1 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეიძლება საკუთარი ან ნათესავის ბინის საკითხის მოგვარებამ მოგიწიოთ. საბუთების შეგროვება, ცნობების აღება გელით. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე, კონსულტაცია პროფესიონალთან გაიარეთ. 

კურო 
მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების ჩატარებას, ვალის აღებას ან გაცემას. უფრო წააგებთ, ვიდრე მოიგებთ. სამაგიეროდ, წარმატება გელით სხვა სფეროებში, რომლებიც ფინანსებთან არაა კავშირში. 

ტყუპი 
მაქსიმალურად მოერიდეთ გარშემო მყოფთა საქმეებში ჩარევას, თუნდაც კეთილი განზრახვა გამოძრავებდეთ. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ დამკვირვებლის მოვალეობა შეასრულოთ. 

კირჩხიბი 
გარშემო ნეგატიურად განწყობილი ადამიანები და კრიტიკოსები გახვევიათ. ეცადეთ, მაქსიმალურად სწორად გათვალოთ ყოველი ნაბიჯი, ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში. 

ლომი
ერთგული და გამოცდილი სპეციალისტის დახმარების გარეშე მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება კვირის ბოლოსთვის გადადოთ. 

ქალწული
ახალი ნივთების შეძენაში, მოგზაურობის დასაგეგმავად და სამკურნალო პროცედურებში იმაზე მეტი ფული დაგეხარჯებათ, ვიდრე ვარაუდობდით. თუმცა, თუ კარგად დაფიქრდებით, შემოსავლის ახალი წყაროს მოძებნაც არ გაგიჭირდებათ. 

სასწორი 
უამრავი აზრი და ფიქრი ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრაციის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი იქნება სუფთა ჰაერზე გასეირნება; აგრეთვე, განწყობის გაუმჯობესებაში მუსიკა დაგეხმარებათ. 

მორიელი 
შეიძლება მწყობრიდან გამოსული აპარატურის, ელექტროსაგნის გამოცვლამ მოგიწიოთ. თუ საქმე კომპიუტერსა და მობილურს ეხება, ეცადეთ, დროულად გამოცვალოთ, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაციების გარეშე არ დარჩეთ. 

მშვილდოსანი
დღეს გაგიადვილდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა; ავტომობილის ან ბინის კლიენტის მოძებნა. 

თხის რქა
დღეს სიახლეების დანერგვა მოგინდებათ. მთავარია, ჩამოყალიბებული იყოთ, ზუსტად იცოდეთ რა გსურთ, როგორი გზით მიაღწიოთ და არც გარშემო მყოფთა დაინტერესება გაგიჭირდებათ. 

მერწყული 
სასიყვარულო ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ, საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ უფრო თბილი და მზრუნველი გახდება. პირადი საქმეები იმდენად ლაღსა და ბედნიერს გაგხდით, რომ ცხოვრებისეულ პრობლემებს ყურადღებას აღარ მიაქცევთ. 

თევზები
მაქსიმალურად შეამცირეთ ხარჯი. ნუ ენდობით სარეკლამო განცხადებებს და ნუ შეიძენთ გამოუსადეგარ, ძვირად ღირებულ ნივთებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები