1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ბანკ რესპუბლიკას“ გამოუყო საკრედიტო რესურსი ენერგო ეფექტური პროექტების დასაფინანსებლად

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ბანკ რესპუბლიკას” გამოუყო 10 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი საქართველოში ენერგო ეფექტური პროექტების დასაფინანსებლად. რესურსი გამოყენებულ იქნება როგორც კერძო სექტორში ბიზნეს–სუბიექტების, ასევე ფიზიკური პირების დასაფინანსებლად. აღნიშნული სასესხო პროდუქტის მიზანია ხელი შეუწყოს და წაახალისოს კომპანიები და ოჯახები მოახდინონ ქვეყნის ენერგო რესურსების უკეთესი მოხმარება.

საკრედიტო ხაზი დამატებით მოიცავს საინვესტიციო სუბსიდიას და ტექნიკურ დახმარებას, რაც დაფინანსებულია ევროპის საბჭოს და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ. ტექნიკური დახმარების პაკეტი მოიცავს: კომპანიებისათვის საკონსულტაციო დახმარების გაწევას და  ენერგო აუდიტის ჩატარებას, ასევე მონაწილე ბანკისთვის დახმარებას პროექტის განხორციელებაში (ტრეინინგები და მარკეტინგი).

კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ენერგო ეფექტური და განახლებადი ენერგიების პროექტებისათვის დაფინანსება, მიიღონ საერთაშორისო საკონსულტაციო დახმარება საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტებისაგან, ჩაიტარონ ენერგო აუდიტი ყოველგვარი ხარჯის გარეშე, მიიღონ ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთი სესხზე და დამატებით ისარგებლონ სუბსიდიით – მიიღონ სესხის თანხის 10–15% საჩუქრად.

ფიზიკურ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა დაამონტაჟონ ენერგო ეფექტური მოწყობილობები თავიანთ სახლებში, შეიქმნან კომფორტი და შეიმცირონ ელექტროენერგიის ხარჯები; ისინი დამატებით ისარგებლებენ სუბსიდიით – მიიღებენ სესხის თანხის 10%–ს საჩუქრად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები