1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გამოცადე საკუთარი თავი-ტესტი,რამდენად ადვილია შენი ცდუნება?


1. დიეტის დაცვა გადაწყვიტეთ, მაგრამ მეგობრებმა წვეულებაზე დაგპატიჟეს, თქვენ… 

ა) წვეულებაზე წახვალთ - დიეტა მოიცდის - 3. 
ბ) წვეულებებზე მიდიხართ, მაგრამ ჭამაზე უარს ამბობთ - 2. 
გ) მიწვევაზე თავაზიან უარს აცხადებთ - 1. 

2. მეგობარი სწორედ ისეთ კაბას ყიდის, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით, მაგრამ საჭირო თანხა არ გაქვთ. თქვენ: 

ა) ხელფასამდე ბეს გადაიხდით და კაბას წაიღებთ - 2. 
ბ) თხოვთ, სანამ ფულს არ იშოვით, კაბა არ გაყიდოს - 1. 
გ) ფულს ისესხებთ - 3. 

3. ავტომობილის შესაძენად დიდხანს აგროვებდით ფულს, როგორც იქნა, ოცნება აისრულეთ. ამ დროს მეგობარი მოდის და გთხოვთ, ავტომანქანა რამდენიმე დღით ათხოვოთ. თქვენ: 

ა) ეტყვით, რომ დაიფიცეთ, მანქანა არავის ათხოვოთ - 1. 
ბ) აუხსნით, რომ მანქან გაფუჭებულია და ვერ ათხოვებთ - 2. 
გ) ათხოვებთ, მაგრამ საკუთარ თავზე გაბრაზდებით, რომ უარი ვერ უთხარით - 3. 

4. მშობლებმა საოჯახო საქმეებში დახმარება გთხოვეს, მაგრამ ამ დროს მეგობარმა დაგირეკავთ და გასართობად დაგპატიჟათ. თქვენ: 

ა) დედას ეტყვით, რომ სასწრაფო საქმე გამოგიჩნდათ და სხვა დროს მიეხმარებით - 2. 
ბ) დარჩებით და დედას მიეხმარებით - 1. 
გ) დედისგან ნებართვას აიღებთ - 3. 

5) გამოფენაზე სიმპათიური მამაკაცი გაიცანით. მან სახლში ჩაიზე დაგპატიჟათ. თქვენ: L 

ა) მიიჩნევთ, რომ ეს ბრწყინვალე აზრია - 3. 
ბ) მეორე დღეს კაფეში შეხვედრას შესთავაზებთ - 2. 
გ) ეტყვით, რომ ქვენა აზრები აწუხებს და დაშორდებით - 1. 

6. წარმოიდგინეთ, რომ კონკურსში ერთ-ერთი მთავარი პრიზი მოიგეთ, რას აირჩევთ? 

ა) ორკვირიან საგზურს სამთო კურორტებზე - 3. 
ბ) ფულად ჯილდოს - 1. 
გ) მუსიკალურ ცენტრს, ელექტროჩაიდანს, მიკროტალღოვან ჰაერღუმელს და მისთ. - 2. 


შედეგები: 

6-9 ქულა: ზუსტად იცით რა გსურთ. მტკიცე პრინციპები და შეხედულებები გაქვთ. თქვენი გადარწმუნება არც ისე ადვილია. ეს, ერთი მხრივ კარგია, რადგან შეცდომების თავიდან აცილებაში გეხმარებათ. მეორე მხრივ კი დასანანია, რომ ასე პრაგმატულად და ანგარიშიანად ცხოვრობთ. ამის გამო ბევრ რომანტიკულ სიურპრიზს მოკლებული ხართ. ცხოვრებისადმი ამგვარი დამოკიდებულება ბევრ თაყვანისმცემელს დაგიფრთხობთ. 

10-14 ქულა: ერთი შეხედვით, მშვიდი, მორჩილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ ისეთ ტემპერამენტს ავლენთ, რომ ირგვლივ ყველას აოცებთ. თუმცა საკუთარი ემოციების მართვა შეგიძლიათ. გულსა და გონებას შორის ჭიდილისას, იმ შემთხვევაში, თუ კომპრომისს ვერ იპოვით, ყოველთვის გონება იმარჯვებს. ამიტომ თუ ვინმეს თქვენთან ურთიერთობაში რამეს მიღწევა სურს, მოთმინებით უნდა აღიჭურვოს - თქვენი ცდუნება იოლი არ არის. მაცდური ტიპები არც გაინტერესებთ, სერიოზულ პარტნიორებს კი სერიოზულად აფასებთ.

15-18 ქულა: ცხოვრებას სიამოვნებით აღიქვამდით თამაშად და არც ამქვეყნიურ სიამოვნებებს დაიკლებდით, მაგრამ კარგად ხვდებით, რომ ცხოვრება თამაში არ არის. თაყვანისმცემლებთან ყოველთვის თბილისი და თავაზიანი ხართ, მაგრამ იმაზე მალე შორდებით, ვიდრე ამას თავად ისურვებდნენ. იმპულსური ხართ. გუნება-განწყობა ხშირად გეცვლებათ. საღი აზრისა და მოვლენების რეალურად შეფასებების გარეშე ხანგრძლივი ბედნიერების მოპოვება გაგიჭირდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები