1 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

წმინდა ბარბარეს ეკლესია დარბეულია-ტაძარში ყველაფერი დაამტვრიეს

წმინდა ბარბარეს ეკლესიის დარბევასთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან იუწყება. 

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შს სამინისტროში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ,  თუ რა არის ეკლესიიდან მოპარული.

თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარბარეს ეკლესია დაარბიეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დანგრეულია ტაძრის ერთ-ერთ კედელი, უშუალოდ ტაძარში კი, ყველაფერი დამტვრეულია. 
"დღეს როცა მივედით, ასეთი სურათი დაგხვდა. შემზარავი ფაქტია. დანგრეულია ეკლესიის ერთ-ერთი კედელი, გაძარცვულია ეკლესია. ეს არ ეყოთ, როგორც ჩანს და დალეწეს შიგნით ყველაფერი. დალეწილია ეკლესიის საკურთხეველიც. ეს არის შემზარავი ფაქტი. აუცილებლად მოვითხოვთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს", - უთხრა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა. 
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები