1 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პროდუქტები, რომლების მიღებაც არ შეიძლება ორსულობის დროს

როცა ორსულად ხართ, შეიძლება, სრულიად სხვადასხვაგვარი საკვებისკენ გაგიწიოთ გულმა – ეს ხომ ორსულობის გავრცელებული ნიშანია. თუმცა არის პროდუქტები, რომლებიც არაა სასურველი ორსულებისთვის, მათ გარკვეული რისკებიც აქვთ ბავშვისა და დედის ჯანმრთელობისთვის. ამ პროდუქტების გამო შეიძლება ბევრი პრობლემაც კი გაუჩნდეს ორსულს, რადგან ისინი ინფექციებს იწვევენ.

თქვენ წინაშეა თორმეტი პროდუქტი, რომლებიც რისკის შემცველია მომავალი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის:

1. უმი ან ცუდად მომზადებული ხორცი ან კვერცხი, მათ შორის ე.წ. გლაზოკი და თოხლო კვერცხი.
2. არაპასტერიზებული წვენები, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს.
3. არაპასტერიზებული რძე, რადგან მასში შეიძლება იყოს ბაქტერიები: კამპილობაქტერიები, ნაწლავის ჩხირი, სალმონელა ან ლისტერია.
4. არაპასტერიზებული რბილი ყველი: ბრი, ფეტა, როკფორი, ჭყინტი ყველა – ისინიც შეიძლება შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს ან ლისტერიას.
5. უმი ღივები, მაგალითად, იონჯის ღივები, რადგან ისინი ნაწლავურ ჩხირს ან სალმონელას შეიძლება შეიცავდნენ.
6. რაციონში მოერიდეთ ისეთ თევზს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ვერცხლისწყალს მაღალი ოდენობით (ზვიგენი, ხმალთევზა, თინუსი). 
7. ალკოჰოლური სასმელი.
8. ბალახეულის ჩაი, განსაკუთრებით, თუ არ ხართ დარწმუნებული მის ზუსტ შემადგენლობაში.
9. ხორცისა და ზღვის პროდუქტების ცივი პაშტეტები.
10. ცხობის დროს არ გასინჯოთ უმი ცომი, რადგან მის შემადგენლობაში, როგორც წესი, უმი კვერცხი გამოიყენება, რომელშიც შეიძლება სალმონელა იყოს.
11. უმი და მოუხარშავი ზღვის პროდუქტები, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდნენ ბაქტერიებსა და პარაზიტებს.
12. მზა ნაყიდი სალათები, რადგან მათ შემადგენლობაში შეიძლება იყოს გაურკვეველი წარმომავლობისა და ხარისხის ლორი, ქათამი ან ზღვის პროდუქტები.

არსებობს ასევე ისეთი პროდუქტები, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან კვებითი თავისებურებებით და განსაკუთრებულად სასარგებლოა ორსულებისთვის. თქვენ წინაშე ტოპ-სამეულია. 

1. კურდღლის ხორცი ის შეიცავს მეტ ცილას, ვიდრე ქათმის, საქონლის თუ სხვა ხორცი. ცილას კი საკმაოდ ბევრი ფუნქცია ეკისრება მომავალი დედის ორგანიზმში. 

2. ხაჭოხაჭო კალციუმის წყაროა. კალციუმი კი ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის აუცილებელია როგორც ნაყოფის, ისე დედისთვის. კალციუმის მიღება განსაკუთრებით აუცილებელია ორსულობის პირველ სამ თვეში. 

3. ბროკოლიმცენარეული უჯრედისი აუცილებელია კუჭნაწლავის სისტემის დასარეგულირებლად, ხელს უწყობს ორსულებში ნივთიერებათა სწორ ცვლას და წინ აღუდგება ყაბზობას. ბროკოლი ვიტამინ B9-ს წყაროა, ეს ვიტამინი კი, იგივე ფოლიუმის მჟავა განსაკუთრებით აუცილებელია ნაყოფის განვითარების ადრეულ ეტაპებზე. შეგიძლიათ მიიღოთ გარნირად ხორცთან ერთად, ან წვნიანებში.
mshoblebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები