეორე დეკადაში მოსალოდნელია უთანხმოებები საქმიან პარტნიორებთან, რაც ერთობლივი ბიზნესის სამომავლო განვითარების საკითხებით იქნება გამოწვეული. საშუალო თანამდებობაზე მომუშავე კირჩხიბები კი გულისყურით უნდა მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს და პირადი საქმეების გამო სამსახურეობრივ პასუხისმგებლობას არ გაერიდონ. საწინააღმდეგო შემთხვევაში, მოსალოდნელია კონფლიქტი არა მხოლოდ ხელმძღვანელობასთან, არამედ კოლეგებთანაც. მთლიანობაში, პროფესიულ ცხოვრებაში საქმეები არც ისე კარგად მიდის და ასე გაგრძელდება ახალმთვარეობამდე, ანუ 22 ნოემბრამდე. თვის ბოლო დღეები კი საკმაოდ აქტიური იქნება. კირჩხიბი საქმეში საგრძნობ პოზიტიურ შედეგებს მიაღწევს. ნოემბრის მესამე დეკადამდე კირჩხიბებს დიდი ხარჯები ექნებათ, ძირითადად შვილების ან ახლობლების საჭიროებისთვის. თვის ბოლოს კი მოსალოდნელია საკმაოდ სოლიდური შემოსავლის მიღება, რაც წინა პერიოდის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს.

რომანტიულ ურთიერთობებში მყოფი კირჩხიბებისთვის ეს თვე შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. 2014 წლის ნოემბერში კირჩხიბი თავის ემოციებს ნებაზე მიუშვებს და მათი ზემოქმედების ქვეშ მყოფი არასწორად შეაფასებს, რას ამბობს ან აკეთებს პარტნიორი. რაც ყველაზე უარესია, ამ პერიოდში ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. დაოჯახებულ კირჩხიბებს შვილები ეყოლებათ საპატრონო, რასაც ასევე მნიშვნელოვანი ხარჯები დაჭირდება. გამორიცხული არ არის, კირჩხიბმა საერთოდ დაკარგოს თავის ფინანსებზე კონტროლი და გაცილებით მეტი დახარჯოს ამ პერიოდში, ვიდრე შეეძლო საკუთარი თავისთვის ამის უფლება მიეცა. ზოგიერთი კირჩხიბი 2014 წლის ნოემბერში იმიჯს შეიცვლის. ეს პროცესი საკმაოდ სასიამოვნო, მაგრამ ძვირადღირებული იქნება, თუმცა სიძუნწის გამოჩენა არ ღირს, რადგან ამ ცვლილებების წყალობით კირჩხიბი დახარჯულს იოლად აინაზღაურებს. ამ თვეში კირჩხიბი სასიცოცხლო ენერგიით სავსე, სრულიად ჯანსაღი და ძალიან მომხიბვლელი იქნება.

ლომი

ამ თვეში ძალიან მნიშვნელოვანია, იმოქმედოთ თანმიმდევრულად – არ ეცადოთ მოვლენებს წინ გაუსწროთ ან რამდენიმე საფეხურს ერთი ნაბიჯით გადაახტეთ. ლომი ჩვეული ამბიციებისგან უნდა გათავისუფლდეს, ამ პერიოდში მომეტებული ამბიციურობა მხოლოდ ხელს შეუშლის როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ნოემბერში ლომის ყურადღების ცენტრში არა პროფესიული, არამედ პირადი ცხოვრება მოექცევა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ლომი მაინც ბევრ დროს დაუთმობს სამსახურს, კერძოდ, ოფისის კეთილმოწყობას ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. ნებისმიერი დონის რგოლის ხელმძღვანელები ყურადღებით უნდა იყვნენ თავიანთ დაქვემდებარებულებთან, რომლებიც სრულიად ზედმეტ ინიციატივებს გამოიჩენენ. ამ პერიოდში შეიძლება გუნდში პრობლემები შეიქმნას და ერთ-ერთი კოლეგის დაუდევრობის გამო საფრთხის წინაშე მთელი კომპანია დადგეს. ნოემბერში ამოტივტივდება თითქოსდა უკვე წარსულად ქცეული იურიდიული საკითხები, ასევე მოსალოდნელია მაკონტროლებელ ორგანოებთან გადაკვეთაც. აღელვებად არ ღირს, რადგან ნოემბრის ბოლოს უკვე ყველაფერი ჩვეულ, მშვიდ კალაპოტში ჩადგება. თუმცა ნურც მაინცდამაინც მოეშვებით, მეთოდურად მოაგვარეთ ეს პრობლემები, მათი ხვალისთვის გადადება აღარ ღირს. ნოემბერში ლომებს ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ კარგი სიტუაცია ექნებათ. მართალია, დიდი შემოსავლები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც ბევრი ხარჯები გექნებათ.

ნოემბერში ლომი პირად ცხოვრებას დიდ დროს დაუთმობს. საკმაო დროის გამოყოფა მოგიწევთ უფროსი ნათესავების საჭიროებების, უძრავი ქონების საკითხებისა და მშობლებისთვის. სამწუხაროდ, თუ ამ პერიოდში ლომი თავის ამბიციებს ვერ მოერევა, ეს დიდ კონფლიქტამდე მიიყვანს, რადგან საკუთარ პოზიციებს მეორე მხარეც გააფთრებით დაიცავს. ეს სიტუაცია არა მხოლოდ თქვენს, არამედ თქვენი პარტნიორის ან მეუღლის ნათესავებს შეიძლება შეეხებოდეს. საუკეთესო გამოსავალია გახსოვდეთ, რომ უშეცდომო არავინაა, მათ შორის, არც თქვენ. საჭიროა დიპლომატიისა და მოთმინების გამოჩენა, რაც პირველ რიგში თქვენთვის იქნება სასარგებლო, მეორე რიგში კი გარშემომყოფებისთვის. ცოტაც მოითმინეთ, დეკემბერში სიტუაცია ჩაწყნარდება. ამ თვეში ლომები ჯანმრთელობას უნდა მოუფრთხილდნენ. ძალიან მაღალია გაციების ან რაიმე სერიოზული ინფექციის შეყრის ალბათობა. ასევე ქრონიკული დაავადებები შეიძლება გართულდეს, ამიტომ საჭიროა პროფილაქტიკის ჩატარება.

ქალწული

ნოემბერი საკმაოდ დაძაბული თვე იქნება ქალწულისთვის. ახლობლების მხარდაჭერის იმედიც კი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა არც დაბრკოლებები იქნება იმდენი და ისეთი რთული, რომ მარტოხელას გადალახვა გაუჭირდეს. ამ ნიშნის წარმომადგენლები სამსახურში ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან დიდია ერთი შეხედვით წვრილმანი, მაგრამ შედეგით მნიშვნელოვანი შეცდომების დაშვების ალბათობა. თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკან ნუ დაიხევთ, ყველაფერი მალე მოგვარდება. შესაძლოა თქვენს ფირმას მაკონტროლებელი ორგანო ეწვიოს ან ძველი, გადაუჭრელი იურიდიული საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგეს. შესაძლოა, საზღვარგარეთელმა კონტრაგენტებმა იმედები გაგიცრუონ ან დაგეგმილი საქმიანი მივლინება ჩაგეშალოთ. მოკლედ, წვრილმანი, მაგრამ უსიამოვნო მომენტები მრავლად იქნება. თვის ბოლოსკენ კი ქალწული ყველა პრობლემასთან გამკლავებას შეძლებს და დეკემბერს მშვიდად გაატარებს. ნოემბერი ფინანსური თვალსაზრისითაც პრობლემური პერიოდი იქნება. თვის შუა დეკადაში განსაკუთრებით მსხვილი ხარჯი გელოდებათ. ძირითადი გასავალი ოჯახისა და პირადი საჭიროებისთვის გექნებათ.

ქალწული პირად ცხოვრებაშიც პრობლემებისთვის უნდა ემზადოს. შეყვარებულები მუდმივად იკამათებენ, იჩხუბებენ და შესაძლოა მათი ურთიერთობა ჩიხშიც კი შევიდეს. თუ ფიქრობთ, რომ ამ ურთიერთობამ საკუთარი თავი ამოწურა, დროა ის დაასრულოთ. ნოემბერში მნიშვნელოვანი ხარჯები გელოდებათ შვილების საჭიროებისთვის. ნათესავებთან ურთიერთობაც იძაბება, რადგან მათ ისეთი მოთხოვნები შეიძლება წამოაყენონ, რომელთა ანგარიშის გაწევაც ქალწულს იძულებით მოუწევს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ქალწული ფრთხილად უნდა იყოს ქრონიკულ და ვირუსულ დაავადებებთან, ასევე ხერხემალთან. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით მძღოლი ქალწულები.

სასწორი

ამ თვეში სასწორები პრაქტიკული ხასიათის საკითხებით იქნებიან დაკავებული, რაც მათი ყურადღებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის კონცენტრირებას მოითხოვს. მდგომარეობა როგორც უნდა განვითარდეს, სასწორი ყველაფერს გაუმკლავდება. თვის მთელი პირველი ნახევარი ფინანსური საკითხების მოგვარებაში იქნებით ჩაფლული. მოგიწევთ ან ინვესტიცია ეძებოთ ახალი პროექტისთვის ან უკვე მოპოვებული თანხის განაწილებაზე იზრუნოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ პარტნიორებთან ფინანსურ ნიადაგზე დაპირისპირება მოგიხდეთ. 2014 წლის ნოემბერში სასწორებს ბევრ დათმობაზე წასვლა მოუწევთ. რამდენად სერიოზულადაც უნდა გეჩვენებოდეთ ეს პრობლემა, ნოემბრის ბოლოს ის აუცილებლად დარეგულირდება. შეიძლება კუდები დეკემბერშიც გადაყვეს, მაგრამ იქითა წელში ნამდვილად აღარ. ნოემბერში სასწორის მატერიალური მდგომარეობა სტაბილური იქნება. მართალია, საკმაოდ დიდი ხარჯები ელოდებათ, მაგრამ არც შემოსავლები დააყოვნებს და თვის ბოლოსთვის დადებითი ბალანსი დაჯდება.

ნოემბრის დიდ ნაწილს სასწორები თავიანთ პარტნიორებთან ჩხუბსა და კამათში გაატარებენ.  ასეთი მდგომარეობა ახალმთვარეობამდე, 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. შემდეგ მოდავეები დამშვიდდებიან და შესაძლოა, ერთობლივ მოგზაურობაზეც კი დაფიქრდნენ, სადაც საბოლოოდ შერიგდებიან კიდეც. ჯანმრთელობის თვალსაზრისით სასწორს ნოემბერში არაფერი ემუქრება. მისი სასიცოცხლო ტონუსი მაღალ ნიშნულზეა, ასე რომ, ვერანაირი ქრონიკული დაავადება ვერაფერს დააკლებს. თვის ბოლო დეკადისკენ გაიზრდება ხერხემლის პრობლემების, ასევე შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების გაჩენის ალბათობა.

მორიელი

ნოემბერი მორიელის თვეა და რასაკვირველია, თავის თვეს ის სრულ მზადყოფნაში შეეგებება. ამ ნიშნის წარმომადგენლები თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში, ამიტომაც მათი დაწევა იოლი საქმე არ იქნება. ნოემბერი მორიელის პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან პოზიტიური პერიოდის დასაწყისი იქნება. ისინი მიაღწევენ დიდ წარმატებებს, თუმცა ერთი პირობით – გარშემომყოფებთან კომპრომისული შეთანხმების მიღწევა უნდა შეძლონ. ეს კი მორიელს მაინცდამაინც არასდროს გამოსდიოდა, თუმცა სხვა ადამიანებს მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეთ და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. თუ ასე არ მოიქცევით, თვის პირველ ორ დეკადაში პრობლემები გექნებათ ხელმძღვანელობასთან ან ბიზნეს პარტნიორებთან. კარგი ამბავი კი ისაა, რომ თვის მესამე დეკადაში ყველა პრობლემა მოგვარდება და მორიელს დიდი ფინანსური მოგებაც ელის, რისი წყალობითაც მისი მატერიალური მდგომარეობა ნოემბერში დამაკმაყოფილებელზე ბევრად უკეთეს იქნება.

ნოემბერში მორიელის მთელი ძალისხმევა კარიერულ კიბეზე აღმასვლისკენაა მიმართული, შესაბამისად პირადი ცხოვრება მეორე პლანზე გადაინაცვლებს. თქვენს პარტნიორს ამ ნიადაგზე პრეტენზიები რომ არ გაუჩნდეს, კარგად აუხსენით შექმნილი სიტუაცია. 2014 წლის ნოემბერში მორიელს ნათესავებთან გაუგებრობები და დაპირისპირება ელოდება, თუმცა საბოლოოდ ეს პრობლემა იმდენად ღრმა არ აღმოჩნდება, როგორც თავიდან გეგონათ. მორიელი შეძლებს მათი კეთილდღეობისთვის დიდი ძალისხმევის დახარჯვას, რაც სათანადოდ დაუფასდება კიდეც. ამ პერიოდში მორიელი ენერგიული, მომხიბლავი, მხიარული და ჯანმრთელი იქნება, ამიტომაც მას ყველა დაავადება ფეხაკრეფით აუვლის გვერდს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის ნოემბერი საკმაოდ რთული თვე იქნება, თუმცა სირთულეებს იოლად გადალახავთ და თამამად განაგრძობთ წინსვლას. ამ პერიოდში მშვილდოსანი მოულოდნელ დაბრკოლებებს წააწყდება. თვის პირველ ნახევარში მაღალია საზღვარგარეთელ პარტნიორებთან დაპირისპირების ალბათობა. თქვენი კონკურენტები და მოშურნეები ჩასაფრებულები არიან, ასე რომ, ეცადეთ მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვების გარეშე გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადადგათ. ზოგიერთი სირთულე მშვილდოსანმა შეიძლება ძალიან მტკივნეულად აღიქვას, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გულთან ახლოს ნურაფერს მიიტანთ – ყველა პრობლემა მალე მოგვარდება. გამოიჩინეთ მოთმინება, პრობლემები სწორად დაასორტირეთ და ყურებს ნუ ჩამოყრით. მიუხედავად პროფესიულ ასპარეზზე შექმნილი სირთულეებისა, მშვილდოსნის მატერიალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოსალოდნელია დიდი ხნის წინ გასესხებული თანხის დაბრუნება, ინვესტიციის მოზიდვა ან სასურველი კრედიტის აღება. ამ თვეში ხარჯის ძირითადი წილი ოჯახის საჭიროებებზე მოდის.

ნოემბრის თვეში მშვილდოსანთა პირადი ცხოვრებაც არ იქნება ია-ვარდით მოფენილი. შეყვარებულმა მშვილდოსნებმა პარტნიორისგან სიცივე შეიძლება იგრძნონ ან მოეჩვენოთ, რომ მათმა შეხვედრებმა და მისდამი გამოჩენილმა ყურადღებამ იკლო. მთავარია, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ, რადგან შესაძლოა ყველაფერი გეჩვენებათ და რეალობა სულ სხვაა, რასაც მალე გააცნობიერებთ. დაელოდეთ თვის მიწურულს, როცა სიტუაცია უწინდელ კალაპოტში ჩადგება და ცხოვრება კვლავ მშვენივრად მოგეჩვენებათ. ამ თვეში ჯანმრთელობამაც შეიძლება გიღალატოთ, რადგან მაღალია ვირუსული დაავადებების გავრცელების ალბათობა და თქვენი იმუნიტეტიც საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. განსაკუთრებული სიფრთხილე ამ ნიშნის წარმომადგენლებს თვის დასაწყისში მართებთ. ასევე მაღალია საავტომობილო ავარიების რისკი და ფრთხილად იყავით.

თხის რქა

ნოემბერში თხის რქას საკუთარი ემოციების გაკონტროლება გაუჭირდება. სამწუხაროდ, ემოციურობა მას ლოგიკის „ჩართვაში“, შესაბამისად, მიმდინარე მოვლენების საღად შეფასებაში შეუშლის ხელს. ამ თვეში თხის რქამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს შესაძლებლობები, რასაც მას დღემდე დამყარებული კონტაქტები აძლევს. იქნებიან ეს მეგობრები, საქმიანი პარტნიორები თუ გავლენიანი ადამიანები. თხის რქა სასურველ დახმარებას მიიღებს, მაგრამ იქნება კი მზად, რომ ამაში საკმაოდ დიდი ფასი გადაიხადოს?! ნოემბერში ამ ნიშნის წარმომადგენლები სერიოზულ კონფლიქტში იქნებიან ჩათრეულნი, თუ საჭირო მომენტში დათმობაზე არ წავლენ. თვის ბოლოსკენ სიტუაცია ან საბოლოოდ მოგვარდება, ან დარეგულირებისკენ მაინც წავა  და თხის რქებმა სწორედ ამ მომენტში მთელი ძალისხმევა უნდა დახარჯონ აუცილებელი ბალანსის მისაღწევად ისე, რომ მათი ინტერესები მინიმალურად დაზარალდეს. ეს საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ არა მიუღწეველი. ფინანსურ სფეროში კი შეიძლება მცირე პრობლემები შეგექმნათ. ნოემბერში თხის რქებს ვალების გადახდა მოუწევთ, შესაძლოა ისეთ ვალებისაც, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ პირად საკითხებს უკავშირდება.

ნოემბერი არც პირად ცხოვრებაში ჩაივლის უპრობლემოდ. შეყვარებულ თხის რქებს გაციების, უთანხმოებების, გაუგებრობების ხანა შეიძლება დაუდგეთ, რაც ნაწილობრივ ფინანსური პრობლემებით იქნება გამოწვეული. დაქორწინებული თხის რქა შესაძლოა ოჯახის უფროს წევრებთან ან თუნდაც მეუღლესთან დაკავშირებულ სირთულეებს წააწყდეს და ეს ყველაფერი მისივე სიხისტის გამო მოხდება. უთანხმოების საგანი კი რაიმე უძრავი ქონება ან მსხვილი საკუთრების უფლება იქნება. თქვენ გარდა დამნაშავე არავინაა და ბოლოს და ბოლოს, უკანაც თქვენვე უნდა დაიხიოთ, თუ არ გინდათ, ეს უთანხმოება გაცილებით ძვირად დაგიჯდეთ. ეს არ იქნება კამათი, რომელშიც შეიძლება ჭეშმარიტება დაიბადოს, ამიტომ ომის ფრონტის გახსნა არ ღირს. ნოემბერში თხის რქის ენერგეტიკული მარაგი საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, ამიტომ თუ ზომიერებას არ მოუხმობს და ჯანსაღი ცხოვრების წესს არ აირჩევს, შესაძლოა ქრონიკული დაავადებებისადმი მოწყვლადი გახდეს.

მერწყული

მერწყული მზად იქნება ყველა გამოცდისთვის, რასაც მას ნოემბერი უმზადებს, თანაც ეს მზადყოფნა არა მხოლოდ მორალურ, არამედ ფიზიკურ მზადყოფნაშიც გამოიხატება. შეუძლებელია, ნოემბრის ბატალიებიდან გამარჯვებული არ გამოხვიდეთ. ამ რთულ თვეში მერწყულები ძირითადად სამსახურეობრივი საქმეებით იქნებიან დაკავებულნი და ამ ასპარესზზე ბევრსაც მიაღწევენ. ნოემბრის პირველ ორ დეკადაში ჩვეულებრივზე აქტიურად უნდა იმუშაოთ, რადგან არც თქვენს კონკურენტებს სძინავთ. ოპონენტებთან კონფლიქტები კვლავ გაგრძელდება. საბოლოოდ მერწყული გამარჯვებული რჩება და უფრო მეტიც, გაცილებით მყარ მდგომარეობას მოიპოვებს, ვიდრე თვის დასაწყისში ჰქონდა. ნოემბრის ბოლოს კი მერწყულები სასურველ მხარდაჭერას მოიპოვებენ. თქვენს მეტოქეებს განზე გადგომა მოუწევთ, გარკვეული ხნით მაინც. თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ვიზიტები მაკონტროლებელი ორგანოებიდან, ასევე სხვადასხვა სახის ინტრიგები და მზად იყავით. მატერიალური თვალსაზრისით მერწყულებს სიახლეები არ ელოდებათ, შემოსავლები სტაბილური და რეგულარული იქნება, ხარჯები კი ზომიერი.

ნოემბერში მერწყული ძალიან დატვირთული გრაფიკით იმუშავებს, შესაბამისად პირადი ცხოვრებისთვის ცოტა დრო დარჩება. ეს შეიძლება მის პარტნიორს ან მეუღლეს დიდად არ მოეწონოს, მით უფრო, თუ ეს უკანასკნელი ნოემბრის თვისთვის ერთობლივ გეგმებს აწყობდა. ამიტომ ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ თქვენს ახლობლებს მოუცლელობის მიზეზები დროულად და გულდასმით აუხსნათ, რათა მათ წყენას თავი აარიდოთ. ამ თვეში მერწყული ძალ-ღონით აღსავსეა და მისი ენთუზიაზმი არა მხოლოდ მას, არამედ ყველა გარშემომყოფს ეყოფათ. თუმცა ნოემბერში მაღალია საავტომობილო ავარიების ალბათობა და მძღოლი მერწყულები ფრთხილად იყავით.

თევზები

ნოემბერი თევზებისთვის გარღვევებისა და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების თვე არ არის, ამ პერიოდში ფრთხილად უნდა მოსინჯოთ თითოეული ადგილი, სადაც ფეხის დადგმას აპირებთ. იჩქარეთ ნელა – აი, ეს უნდა იყოს თქვენი დევიზი ნოემბერში. პროფესიულ ასპარეზზეც ბევრი დაყოვნება და გაუგებრობა გელოდებათ. საზღვარგარეთელი პარტნიორები დამატებით გარანტიებს მოითხოვენ. შესაძლოა მათი ინტერესები თქვენს გეგმებთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. დასაშვებია სიტუაციის სხვაგვარი განვითარებაც: ამ პერიოდში თევზები ახალი პარტნიორების ძიებაში იმდენად დაკავებულები იქნებიან, რომ ძველების უკმაყოფილებას დაიმსახურებენ. ნოემბერში თევზები ფინანსური პრეტენზიების ობიექტად შეიძლება იქცნენ. საშუალო პოზიციებზე მომუშავე თევზები კოლეგებთან კონფლიქტში აღმოჩნდებიან ჩართული და შექმნილ სიტუაციაში ორიენტირება გაუჭირდებათ. ბიზნესმენი და მაღალი დონის მენეჯერი თევზები მაკონტროლებელი ორგანოების ვიზიტებისთვის უნდა მოემზადონ, ეს უფრო თვის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. მესამე დეკადაში კი სიტუაცია დამშვიდდება, კონფლიქტები მინავლდება ან სულაც ბოლომდე მოგვარდება. მოქმედების დროც მოვიდა: ჩაუშვით ახალი პროექტები და ბიზნესის განვითარების ახალ მიმართულებებზე იფიქრეთ. მით უფრო, რომ პერსპექტიული წინადადებების მიღების ალბათობა ამ პერიოდში მაღალია. თევზების ფინანსური მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი იქნება. მართალია, ნოემბრის შუაში ოჯახის საჭიროებისთვის საკმაოდ დიდი თანხის გაღება მოგიხდებათ, მაგრამ თვის მესამე დეკადაში მიღებული შემოსავლის წყალობით ნოემბრის ბოლოს ბალანსი მაინც დადებითი იქნება.

პირადი ცხოვრება კი ნოემბერში თევზებს ძალიან უყურადღებოდ ექნებათ მიტოვებული, რადგან მთელ დროსა და ძალისხმევას კარიერას მოახმარენ. ყველაზე მთავარია, ეცადოთ აუხსნათ თქვენს ახლობლებს, რომ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მათთვისაც შრომობთ. ასეთ სიფრთხილეს თუ გამოიჩენთ მათთან ურთიერთობაში, უსიამოვნებებიც აგცდებათ. ამ თვეში თევზები თავს კარგად გრძნობენ და ჯანმრთელობის პრობლემები არ შეაწუხებთ. თუმცა საავტომობილო ავარიების ალბათობა მაღალია, ამიტომ საჭესთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები