1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "შენ ხარ ვენახი"-როგორ ვილოცოთ მის წინაშე?

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, აღმომავალო უდაბნოდ, ვითარცა რტოი, კუამლო საკუმეველისა, მურო და გუნდრუკო ყოველთაგან მტუერთა მენელსაცხებლეთასა, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ძალო ჩუენო და შემწეო ჩუენო და მისალტოლველო ჩუენო დღეთა შინა ძვირთა ჩუენთასა შენდამო, მოიხილე ჩუენ ზედა მოწყალითა თუალითა, რამეთუ ყოველსა ქუეყანასა ზედა ამპარტავნობა გაიფურჩქნა, აღიმართა ძალადობა ბოროტეულის კუერთხად. მცირითგან მათით და ვიდრე დიდადმდე, ყოველთა, აღასრულნეს უსჯულონი, ყოველთა ქმნეს ტყუილი, იმრუშებდეს და სახლებსა შინა მეძავთასა ისადგურეს; ვახში ვახშსა ზედა, ზაკუაი ზაკუასა ზედა შესძინეს, მიემსგავსნენ ბოროტეულნი ზღუასა მას აღბორგებულსა, ზღუასა მას დაუწყნარებელსა და ტალღები მისი ისვრიდიან ლაფსა და ტალახსა. გაუდაბურდა გზები, დარღვეულია აღთქმა, ადამიანი არად-ჩაგდებულ, გლოვობს, მწუხარებს მიწა. აჰა, ხალხების მომავალი: უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი. დანით გუესმა ხმაი სიმახვილისაი ცხენთა მისთასა, - მოსვლად არს ანტიქრისტე, - ხმისაგან ხვივილისა ცხენოსნობასა ცხენთა მისთასა. შეიძრა ყოველი ქუეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქუეყანა და სავსება მისი, ქალაქი და შინა დამკვიდრებულნი მის შორის. მორთხმულ-ყვნეს ძეთა კაცთასა ენაი მათი, ვითარცა მშვილდი, ტყუილი და არსარწმუნოებაი განძლიერდა ქუეყანასა, რამეთუ ბოროტთაგან ბოროტთა მომართ გამოვიდეს და არა სცნეს ღმერთი ჭეშმარიტი.

მოველოდით ნათელსა და აჰა, წყუდიადი! განცისკროვნებასა - და ბნელსა შინა ვალთ!

ვინ მოსცეს თავთა ჩუენთა წყალი და თუალთა ჩუენთა წყაროი ცრემლთა? ვინ გარდამოადინოს გარდამოსაქანელნი წყალთანი თუალთა ჩუენთა?

სახელსა შენსა, დედუფალო, ვხადით, დღეთა ჭირისა ჩუენისათა, მღვიმისაგან უქუეშისა; ჩუენ მძინავს, გარნა გული ჩუენი მღვიძარე არს. თაფლი დამოსწვეთს ბაგეთა შენთა, - ცად აღმავალნი ლოცვანი შენნი, მტილო დახშულო და წყაროო დაბეჭდულო; გვიწყაროე ბაგეთაგან შენთა წყალობანი უხუებით და მიპყრენინ ჩუენ მელნი მცირენი განმრყუნელნი ვენახთანი, რომელ დაასხა მარჯუენემან ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისამან, - სამწყსოი ქრისტესი. დაარღვიენ ლოცვათა შენთა მიერ მისაფუძვლადმდე ბჭენი ჯოჯოხეთისანი, რომელნი გარე-მოგვადგან ჩუენ და შემაიწრებენ.

აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩუენო, შუენიერო ჩუენო, მოვედ თავით შენით. მასმინე ჩუენ ხმაი შენი, რამეთუ ტკბილ არს ხმაი შენი და პირი შენი შუენიერ, რამეთუ ჩუენ ერნი შენნი ვართ და სახელი შენგან ხორცშესხმულისა წოდებულ არს ჩუენ ზედა.

მოვედ, რამეთუ მოეახლნეს დღენი და სიტყუაი ყოვლისა ხილვისაი.

მოვედ, ვინათგან მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული. ამინ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები