1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"დედა-შვილის ბოლო დიალოგი"

უშვილოდ დარჩენილი "დედობის სურვილივით"
ცივ სულს მითბუნებდა სხეული.
ისე მომეფერა,ისე მიმიზიდა ,
სისხლი მიმებჯინა ყელამდის....
მე სულს მახველებდა
შენ კი სულ მივლიდი,
ტანთ კი მეცვა დედისეული,
(ღმერთზე უკეთესად აბა ვინ იცის და?)
მე შენს ცხოვრებაზეც ვღელავდი. 

დედი ვხედავ როგორ ცდილობ (მერამდენედ)
მაგრამ ვერ ახერხებ ვერაფერს.
თავდაუზოგავად იბრძვი დამალო და
ვერ დაგიმალია სიმართლე.
დედი გპირდები რომ შენს გულს გავამთელებ,
(პულსი გაჩერებას ვერ ამხელს)
და მიტოვებული სამარედან
გზას ეს სიყვარული მინათებს. 

პარალიზებული ვწევარ პალატაში -
და შენ ჩემი ხელი გიჭირავს.
ღამემ უკუნითი ზეცა მოიხურა
გლოვობს შენთან ერთად დედიკო.
წერილს გიტოვებ და გთხოვ -
ჯერ ნუ გადაშლი
დედი ახლა უცებ იცი რა?!
მინდა გადავაგდო სამჯერ
სამი ხურდა
სამჯერ რომ დავბრუნდე დედიკო.

ვერა,ვერ დავიწყე საფლავს შეგუება,
დედი შენი ნება-ნებადა,
ლაღი თითების და ლაღი ხელ-მტევანის
ბოლო მოფერების წამამდის.
დედი,მე სხვა დედა არსად მეგულება,
როგორც კუბოს შიგნით შეღამდა -
ისე დამიბნელდით გულის შეტევამდე,
ცა და შენ და აწ და მარადის. 

ეს  ოთო გურგენიშვილის მიერ დაწერილი ლექსია,რომელიც რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები