1 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ნაღმი” სარკე სტუდიის ახალი გამოწვევა

სარკე სტუდია, არის პირველი სარეკლამო კომპანია საქართველოში, რომელმაც გადატრიალება მოახდინა რეკლამირების მხრივ.

1998 წლიდან სარკე სტუდიამ პატარა ოთახით და ერთი კომპიუტერით დაიწყო მოღვაწეობა და მან მოახერხა ყველაზე დიდი კომპანიებისთვის ურთულესი და უდიდესი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა. 2008 წლამდე სარკე სტუდია იყო უპირობო ლიდერი საქართველოს სარეკლამო კომპანიებს შორის, ის ეწეოდა რეკლამირებას როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, აღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო.


2010 წლიდან სარკე სტუდიამ გადაწყვიტა პროფილის შეცვლა და რეკლამიდან კინო ინდურსტიაში გადაინაცვლა, 2011 წელს გადაიღო პირველი ინგლისურენოვანი კომერციული ფილმი, “247 ფარენჰეიტით”, ფილმი მსოფლიოს 40 ქვეყანაში გაიყიდა დიდი წარმატება მოუტანა შემქმენელებს.

2013 წელს სარკე სტუდიამ ითანამშრომლა ოსკაროსან რეჟისორ მიშელ ჰაზანავიჩუსთან, რომელმაც საქართველოში ფილმი “ძიება” - ანუ “search” გადაიღო. ფილმი კანის ფესტივალზე იქნა ნაჩვენები. სარკე სტუდია ფილმის კოპროდუსერია.

2014 წელს სარკე სტუდიამ გადაიღო” LANDMINE GOES CLICK”, ინგლისურენოვანი ფილმი ქართველი და უცხოელი მსახიობების მონაწილეობით. “ნაღმი” შურისძიების და ძალადობის დრამაა, ფილმი საქართველოს კინოთატრებში 23 ოქტომბრიდან გამოვა, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე გადაინაცვლებს. სარკე სტუდია კი შემდეგი პროექტებისთვის დაიწყებს მზადებას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები