1 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა

თბილისი,1 ოქტომბერი, 2014–„საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ და „გალტ & თაგარტმა” განაცხადეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ პირველი ობლიგაციების წარმატებით განთავსების შესახებ. ობლიგაციების მთლიანმა გამოშვებამ 10 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,ობლიგაციის ვადა კი 3 წლით განისაზღვრა.ობლიგაციების წლიურისაპროცენტო განაკვეთი 8.75%–ია, სარგებლის გადახდა ნახევარ წელიდადში ერთხელ მოხდება.  ობლიგაციების განთავსების აგენტი საქართველოს ბანკის შვილობილი საინვესტიციო კომპანია„გალტ & თაგარტი“ იყო. „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციები ქვეყანაში  არასაფინანსოორგანიზაციის პირველი ფასიანი ქაღალდია, რომელიც ბირჟაზე განთავსდა.

დეველოპერული კომპანიის „m²“ ობლიგაციების ორი განთავსების შემდეგ, „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ფასიანი ქაღალდების გამოშვება„გალტ & თაგარტისთვის“,წელს ობლიგაციების ადგილობრივი განთავსების მესამე წარმატებული შემთხვევაა. ხსენებულ ობლიგაციებს მომხმარებელი დიდიინტერესითშეხვდა,მითუმეტეს რომობლიგაციების შემთხვევაში კლიენტები, საბანკო ანაბართან შედარებით, მნიშვნელოვნად უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობენ.

„მოხარული ვარ, რომ „გალტ &თაგარტმა“,წარმატებით განახორციელა ფასიანი ქაღალდების რამდენიმე განთავსება და შედეგად  სათავეშიჩაუდგა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას საქართველოში.  საქართველოსკაპიტალის ბაზრის განვითარება, ნიშნავს ადგილობრივი კომპანიებისთვის დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებას და კომპანიებისთვის დაფინანსებაზე წვდომის ზრდას. ბაზარზე დაფინანსების სხვადასხვა ინსტრუმენტის გაჩენა, ასევე უშუალოდ აისახება საქართველოს საფონდო ბირჟის ფუნქციონირებაზე და ხელს უწყობს მის განვითარებას,“ განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.„გალთ & თაგარტი“ მზად არისანალოგიური მომსახურება გაუწიოსქართულკომპანიებს, რომელთაც სურთ მიიღონ წვდომა კაპიტალის დაფინანსების დამატებით წყაროებზე. უცხოელი ინვესტორების მიერ გამოხატული მნიშვნელოვანი ინტერესი, როგორც„m2“ –ის, ისე „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების მიმართ, ცხადყოფს მათი მხრიდან მაღალ მოთხოვნას ქართულ ფასიან ქალაღლდებზე.“

„საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციებზე დაფიქსირდა მაღალი მოთხოვნა როგორც ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების, ასევე ფიზიკური პირების მხრიდან. ჩვენი პირველი ობლიგაციების წარმატებით განთავსების შედეგად შემოსული თანხა მოხმარდება ადგილობრივი კომპანიებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი პირობებით, მეტისალიზინგო პროდუქტის შეთავაზებას. მსურს მადლობა გადავუხადო „გალტ & თაგარტის“ გუნდს წარმატებული თანამშრომლობისათვის,“ განაცხადა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ დირექტრომა, თიკო გობეჯიშვილმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის„გალტ & თაგარტისა“ და „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ შესახებ, ეწვიეთ: www.gt.gewww.leasing.ge

„საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ შესახებ

საქართველოს სალიზინგო კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის სალიზინგო მომსახურებას, სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტისთვის, მათ შორის: სატრანსპორტო, მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებს. კომპნაიის ძირითადი მომხმარებლები მცირე და საშუალო ზომის კომპანიებია. „საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ საქართველოში პირველმა შეთავაზა ბაზარს სალიზინგო მომსახურება, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო, განსხვავებული საბანკო სესხისგან და ასევე იყო პირველი, ვინც შეთავაზა პროდუქტები სხვადასხვა ვადით (3–დან 7 წლამდე). დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.leasing.ge

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ

სს „გალტ & თაგარტი“  ლიდერია საქართველოში ფასიანი ქაღალდების მართვისა და კაპიტალი ბაზრის განვითარების სფეროში. კომპანიას აქვს საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო მომსახურების შეთავაზების 20 წლიანი გამოცდილება. სადღეისოდ, „გალტ & თაგარტი“ წარმოადგენს ინვესტიციების მართვის კომპანიას, რომელიც მის მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს: კორპორაციულ საკონსულტაციო მომსახურებას, კერძო კაპიტალის მართვას, დარგოვილი ქონების მართვას, საბროკერო მომსახურებასა და კვლევას. „გალტ &თაგარტი“ საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანიაა და ფუნქციონირებს ბანკის ინვესტიციების მართვის მიმართულების ბიზნესის ქვეშ. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.gt.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები