1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს თავგადასავალში ან დამოუკიდებელ გამოძიებაში შემოგთავაზებენ მონაწილეობის მიღებას. უარს ნუ იტყვით, საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენთ და თან გახალისდებით. 

კურო 
მოულოდნელი ზარი ახალ საფიქრალს გაგიჩენთ. შეიძლება ან ახალი საქმიანობა შემოგთავაზონ, ან პირადი ცხოვრება მოგიწესრიგდეთ. მთავარია, მიუწვდომელი არ იყოთ. 

ტყუპი
დღეს ჭორების, გარშემო მყოფთა კრიტიკის მსხვერპლი აღმოჩნდებით. მოერიდეთ თავის მართლებას და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. 

კირჩხიბი
დღის მთავარი საზრუნავი თქვენი პირადი ცხოვრება გახდება. ერთი მხრივ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ურთიერთობა დასტაბილურდა; მეორე მხრივ, თითქოს ისევ ჩიხში მოექეცით. ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ბრალია. დამშვიდდით, ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. 

ლომი 
დღეს წარმატების ყველა შანსი გაქვთ. მთავარია, არ იზარმაცოთ და გარშემო მყოფების მოხიბვლა თქვენი გარეგნობით კი არა, გონიერებითა და შესაძლებლობებით სცადოთ. 

ქალწული 
ახლობლებისა და მეგობრების დახმარებით ყველა ცხოვრებისეულ საკითხს გაუმკლავდებით. იმავეს თქმა შეიძლება სამსახურის საქმეებზეც – კოლეგები ყველაფერში დაგეხმარებიან. 

სასწორი 
დღევანდელ დღეს საქმეებით ნუ დაიტვირთებით. შეიძლება მეგობრები შეგეხმიანონ და მხიარულ წვეულებაზე ან კულტურულ ღონისძიებაზე დაგპატიჟონ. 

მორიელი 
სამსახურშიც და პირად ურთიერთობებშიც კონკურენტის გამოჩენაა მოსალოდნელი. წინასწარ ნუ მოიშლით ნერვებს. მშვიდად და წყნარად შეაგროვეთ ამ პერსონაზე ინფორმაციები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მისი გზიდან ჩამოცილება.

მშვილდოსანი 
საქმეებითა და პრობლემებით დატვირთული კვირა გქონდა. ამიტომ, მაქსიმალურად დაასრულეთ დაწყებული და მნიშვნელოვანი საქმეები და მეგობრებთან ერთად უქმეები დაგეგმეთ. 

თხის რქა 
მაქსიმალურად მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს. ეცადეთ, საკუთარი თავი თავად, დილიდანვე გაამხიარულოთ და პირადი და სამსახურებრივი საქმეებიც საუკეთესოდ მოგიგვარდებათ. 

მერწყული
დღეს გარშემო მყოფებისთვის მშველელი და დამხმარე იქნებით. ზოგს საქმეების მოგვარებაში უნდა დაეხმაროთ,ზოგს ფული ასესხოთ და ზოგიც ანუგეშოთ. გამორიცხული არაა, გემრიელი კერძებით, საღამოს ვიღაცის გამასპინძლებამ მოგიწიოთ. 

თევზები
კარგი და მშვიდი დღე გელით. წარმატებით განახორციელებთ ყველა ჩაფიქრებულ საქმეს. გარშემო მყოფები არ დაგზარდებიან და ყველაფერში დაგეხმარებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები