1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნინო გვასალიას ძმამ თავი მოიკლა


ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნინო გვასალიას ძმამ თავი მოიკლა. ტრაგედია გუშინ მოხდა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მეორე შვილის თვითმკვლელობის შემდეგ დედამ, ლალი ცინცაძემაც თვითმკვლელობა სცადა და წამლები დალია. ის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 
გვასალიების ოჯახში ტრაგედია პირველად ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც 22 წლის ნინო გვასალიამ თავი მოიკლა. ის შარშან, 17 ოქტომბერს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. სამართალდამცველებმა ნინო გვასალია 10 ნოემბერს მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები