1 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეგვიპტელი ღარიბი ქალები იყენებდნენ ნიანგის განავალს- კონტრაცეფციის ისტორია

ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანის მოდგმას აწუხებდა ერთი საკითხი: როგორ გამოეცალკევებინათ სექსი მისი ფუნქციონალური ანიშნულებისაგან. არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ კონტრაცეპტივები ჩვენი დროის დამსახურებაა. წინა დროის ექიმები ასევე ეძებდნენ ორსულობის საწინააღმდეგო მეთოდებს.

ძველ ინდოეთში ქმართან დაწოლის წინ ქალები საშოში ისმევდნენ ნაზავს, რომელშიც შედიოდა ქვის მარილი, მცენარეული ზეთი და გასუფთავებული ნაღების კარაქი. ბერძნები აკეთებდნენ კრემებს ზეითუნის ზეთისაგან, ტყვიის ფხვნილისაგან და საკმეველისაგან. 
ეგვიპტელი ღარიბი ქალები იყენებდნენ ნიანგის განავალს, ხოლო დიდგვაროვანნი ამისათვის იყენებდნენ სპეციალურ ტამპონებს, რომლებიც გაჟღენთილი იყო კრემებით აკაციის წვენისაგან და თაფლისაგან. იმ შამანური მეთოდებისაგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად ცოცხალი ფუტკრის შეჭმა ან ბაყაყის პირში ჩაფურთხება სექსის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ნამდვილად მოქმედებდნენ.

შესაძლოა ძველმა ესკულაპებმა, რომლებმაც ეს ნაზავები შექმნეს, არც კი იცოდნენ თუ კონკრეტულად რა იძლეოდა კონტრაცეპტიულ ეფექტს. წებოვან ნივთიერებებს ნამდვილად შეუძლიათ შეანელონ სპერმის მოძრაობა. ხოლო რძემჟავა, რომელსაც შეიცავს აკაციის ფოთლები, მარილი, ასევე ექსკრემენტები – ნეგატიურად მოქმედებენ სპერმატოზოიდებზე. ამ წამლის მსგავსი პრეპარატების გარდა ძველად ასევე იყენებდნენ კონტრაცეფციის ბარიერულ მეთოდებს: სხვადასხვა ხალხებში მიღებული იყო საშვილოსნოში ფუტკრის ცვილისაგან დამზადებული დისკის მოთავსება, ან გაქონილი ქაღალდის, ან წყალმცენარეების, რომლებიც ხელს უშლიდნენ სპერმის მოხვედრას საშოში.

რა თქმა უნდა, ეს მეთოდები გამორიცხავდნენ სექსუალური აქტის სპონტანურობას. ამასთან, თავდაცვის მთელი სიმძიმე მხოლოდ ქალების მხრებზე იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცები საერთოდ გაურბოდნენ პასუხისმგებლობას. ამის ყველაზე გავრცელებული ხერხი იყო სექსუალური აქტის შეწყვეტა. უფრო მეტიც, არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფენ, რომ მაშინდელი მამაკაცები იყენებდნენ დღევანდელი პრეზერვატივის მსგავს ნივთს. როგორც წესი, მათ ამზადებდნენ ცხოველების შინაგანი ორგანოებისაგან. კაიროს მუზეუმში არის ერთი ასეთი ექსპონატი, რომელიც ტუტანჰამონის სამარხში აღმოაჩინეს. 

ძველ იაპონიაში ასევე იყენებდნენ მსგავს ნივთს, რომელსაც ამზადებდნენ ძალიან რბილი ტყავისაგან და უწოდებდნენ "კავაგატა"-ს. პრეზერვატივი მასიურად მეთხუთმეტე საუკუნეში გავრცელდა, მაშინ მათ იყენებდნენ "ცუდი" დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
როგორც უკვე შენიშნავდით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა მეთოდმა გაუმჯობესებული სახით ჩვენს დრომდე მოაღწია, მაგრამ არსებობს გამოგონებები, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ერაში გახდა შესაძლებელი – ჰორმონალური კონტრაცეფცია. ვიდრე ეს მეთოდი ყველაზე პოპულარული გახდებოდა, ჰორმონალურმა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებმა მთელი რიგი ცვლილებები განიცადეს: პრიმიტიული აბებისაგან, რომლებიც ჰორმონების დიდ დოზას შეიცავდნენ და უამრავ გვერდით ეფექტს იწვევდნენ, ისინი იქცნენ არა მხოლოდ დაცვის საუკეთესო საშუალებად, არამედ შეიძინეს ბევრი დადებითი ეფექტიც.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების "მამად" ითვლება ამერიკელი ბიოლოგი გრეგორი გუდვინ პინკუსი. ეყრდნობოდა რა მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების აღმოჩენას იმის შესახებ, რომ ქალის სექსუალური ჰორმონის – პროგესტერონის ინექციები ამცირებდნენ ოვულაციას ცხოველებში, მან მოისაზრა გამოეყენებინა ეს ჰორმონი კონტაცეფციულ აბებში ქალებისათვის. მანვე წამოაყენა იდეა ქალის ორი სასქესო ჰორმონის – ესტროგენისა და პროგესტერონის კომბინაციის გამოყენებაზე ერთ აბში. პირველი ორალური ჰორმონანული კონტრაცეფტივი გამოჩნდა ამერიკაში 1960 წელს, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან ჰორმონების უზარმაზარ დოზებს შეიცავდა. დღეს კი თანამედროვე ჰორმონალური კონტრაცეფტივი 5-10-ჯერ ნაკლებ დოზას შეიცავს, ვიდრე 40 წლის წინათ.რადგანაც ორი ჰორმონის გამოყენებამ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა, მეცნიერთა შემდგომი კვლევები მიმართული იყო მის გაუმჯობესებაზე და უსაფრთხოებაზე. ამისათვის მიმდინარეობდა ესტროგენის დოზის თანდათანობითი შემცირება პრეპარატებში. თანამედროვე კომბინირებული კონტრაცეფტივები ესტროგენის კომპონენტის დოზირების მიხედვით იყოფა სამ სახეობად: მაღალი დოზირებით – 35 მკგ-ზე მეტი ესტროგენით, დაბალი დოზირებით – 30-35 მკგ და მიკროდოზირებით – 20 მკგ.

janmrtelobainfo.ge




კომენტარები

მსგავსი სიახლეები