სოც. მედია
ქალბატონებო მოემზადეთ ყველაზე ცივი სეზონისთვის-სახის ნიღბები ზამთრისთვის
2014-10-15 16:42:21
მალე დადგება ზამთარი, წელიწადის ყველაზე ცივი სეზონი როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება კანს მოვლა და დაცვა გამოშრობისა და გაუხეშებისაგან.სხვადასხვა ტიპის და ასაკის კანისათვის არსებობს სხვადასხვა ტიპის ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები,რომლებიც თავისუფლად შეგიძლიათ დაამზადოთ სახლში და კანს ააარიდოთ ცივი ქარების მავნე ზეგავლენა.ორგანული ნიღბები გამოირჩევა ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების მაღალი შემცველობით,რაც კანს აახალგაზრდავებს და მატებს ჯანსაღ იერს . წარმოგიდგენთ სახის კანის მოვლის ყველაზე მარტივ ნიღბებს ზამთრის სეზონისათვის.ყველაზე მარტივი საშუალება ცივ ამინდში კანის მოსავლელად გახლავთ რძის პროდუქტების ნიღბები.წაისვით სახეზე კეფირი,მაწონი ან ნატურალური იოგურტი და გაიჩერეთ 10-15 წუთი.ამის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელ თბილი წყლით.რძის ნაწარმი არბილებს ,აახალგაზრდავებს და აღადგენს pH ბალანსს სახის კანზე ,რაც კანს იცავს ცივი ამინდის საზიანო ზეგავლენისაგან.
ცხიმიანი და ფორებიანი კანისათვის საუკეთესოა კვერცხის ნიღაბი.გატეხეთ კვერცხი და წაისვით მთელ სახეზე.გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.კვერცხი ცხიმიან კანს აძლევს ჯანმრთელ შეხედულებას,ზამთარში კი კანის საფარველზე ქმნის ნატურალურ ბარიერს რაც კანს გამოშრობისაგან იცავს.
გამომშრალი და დაზიანებული კანისათვის საუკეთესოა შვრიის ფაფის ნიღაბი.აიღეთ თანაბარი რაოდენობის შვრიის ფაფა,თაფლი და კვერცხის გული,აურიეთ ერთმანეთში და 20 წუთის განმავლობაში გესვათ სახეზე,შემდეგ ჩამოიბანეთ.
მშრალი კანისათვის კარგია კვერცხისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი.ზეითუნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E და K ვიტამინს,ხოლო კვერცხის გული ვიტამინ A, რომელიც კანს სიგლუვეს ანიჭებს.უკეთესი შედეგისათვის კარგი ქინება თუ ნიღაბს რამდენიმე წვეთ ლიმნის წვენს ან ვარდის ზეთს დავამატებთ და ნიღაბს 20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანთ.
ასევე კარგია მშრალი ტიპის კანისათვის ავოკადოს და თაფლის ნარევი,რომლეთა შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით სტეროლინი და დამატენეიანებლი ნივთიერება რაც არბილებს გამომშრალ კანს.სასურველია ნიღბის 15 წუთით გაჩერება.
ყველა ტიპის კანისათვის საუკეთესოა იოგურტის და ბანანის ნიღაბი,რომელიც კანს მკვდარ უჯრედებს აცილებს .აურიეთ ერთმანეთში თაფლი და იოგურტი და 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე.
აევე მისაღებია გოგრის ნიღაბიც,რომელიც A, C და E ვიტამინებთან ერთად უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს,რომლებიც კანის დაბერებას ხელს უშლიან. აიღეთ პატარა გოგრის მოხარშული გული,დაამატეტ რძე და თაფლი და გაიჩერეთ 20 წუთით.
ზამთრის პერიოდში გამომშრალი კანისათვის საუკეთესოა გრეიფუტის ნიღაბი.აიღეთ გრეიფუტი,დაამატეთ იოგურტი და სტაფილოს წვენი ,აურიეთ ,წაისვით სახეზე და 15 წუთში ჩამოიბანეთ.
მშრალი კანისათვის ასევე საუკეთესოა იოგურტისა და ღვინის ნაზავი.აიღეთ მცირე რაოდენობით წითელი ღვინო,რომელიც სახის კანს დაბერებისაგან იცავს და დაუმატეთ რამდენიმე კოვზი იოგურტი,რომელიც კანს ატენიანებს ისე რომ მიიღოთ სქელი მასა.წაისვით სახეზე და ჩამოიბანეთ 15 წუთში.
კომენტარები