1 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მიჯაჭვულობის თეორია - ნახეთ, რამდენად ხართ მიჯაჭვული თქვენს საყვარელ ადამიანზე

მიჯაჭვულობის თეორია აღწერს ადამიანებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძველს და მიმდინარეობას. მიჯაჭვულობა / დამოკიდებულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ბავშვის და დედის (ან ძირითადი მზრუნველის) ურთიერთობაში. დამოკიდებულობა აუცილებელია ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის.

მიჯაჭვულობის თეორია საფუძველს იღებს მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან, მაშინ როცა მეორე მსოფილო ომის დასრულების შემდგომ, მრავალი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, მრავალი ბავშვი დაობლდა, ასეთ ადამიანებს შემდგომ ცხოვრებაში სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდათ, ამ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად, ბრიტანელმა ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა  ჯონ ბოულბიმ (John Bowlby)  შეიმუშავა მიჯაჭვულობის თეორია.

ბავშვები  ხდებიან მიჯაჭვულები მათი ძირითადი მზრუნველის მიმართ, ეს მზრუნველი უმრავლეს შემთხვევაში დედაა, რომელიც აძლევს სითბოს, სიყვარულს, ზრუნავს ბავშვზე და მის საჭიროებებზე.  ამ ასაკში დამოკიდებულება ყალიბდება მშობლის მიმართ, რომელიც იწყება დაახლოებით 6- თვის ასაკისთვის და გრძელდება 2 წლამდე.  როდესაც ბავშვი სწავლობს ცოცვას, ან სიარულს, საკუთარი მიჟაჭვულობის ობიექტს აღიქვავს, როგორც ბაზას, რომლისგანაც უნდა წავიდეს, გამოიკვლიოს გარესამყარო და შემდეგ ისევ უკან უნდა დაბრუნდეს.  თუ კი ბავშვს მოსცილდება ძირითადი მზრუნველი (ხშირ შემთხვევაში დედა), მაშინ ბავშვი განიცდის ამას და ეს ნორმალური ადაპტაციური რეაქციაა.

მიჯაჭვულობის თეორია ხსნის ზრდასრულებს შორის რომანტიულ ურთიერთობებსაც.  სინდი ჰეზენმა (Cindy Hazan) და ფილიპ შევერმა (Shaver Phillip) – განავითარეს ზრდასრულებს შორის მიჯაჭვულობის ფორმები (სტილები)  არსებობს ოთხი სტილის სხვადასხვა ფორმა, რომელიც ყალიბდება  ზრდასრულებს შორის რომანტიული ურთიერთობების დროს.

1)      უსაფრთხო მიჯაჭვულობა – ასეთ შემთხვევაში ადამიანები თავს კარგად გრძნობენ და ეს მდგომარეობა პოზიტიურია. ისინი თავს გრძნობენ ახლოს და ინტიმურად მეორე ადამიანთან და ამავე დროს დამოუკიდებლად.  უსაფრთხო მიჯაჭვულობის დროს ადამიანები ეთანხმებიან  შემდეგ მოსაზრებას: „ჩემთვის ემოციურად სასიამოვნოა ვიყო სხვებთან (სხვასთან) ახლოს, ვიყო დამოკიდებული და ისინიც იყვნენ ჩემზე დამოკიდებული. მე არ ვწუხვარ იმის გამო, რომ ისინი მე არ მიმიღებენ“. ურთიერთობის ასეთი ფორმის დროს ადამიანები გაცილებით კარგად გრძნობენ თავს ვიდრე სხვა შერმთხვევებში.

2)      მშფოთვარე, გადამეტებული მიჯაჭვულობა -ასეთი ადამიანები ეთანხმებიან შემდეგ დებულებას:  „ მე მინდა სრული ემოციური ინტიმურობა პარტნიორთან“,  ასეთ შემთხვევაში ადამიანს სურს პარტნიორთან სიახლოვე, ინტიმური ურთიერთობა, თუმცა გამუდმებით ფიქრობს, რომ თვითონ მეტი უნდა, სურს  უფრო ახლო ურთიერთბა ვიდრე აქვს, უნდა მეტი გაგება ვიდრე უგებენ,  ფიქრობს, რომ მას სათანადოდ ვერ აფასებენ.

ასეთი ადამიანები ეძებენ გამუდმებით ღრმა ინტიმურ კავშირს. ზოგ შემთხვევაში ასეთი ადამიენები ზედმეტად დამოკიდებულები არიან პარტნიორზე. ხშირად ასეთი ადამიანები უკმაყოფილონი არიან ურთიერთობის სიახლოვით და  პარტნიორის დამოკიდებულებით მის მიმართ.  ასეთი ფორმის ურთიერთობები არის ძლიერ ემოციური, იმპულსური და ექსპრესიული.

3)      უპატივცემულობა და თავის არიდება –  ადამიანები  ასეთი ურთიერთობების დროს ეთანხმებიან შემდეგ პირობას: „ მე კომფორტულად ვგრძნობ თავს ახლო ემოციური ურთიერთობების გარეშეც, მთავარია თავისუფლების და დამოუკიდებლობის განცდა.“ ადამიანებს ასეთი ურთიერთბებისას სურთ ავისუფლების მაღალი დონე. ამიტომ ისინი ერიდებიან მიჯაჭვულობის განვიათარებასაც კი. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი და ფასეული ძალიან ახლოს იყვნენ საკუთარ პარტნიორთან.  ფსიქოლოგიები და ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ ასეთ დროს ადამიანს არ სურს საკუთარი სულიერი სამყაროს წარმოჩენა ამიტომ უგულვებელყოფს პარტნიორს, რათა თავიდან აიცილოს ახლო ემოციური კავშირი და ურთიერთობები.

4)      გაუბედავი  და  უგულვებელყოფილი მიჯაჭვულობა. –  ადამიანები ამ მოდელით ეთანხმებიან შემდეგ პირობას:  „ მე მინდა ახლო ემოციური ურთიერთობები, მაგრამ ძალიან ძნელია ადამიანს ენდო ბოლომდე, ძალიან ძნელია ბოლომდე სანდო ადამიანის პოვნაც და ძნელია გახდე მათზე დამოკიდებული. მე მაშფოთებს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ოდესმე ტკივილი მივიღო თუ ვიქნები ძალიაქნ ახლოს ადამიანთან და ვენდობი მას.“

ასეთი ადამიანები ერთის მხრივ ცდილობენ დაამყარონ ახლო ურთიერთობები, მეორეს მხრივ ამ დროს არაკომფორტულად გრძნობენ თავს.   ასეთი ადამიანები ხშირად უგულვებელჰყოფენ პარტნიორთან ახლო ურთიერთობას, არ არიან მასთან ბოლომდე გახსნილები და მალავენ საკუთარ გრძნობებს.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები